27
Feb
2019

10 რამ, რისი თქმაც საკუთარი თავის შესახებ უნდა შეძლოთ

27 Feb 2019

მიუხედავად იმისა, თუ ცხოვრების რომელ ეტაპზე იმყოფებით, აუცილებლად უნდა დაუთმოთ დრო საკუთარი თავის შეფასებასა და ანალიზს. უნდა იცოდეთ, ვინ ხართ და გესმოდეთ, თუ რა გსურთ. ხშირად უნდა დაუსვათ საკუთარ თავს რთული კითხვები და დაინახოთ იგი ისეთი, როგორიც რეალურად არის, ამის შემდეგ კი მიიღოთ გადაწყვეტილებები, თუკი საჭიროდ ჩათვლით. ეს ყველაფერი წარმატების გარანტიას არ იძლევა, თუმცა, საკუთარ თავთან ჰარმონიული ურთიერთობის გარანტი ნამდვილად არის. წარმოგიდგენთ იმ სიტყვებს, რომელთა თქმაც საკუთარი თავის შესახებ არ უნდა გეუხერხულებოდეთ:

statiebi-bog
statiebi-bog

ჩემს გულს მივყევი – მე ვენდე ჩემს შინაგან ხმას სწორედ მაშინ, როდესაც შემეძლო უფრო მარტივ გზას გავყოლოდი. მე სწორი არჩევანი გავაკეთე და საკუთარი თავის წინაშე მართალი ვიყავი.

ყველაფერში პოზიტივს ვეძებდი – ყველა სიტუაციას დადებითად შევხედე, სწორედ ისე, როგორც გაკვეთილს ან წყალობას. შევინარჩუნე იმედი და ოპტიმიზმი.

პასუხისმგებლიანი ვარ – ვაკეთებ იმას, რაც საჭიროა. არასდროს ვუშვებ გამონაკლისებს და არც სხვას ვადანაშაულებ ამაში. უბრალოდ მე საკუთარ თავს ვეკუთვნი და “ჩემს შოუში” აუცილებლად ასე უნდა ვიმუშაო.

მადლიერი ვარ – მადლიერი ვარ იმ ცხოვრების, რომელიც მომეცა. მადლიერი ვარ ყველა “გაღებული” და “დახურული” კარის. მადლიერი ვარ იმედის, რომელიც მეუბნება, რომ წინ კიდევ ბევრი რამ მელის.

მე ვაპატიე – მე ვაპატიე ყველას ვინც უსამართლოდ მომექცა. ვპატიობ ყოველთვის, რადგან მე არასდროს შემიძლია სხვისი სიტუაციის ბოლომდე გაგება, ხოლო წყენის შენარჩუნება კი ცუდ განწყობას მიხანგრძლივებს და მამძიმებს.

არაფერს ვნანობ – არც ცუდს და არც კარგს. არასდროს ვინანებ არც ერთ შესაძლებლობას, იმ შემთხვევაშიც, თუ ცუდი შედეგი ექნება. ცხოვრებაში ყველაფერი უნდა გამოცადოს ადამიანმა.

საკუთარი თავის მიმართ სამართლიანი ვარ – შემიძლია დავდგე სარკესთან და საკუთარ თავს სიმართლე ვუთხრა – ვინ ვარ და რა მინდა, რა მიყვარს, რა მინდა, რომ მასში შევცვალო, სად მინდა წასვლა და ა.შ სწორედ ასე იქცევა ოცნებები რეალობად..

ვამაყობ ჩემი თავით – ვამაყობ ჩემი მიღწევებით. ყველაზე მეტად კი ჩემი ადამიანობით. მინდა, რომ ხალხმა კეთილ, მშრომელ და სამართლიან ადამიანად მომიგონოს მომავალში.

არ ვნებდები – არ ვამბობ: “არ შემიძლია”. არასდროს ვნებდები, ყველაფერს მაქსიმალური ვნებით ვეკიდები.

არ “დავსრულებულვარ” – სანამ სუნთქვა შემიძლია, შემიძლია საკუთარი თავის განვითარებაც. შემიძლია, განვაგრძო სიცილი, სიყვარული და კარგი საქმეების კეთება. ცხოვრებაში უამრავი კარია ისეთი, რომლის იქითაც უცნობი გამოცდილებები იმალება – სიცოცხლეც მათი გაღებისთვის გვაქვს მონიჭებული.

როგორც ამბობენ, პირველ რიგში საკუთარი თავი უნდა გვიყვარდეს. მიეცით თქვენს თავს შესვენების უფლება, შეცვალეთ ის, რაც შეგიძლიათ, რომ შეცვალოთ და იყავით საკუთარი თავის საუკეთესო ვერსიები.

წყარო: Inc



განხილვა