8
Jan
2019

10 ნიშანი, რომ ზედმეტად ბევრს ფიქრობთ

8 Jan 2019

ზედმეტი ფიქრი გავრცელებული პრობლემაა, რომლითაც პაციენტები მოდიან ჩემთან. ადამიანები ხშირად მეუბნებიან: “ვერ ვდუნდები. ვერ ვთიშავ ტვინს”, ან “ვერ ვწყვეტ ფიქრს იმაზე, თუ როგორი იქნებოდა ჩემი ცხოვრება, სხვანაირად რომ მოვქცეულიყავი”… ზედმეტ ფიქრსა და მენტალური ჯანმრთელობის პრობლემებს შორის კავშირის ძიება იმ კითხვაზე პასუხის ძებნას ჰგავს, ქათამი უფრო ადრე გაჩნდა თუ კვერცხი. ზედმეტი ფიქრი ფსიქოლოგიურ პრობლემებს მიეკუთვნება, ისევე, როგორც დეპრესია და შფოთი. ფსიქიკური ჯანმრთელობა ზედმეტი ფიქრისგან ზიანდება, ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემისას კი ბევრ ფიქრს ვიწყებთ – ეს პროცესი სპირალისებურია.

pasha-statiebi
pasha-statiebi

თუმცა, ამ სპირალის ამოცნობა საკმაოდ რთულია, როდესაც მასში იმყოფები. შენი ტვინი ცდილობს დაგარწმუნოს, რომ ბევრი ფიქრი და მღელვარება კარგიც კია.

საბოლოო ჯამში, ამ ყოველივეს შედეგად, როგორ შეძლებ, მიიღო სწორი გადაწყვეტილებები ან ერთი და იმავე შეცდომის დაშვებისგან დაიზღვიო თავი, თუკი უფრო მეტ დროს ფიქრს ანდომებ?

სინამდვილეში, ხშირად, პირიქით ხდება. რამდენადაც მეტს ფიქრობ, უარესად გრძნობ თავს. უბედობის განცდა, შფოთი, ბრაზი განსჯის უნარს გართმევს და დადებითი ნაბიჯის გადადგმისგან გაშორებს.

ზედმეტი ფიქრის ორი ფორმა

ზედმეტი ფიქრი ორი ფორმით გვევლინება – წარსულის განხილვითა და მომავალზე მღელვარებით. ეს განსხვავდება პრობლემის მოგვარებისგან. პრობლემის აღმოფხვრა გულისხმობს გამოსავალზე ფიქრს. ზედმეტი ფიქრი კი პრობლემაზე ჩაციკლვას მოიცავს.

მნიშვნელოვანია, ზედმეტი ფიქრი კრიტიკული ფიქრისგან (თვითრეფლექსია) გავარჩიოთ. ჯანსაღი თვითრეფლექსია მიზნობრივი ქმედებაა და გულისხმობს საკუთარი თავის უკეთ შესწავლას, ახალი პერსპექტივების განხილვას. ზედმეტი ფიქრი გულისხმობს ყურადღების გამახვილებას იმაზე, რა ცუდად გრძნობთ თავს, ასევე, იმაზე დარდს, რაზეც არ გაქვთ კონტროლი. ეს ახლის შეცნობის საშუალებას არ მოგცემთ.

პრობლემის გადაწყვეტას, თვითრეფლექსიასა და ზედმეტ ფიქრს შორისის სხვაობაა, თუ რა დროს ატარებთ ღრმა ფიქრში. დრო, რომელსაც ორიგინალური გადაწყვეტის პოვნის ან საკუთარი ქცევის შესწავლას ანდომებთ, პროდუქტიულია. ზედმეტი ფიქრი კი, რა ხანგრძლივობისაც არ უნდა იყოს – არაფერს მოგცემთ.

როდესაც გააცნობიერებ, რომ ზედმეტი ფიქრისკენ ხარ მიდრეკილი, ცვლილებებისთვის მოქმედებასაც დაიწყებ. თუმცა, პირველ რიგში, უნდა გადახარშო, რომ ზედმეტ ფიქრს უფრო მეტი ზიანი მოაქვს, ვიდრე სარგებელი.

ზოგჯერ, ადამიანებს ჰგონიათ, რომ ჭარბი ფიქრი მათ ცუდი მოვლენებისგან დააზღვევს. ფიქრობენ, თუკი საგულდაგულოდ არ გადახარშავენ ყველაფერს, უფრო მეტ პრობლემას მოიზიდავენ. თუმცა, ამას პრობლემების მოგვარებასთან არაფერი აქვს საერთო.

ათი ნიშანი, რომ ზედმეტს ფიქრობთ:

თქვენს გონებაში ხელახლა იმეორებთ შემაძრწუნებელ მომენტებს.
ძილის პრობლემა გაქვთ. გგონიათ, რომ თქვენი ტვინი “არ ითიშება”.
ხშირად გაქვთ კითხვა “რა იქნება, თუკი…”
ბევრს ფიქრობთ იმაზე, რა იგულისხმეს სხვა ადამიანებმა თავიანთ ნათქვამში, რა ფარული აზრი დევს ან რა არის მოსალოდნელი.
გონებაში იმეორებთ იმ საუბრებს, რაც გქონიათ ადამიანებთან და ფიქრობთ, რა და როგორ ჯობდა გეთქვათ.
მუდმივად განიცდით საკუთარ შეცდომებს.
გონებაში იმეორებთ, როდესაც ვინმე თქვენს მოსაწონად არ საუბრობს (ან იქცევა).
ზოგჯერ, როცა არ იცით, რა ხდება თქვენ გარშემო, იწყებთ ღელვას, რა მომხდარა წარსულში ან რა იქნება მომავალში.
ბევრ დროს ატარებთ იმაზე მღელვარებაში, რაზეც არ გაქვთ კონტროლი.
ვერ თავისუფლდებით მღელვარებისგან.

არის გამოსავალი?

თუ აცნობიერებ, რომ ზედმეტი ფიქრისკენ ხარ მიდრეკილი, არ იდარდო. შეგიძლია აღიდგინო ენერგიაც და გონებრივი შესაძლებლობებიც. საამისოდ არაერთი სავარჯიშო და გაკვეთილია, რომლითაც ზედმეტ ფიქრს შეგიძლია დააღწიო თავი.

წყარო: inc.com



განხილვა