in

#მთავარიაჯანმრთელობა! – 10 შეცდომა, რომელსაც დიეტის დროს ვუშვებთ

“ვივო მედიქალის” მხარდაჭერით, მარკეტერი წარმოგიდგენთ ყოველთვიურ რუბრიკას, სახელწოდებით #მთავარიაჯანმრთელობა. ამ სტატიების საშუალებით მიიღებთ სასარგებლო რჩევებს იმის შესახებ, თუ როგორ მოახერხოთ დატვირთულ და სტრესულ საქმიან გარემოში ჯანმრთელობის შენარჩუნება და გაუმჯობესება. გაიგეთ მეტი იმ შეცდომების შესახებ, რომლებსაც ხშირად  ვუშვებთ დიეტების დროს, გაეცანით განახლებული ჟორდანიას კლინიკის  ცნობილი დიეტოლოგ- ნუტრიციოლოგის  ნატა გაგუას რეკომენდაციებს.

bog
bog-mob

რაც შეიძლება ნაკლები ცხიმი!

ეს მთავარი შეცდომაა გახდომის მსურველთათვის. ზეთი, რომელშიც იწვება ხორცი და კარტოფილი, ნამდვილად უნდა გამოირიცხოს, მაგრამ არსებობს სასარგებლო ცხიმებიც, რომლის მიღება წონაში კლების დროს ორგანიზმისთვის აუცილებელიც არის. მათ გარეშე, ორგანიზმი იმ ვიტამინებს კარგავს, რომლებიც ორგანიზმში მხოლოდ ცხიმის დახმარებით შეიწოვება. ზეითუნის ზეთით  და ლიმონის წვენით შეზავებული სალათი ორგანიზმისთვის ძალიან სასარგებლოა – ამიტომ, ნუ გამორიცხავთ რაციონიდან ცხიმებს, მთავარია მათი სწორი გამოყენება.

ნატა გაგუა

უარი მარტივ ნახშირწყლებზე

დიეტის პერიოდში მენიუდან ტკბილეულის მთლიანად გამორიცხვა რეკომენდებული არ არის. არსებობს კალორიული, მაგრამ სასარგებლო  ტკბილეული. ხილის ჩირი, თაფლი, ნეკერჩხლის სიროფი, შავი შოკოლადი, ხილი, ხილის ფრეში და ა.შ. აუცილებელია მათი დოზირებული მიღება და ასევე, უნდა ვიცოდეთ როდის და რასთან ერთად მივირთვათ მარტივი ნახშირწყლები.

წყლის მცირე რაოდენობით მიღება

სასმელი  წყლის მიღება აუცილებელია. რა თქმა უნდა, წყლის რაოდენობის განსაზღვრა ინდივიდუალურია, სეზონური და დამოკიდებულია ჩვენი ცხოვრების სტილზე.

მხოლოდ ცილოვანი საკვები

საქონლის ხორცი, ქათამი, თევზი, კვერცხი, რძის პროდუქტები… რა თქმა უნდა, ისინი ნახშირწყლების მინიმალურ რაოდენობას შეიცავს, მაგრამ ცხიმი მათში საკმარისზე მეტია, იმისთვის რომ ქოლესტერინის რაოდენობაზე იმოქმედოს ცუდად. ცილების სიჭარბემ შეიძლება გამოიწვიოს ალერგიული რეაქცია და კუჭ-ნაწლავის მოქმედებაც შეაფერხოს…

კალორიების მკაცრად შეზღუდვა

სიმსუქნისკენ მიდრეკილი ორგანიზმისთვის კალორიების მკაცრად შეზღუდვა ან შიმშილი სტრესია, როგორც კი დაიწყებს ასეთი ადამიანი ნორმალურად კვებას, წონა დაბრუნდება სწრაფად და სამწუხაროდ  ცხიმის ხარჯზე.

კვების გამოტოვება

ერთჯერადი ან ორჯერადი კვება, ვინც მიდრეკილია ჭარბი წონისკე. უმჯობესია მინიმუმ სამჯერ იკვებოთ (საუზმე, სადილი, ვახშამი) + ერთი ან ორი ხემსი. (სადილამდე და ვახშმამდე).

შარდმდენი და საფაღარათო საშუალებების გამოყენება დაკლების მიზნით.

ორგანიზმი „ღარიბდება“ კალიუმით და სხვა მიკროელემენტებით, ამას გარდა, კარგავს დიდი რაოდენობით სითხეს.

მარილიანი და ცხარე საკვები რაციონში.

თუ გინდათ დაიკლოთ, რაციონში უნდა შეზღუდოთ მარილიანი კერძები, თუმცა მარილის მთლიანად ამოღება არ არის აუცილებელი. ასევე უნდა მოერიდოთ მწნილს, საწებლებს, მაიონეზს და დიდი რაოდენობით სუნელებს.

ფიზიკურ დატვირთვაზე უარი

ყველასთვის ცნობილია, რომ ჯანსაღი კვება წონაში  დაკლების მიზნით გაცილებით ეფექტურია, თუკი მას ფიზიკურ აქტივობას შეუთავსებთ. გახსოვდეთ, რომ კუნთები ენერგიის  მთავარი მომხმარებელია სხეულში. კუნთოვანი მასის გაზრდით კი უფრო სწრაფად დაიბრუნებთ სასურველ ფორმებს, – ნუ იქნებით უმოძრაოდ. იარეთ ფეხით, დღეში, თუნდაც 30 წუთი. ხოლო სწორად შერჩეული ვარჯიშები კვირაში 3-4 ჯერ – ეს სწორედ ის არის, რაც აუცილებლად გჭირდებათ გახდომის მსურველებს.

უძილობა

თუ ძილი გაკლიათ და მიდრეკილი ხართ სიმსუქნისკენ, გაგიჭირდებათ წონაში კლება. ვინც გადაწყვიტა წონაში ეფექტურად დაიკლოს უნდა მოიწესრიგოს ძილის რეჟიმი.

[R]

#1 ბარათი სკოლის მოსწავლეებისთვის – თიბისის ახალი პროდუქტი და საიმიჯო ვიდეორგოლი

George Ramishvili

გიორგი რამიშვილიმა CNBC-ის ეთერში ბათუმის “სილქ თაუერის” პროექტი დააანოსა