2016 წლის ზაფხულის ოლიმპიადაზე, რომელიც ოფიციალურად 5 აგვისტოს იხსნება რიოში, 10 უჩვეულო სპორტსმენი მიიღეებს მონაწილეობას. ის სპორტსმენები, რომლებიც მშობლიურ მხარეს იძულებით არიან მოწყვეტილნი, სპორტსმენები, რომლებიც გაურბოდნენ ტყვიას, შიმშილს, კრიზისს, სისასტიკეს, უსამართლობას, სიკვდილს… ახლა კი გაურბიან ძველ ცხოვრებას და ისწრაფვიან ახალი უკეთესი მომავლისკენ, არა მხოლოდ საკუთარი თავებისთვის, არამედ მათი ხალხისთვისაც.
ისინი მილიონობით დაზარალებული ადამიანის სათქმელს იტყვიან ოლიმპიურ მოედანზე საკუთარი გამოსვლით. თუ აქამდე გასროლის ხმა მათთვის სიკვდილისა და უბედურების მომასწავებელი იყო, რიოში ეს ხმა ასპარეზობის დაწყებასა და საკუთარი შესაძლებლობების დამტკიცების ნიშანია.
ვიდეორგოლი ამერიკის ლტოლვილთა დაცვის ორგანიზაცია UNHCR-ის ინიციატივით შეიქმნა.











