6
Feb
2019

“100 მილიარდი სიტყვა” – სუპერ თასი 2019-ისთვის შექმნილი Google-ის კამპანია

6 Feb 2019



Google-მა “სუპერ თასი 2019-ისთვის” ახალ კამპანიაზე იმუშავა და საკმაოდ ამაღელვებელი ვიდეორგოლი შემოგვთავაზა. როგორც კომპანია იუწყება, ყოველდღიურად Google Translate-ის მეშვეობით 100 მილიარდამდე სიტყვა ითარგმნება. კამპანიაც სწორედ ამას ეხება. მასში ასახულია სხვადასხვა ეროვნების წარმომადგენელთა ინტერაქცია და ის, თუ როგორ ეხმარება მათ Google. კამპანიაში ნათქვამია ისიც, რომ ყველაზე ხშირად მისი მეშვეობით ითარგმნება “როგორ ხარ?”, “მადლობა” და “მიყვარხარ”, რაც მართლაც ძალიან სასიამოვნო მოვლენაა და რომ სიტყვები ისაა, “რამაც ხანდახან შეიძლება გული გვატკინოს, თუმცა, ხშირად გაგვაბედნიეროს კიდეც”.

განხილვა