in

2024/25 წლის 10 ტრენდი შეფუთვის დიზაინში — Pentawards

როცა საქმე პროდუქტის შეფუთვას ეხება, ეს დიზაინერებისთვის მხოლოდ საზღვრებს მიღმა ფიქრს არ ნიშნავს… უახლესი Pentawards-ის ტრენდებიც ამაზე მოწმობს, რომელმაც ინსაითები 60-ზე მეტი ქვეყნიდან მიიღო. ეს თითქმის 2000 მოთხოვნას აერთიანებს — ამჟღავნებს, როგორ ადაპტირდება შეფუთვის დიზაინი კულტურულ ცვლილებებთან, მდგრად მოთხოვნებთან და მომხმარებელთა იდეებთან. 

BOG
BOG

ქვემოთ ასეთ 10 დაკვირვებას გაგაცნობთ 2024/25 წლისთვის და ცოტათი დაგასპოილერებთ: ნოსტალგია, გეომეტრია და ფსიქოდელია ხმაურიანად ბრუნდება…

1. Leave No Trace

მდგრადობა კვლავ ბევრი იდეის საფუძვლად გვევლინება, დიზაინებით, რომლებიც პრაქტიკულად ქრება ან რომელთა ნარჩენი მასალები ისევ გამოიყენება წარმოებაში. კონცეფციები მოიცავს ბიოდეგრადირებად შეფუთვებს ან ისეთი ნარჩენების მქონეს, რომელთაც შემდგომში სხვა მიზნით გამოიყენებენ. ასე კი ჩვენს ყურადღებას წრიულ ეკონომიკაზე ამახვილებენ. 

2. Solo Symbolics

ამ ტრენდს შეფუთვა ერთ საოცარ ვიზუალამდე დაჰყავს, რომელიც ბრენდსაც განსაზღვრავს. თამამი სიმბოლოები და მინიმალისტური სტრუქტურები ისე შეიძლება გაერთიანდეს, რომ თაროებზეც დიდი შთაბეჭდილება მოახდინოს და ბრენდის ცნობადობაც გაზარდოს. მოკლედ, აქ სიცხადე ქაოსის წინააღმდეგაა, სიმარტივე კი ისეთივე ელეგანტურია, როგორც ეფექტური.

3. The Cube Effect

კუბის ფორმის შეფუთვა კვლავ აქტუალური ხდება, როგორც ესთეტიკური შარმის, ისე პრაქტიკული სარგებლის გამო. სივრცის დამზოგავი ბუნებით მდგრადობასაც მშვენივრად გვთავაზობს, ამცირებს მიწოდების ხარჯებსა და ნახშირბადის კვალს. ჩათვალეთ, რომ ფუნქციონალობა და დიზაინი ერთ შეფუთვაშია გაერთიანებული. 

4. Designing with Impact

ეს ტრენდი შეფუთვას ამბის მოსაყოლად ან რაღაც მნიშვნელოვანი გზავნილის გასაზიარებლად იყენებს, იქნება ეს შემოქმედებითი ფორმების, მასალებისა თუ სხვა ჭკვიანური ვიზუალების მეშვეობით. მიღებული შედეგი მომხმარებლებთან ემოციური კავშირის დამყარებას ემსახურება და, ამასთან, არსებულ ნორმებსაც აყენებს გამოწვევის წინაშე. 

5. Back to the Archives

როგორც უკვე გითხარით, ნოსტალგიაც ბრუნდება, რაც იმას ნიშნავს, რომ ბრენდების ტალღა წამოვა, რომლებიც თავიანთ არქივებს ესტუმრებიან ვინტაჟური ლოგოებისთვის, ფერებისა თუ შეფუთვის ელემენტებისთვის. ეს მიდრეკილება კი ნაცნობობისა და ნდობის შეგრძნებით აიხსნება, რითაც სწორედ იმ აუდიტორიას მოიზიდავენ, რომლებიც დღევანდელ სწრაფ სამყაროში წარსულისკენ იხედება.

6. Art Deco Revival

მდიდრული, Art Deco-თ შთაგონებული დიზაინები 1920-იანი წლების გლამურს იძენს და თანამედროვე შეფუთვად გვევლინება. თამამი გეომეტრიული ნიმუშებითა და მდიდრული ფერებით ეს ტრენდი განსაკუთრებული პოპულარობით სასმელების ინდუსტრიაში ისარგებლებს.

7. The Influence of Wes Anderson

აქ რეტროთი შთაგონებული დიზაინები მოიაზრება, ოღონდ კინემატოგრაფიული შტრიხებით, რაღა თქმა უნდა, უეს ანდერსონის გავლენით… ტრენდი უცნაურ ვიზუალებს, პასტელურ ფერთა პალიტრას და ნოსტალგიურ განწყობებს გვთავაზობს, შეფუთვას მხიარულ, მაგრამ, ამასთან, განსაზღვრულ ხასიათს სძენს, რომლითაც თაროზეც გამოირჩევა.

8. Simple Shapes Meet Stand-Out Shades

ნათელი ფერები და სუფთა ხაზები ზუსტად ის არის, რასაც ეს ტრენდი გთავაზობთ. მანამდე არსებული თამამი ვიზუალებიდან განვითარდა და კვების სექტორში მოიკიდა ფეხი, შექმნა შეფუთვა, რომელიც სახალისოცაა და ფუნქციურიც.

9. Inspired by Psychedelia

ხოლმე შეფუთვაც თავბრუდამხვევი ხდება. კალეიდოსკოპური შაბლონებითა და ინტენსიური ფერებით, უნიკალური ინგრედიენტების ასახვითა თუ ფუტურისტული ესთეტიკის შექმნით ამ 60-იანი წლების თემატიკას მომხმარებლები ახალ განზომილებებში გადაჰყავს.

10. Cultural Connections

ყოველთვის საოცარია დიზაინები, რომლებიც კულტურულ მემკვიდრეობას ერწყმის, არ აქვს მნიშვნელობა, ასე ისტორიულ საკითხებს მიაგებენ პატივს თუ ნიუანსებს არგებენ კონკრეტულ ბაზრებს. ეს ნაფიქრი შეხების წერტილები გლობალურ ბრენდებსა და ადგილობრივ საზოგადოებებს შორის ხიდს აგებს და მყარ კავშირებს წარმოშობს.

სულ ეს იყო, ახლა უკვე იცით, რას უნდა ელოდოთ 2025 წელს შეფუთვის დიზაინში და თუ გსურთ, კიდევ გაიმარტივოთ ეს პროცესი, 5 რჩევა უნდა წაიკითხოთ.

მიმები, როგორც მარკეტინგული სტრატეგიის ახალი მიმართულება

რას ეძებდნენ Google-ში 2024 წელს?