in

10 Things I Hate About Bodycare — ვიდეორგოლად ქცეული საკულტო სცენა

თავის მოვლის ბრენდმა Billie თავისი უახლესი სარეკლამო კამპანიისთვის 90-იანი წლების კინოკლასიკა გააცოცხლა. ის „10 Things I Hate About Bodycare“ დაფუძნებულია 1999 წლის რომანტიკულ კომედიურ ფილმზე 10 Things I Hate About You, რომელშიც მთავარ როლებს ასრულებდნენ ჰიტ ლეჯერი, ჯოზეფ გორდონ-ლევიტი და ჯულია სტაილსი.

BOG

ვიდეორგოლში კი ბრიტანელი მსახიობი და ჟურნალისტი ჯამილა ჯამილი კლასის წინაშე დგება და ხმამაღლა კითხულობს, როგორ აიძულებენ ბრენდები ქალებს, არაადეკვატური დამოკიდებულება ჩამოიყალიბონ საკუთარი გარეგნობის მიმართ. „მეზიზღება, როგორ მაიძულებდით, ჩემი თვი ყველა სხვა ქალისთვის შემედარებინა. მეზიზღება, როგორ აქციეთ ჩვენი განსხვავებები აშკარა ხარვეზებად“.

ბრენდის მიზანია, მომხმარებლებს თავის მოვლის ახალი ერა შესთავაზოს — მავნე სტანდარტებისგან დაცლილი.

საინტერესო პოდკასტი | სათავგადასავლო მოგზაურობა

„არაფერი განსაკუთრებული“, უბრალოდ ერთი ახალი ბრენდის ამბავი – როგორია ცხოვრება „ფიგურებში“?