ფერებზე ბევრჯერ კი გვისაუბრია, მაგრამ ამჯერად ტოპ დიზაინერებისა და ფერთა ექსპერტების პროგნოზებს მოუყარეს თავი და 2025 წლისთვის ფერების 10 ტრენდი გაგვიზიარეს. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, გვითხრეს, რომელი ტონები იქნება დომინანტური გრაფიკულ დიზაინში. ამიტომ გადავწყვიტეთ თქვენთვისაც გაგვეზიარებინა… ახლა კი მოდით, თითოეული განვიხილოთ:
1. Neo-Mint — პიტნისფერი

ტრადიციული პიტნისფრის თანამედროვე ალტერნატივაა, სიმშვიდე და ოპტიმიზმი შემოაქვს ნამუშევარში, ერთდროულად ფუტურისტული და ბუნებრივია, რითაც მრავალი პროექტისთვის ხდება შესაფერისი. Neo-Mint-ის დამატება დიზაინში კეთილდღეობის შეგრძნებას ბადებს, შესაბამისად, იდეალურია ჯანმრთელობასა და სილამაზესთან დაკავშირებული ბრენდებისთვის. საოცრად კარგად მუშაობს ტექნოლოგიური დიზაინებისთვისაც — მისი დამამშვიდებელი ეფექტი ტექნოლოგიების ძლიერი ბუნების ბალანსს გვთავაზობს.
სად გამოვიყენოთ პიტნისფერი? იდეალურია ბრენდინგში, ვებდიზაინში, პროდუქტის შეფუთვასა და ილუსტრაციებში გამოსაყენებლად.
2. Saturated Blues — ლურჯი

წელს ლურჯის თამამი ტონია ტრენდული, რომელიც ყურადღებასაც მარტივად იპყრობს. თავდაჯერებასა და სტაბილურობაზე აკეთებს აქცენტს, სანდოობის, პროფესიონალიზმისა და შემოქმედებითობის გრძნობებს აღვიძებს. ამგვარად, საუკეთესო არჩევანია ბრენდებისთვის, რომელთაც გამორჩეული ადგილის დამკვიდრება სურთ.
რისთვის გამოვიყენოთ ლურჯი? იდეალურია კორპორატიულ ბრენდინგში, მარკეტინგულ მასალებსა თუ აპლიკაციის დიზაინში გამოსაყენებლად, იქ, სადაც ავტორიტეტის შეგრძნება საჭიროა.
3. Earthy Terracotta — აგურისფერი

ბუნებრივ შეგრძნებას ბადებს და ავთენტურობის სურვილს აღძრავს, კომფორტულ და თბილ ატმოსფეროს ქმნის. ამგვარად, კარგი ვარიანტია ბრენდებისთვის, რომელთაც თავიანთ ორგანულ თუ ხელნაკეთ მახასიათებლებზე სურთ ყურადღების გამახვილება.
სად გამოვიყენოთ აგურისფერი? სახლის დეკორში, შეფუთვასა თუ ნებისმიერ დიზაინში, რომლითაც ორგანული განწყობა გსურთ, შექმნათ.
4. Electric Purple — იასამნისფერი

გართობასა და შემოქმედებითობას ეხება, ცოცხალი და ენერგიული არჩევანია, რაღაც მოულოდნელ ელემენტს ამატებს დიზაინს და მას მეტად საინტერესოს ხდის. ამგვარად, კარგია წარმოსახვებისა თუ ინოვაციების მოყვარული ბრენდებისთვის.
სად გამოვიყენოთ იასამნისფერი? ტექნოლოგიურ სტარტაპებში, ღონისძიებების პოსტერებში, სოციალური მედიის გრაფიკებსა თუ ნებისმიერ დიზაინში, რომელიც თამამ და მხიარულ შტრიხებს მოითხოვს.
5. Soft Peach — ღია ატმისფერი

თბილი ტონია, მართალია, დიდად განსხვავდება ზემოთ განხილული ფერებისგან, მაგრამ ეს მის ნაკლებ გავლენად არ უნდა ვთარგმნოთ. იდეალურია ბრენდებისთვის, რომელთაც კომფორტისა და ღიაობის ჩვენება სურთ.
სად გამოვიყენოთ ღია ატმისფერი? სილამაზის ბრენდებში, ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ პროდუქტებში, პერსონალური მოვლის შეფუთვისთვის და დიზაინებისთვის, რომელთა ფოკუსი კომფორტია.
6. Muted Yellow — ყვითელი

2025 წლის ფერების ტრენდებში ყვითელიც გვხვდება, ოღონდ კლასიკურზე უფრო ჩამქრალი ტონებით. მიუხედავად ამისა, მაინც ბადებს ოპტიმიზმის შეგრძნებას, ამასთან, მშვიდ და მხიარულ განწყობას მატებს თქვენს დიზაინს, გეხმარებათ, ბედნიერებისა და ოპტიმიზმის შეგრძნება დააბალანსოთ.
სად გამოვიყენოთ ყვითელი? საგანმანათლებლო მასალებში, შემოქმედებითი სააგენტოების ბრენდინგსა და დიზაინებში, რომლითაც თბილი შეგრძნების გაღვიძება გსურთ.
7. Deep Teal — ზურმუხტისფერი

ლურჯისა და მწვანეს შერყმით მისტიკური ფერი მივიღეთ, თამამი, მაგრამ, ამასთან, ელეგანტური, რაც სიმშვიდის შეგრძნებასაც ბადებს. კარგი არჩევანია ბრენდებისთვის, რომელთაც დახვეწილი ესთეტიკა სურთ.
სად გამოვიყენოთ ზურმუხტისფერი? მაღალი დონის პროდუქტის შეფუთვებში, პრემიუმ ბრენდინგსა და ვებგვერდებში.
8. Metallic Accents

იფიქრეთ ოქროსფერზე, ვერცხლისფერსა და მოვარდისფრო ოქროსფერზე, რაც ნებისმიერ დიზაინს მატებს ფუტურიზმისა და სიმდიდრის ელფერს. პროდუქტებს უფრო მაღალი ხარისხის პრემიუმ შეგრძნებას აძლევს.
სად გამოვიყენოთ? მაღალი დონის პროდუქტის შეფუთვებში, პრემიუმ ბრენდინგსა და ვებგვერდებში, რომლითაც გლამურული ვიზუალი გსურთ წარმოაჩინოთ.
9. გრადიენტები და ფერთა გადასვლები

როგორც ჩანს, 2025 წელს აქტუალობას კვლავ არ კარგავს… ნებისმიერ დიზაინს სიღრმეს მატებს, მოძრაობს შეგრძნებასაც ბადებს დიზაინში, შესაბამისად, მომხმარებელს დინამიკურ ვიზუალურ გამოცდილებას ჰპირდება. ხოლო დიზაინერებს საშუალებას აძლევს, ექსპერიმენტები ჩაატარონ ფერთა განსხვავებულ კომბინაციებზე.
სად გამოვიყენოთ გრადიენტები და ფერთა გადასვლები? ვებგვერდებში, აპლიკაციის ფონებში, ილუსტრაციებსა და ბრენდინგში, რომელსაც თანამედროვე, ცოცხალი შეგრძნება სჭირდება.
10. მონოქრომული სქემები

დაბოლოს, როგორც აღმოჩნდა, არც ერთი ფერის რამდენიმე ვარიანტის გამოყენება გადადის მოდიდან. შესაბამისად, კლასიკურ ვარიანტად გვევლინება. იდეალური არჩევანია დიზაინერებისთვის, რომლებიც მინიმალიზმს ანიჭებენ უპირატესობას. სუფთა, ელეგანტურ და ძლიერ დიზაინს გვთავაზობს, ყურადღებას კონტენტზე ამახვილებს.
სად გამოვიყენოთ მონოქრომული ფერები? მინიმალისტურ დიზაინებში, კორპორატიულ ბრენდინგში და ნებისმიერ ვიზუალში, რომლისთვისაც სუფთა დახვეწილი ესთეტიკა გჭირდებათ.
სულ ეს იყო, თუმცა ვფიქრობთ, თვალი 2025 წლის ტრენდებსაც უნდა გადაავლოთ დიზაინში…












