in

პარაოლიმპიური თამაშების რეალური ემოციები — Paris 2024-ის კამპანია

Paris 2024-ის მოახლოებასთან ერთად, სულ უფრო მეტ თემატურ კამპანიას ვხედავთ, რომელთაგან ერთ-ერთი ორიოდ დღის წინ გამოქვეყნდა. 100 Days to Go – Welcome to the Paralympics! — ასე ჰქვია ვიდეორგოლს, რომლის მიზანიც პარაოლიმპიური თამაშების გარშემო არსებული კლიშეების გაფანტვა და ღონისძიების „ათლეტურობის“ ხაზგასმაა.

BOG

adam&eveDDB-ის მიერ შემუშავებული რეკლამა ხალისიანი, ანიმაციური სამყაროთი იწყება და ფონად გასდევს პოლ მაკარტნის ტრეკი — We All Stand Together. აქ ნაჩვენებია სპორტსმენები, რომლებიც ფუმფულა ღრუბლებისა და ყვავილების სამყაროში ერთმანეთს ეხმარებიან… თუმცა სიუჟეტის მეორე ნაწილში ეს ყველაფერი იშლება, რადგან სხვა რეალობაში გადავდივართ — იქ, სადაც მარცხი, დაპირისპირება და მძაფრი განცდებია…

„მიუხედავად იმისა, რომ წლების განმავლობაში ვითარდება პარაოლიმპიური თამაშები, ჯერ კიდევ ბევრს არასწორი წარმოდგენა აქვს მასთან მიმართებით. ფიქრობენ, თითქოს, მონაწილე სპორტსმენები უდარდელები არიან და უბრალოდ ბედნიერები არიან იქ ყოფნით. ჩვენი კამპანიით კი ამ მცდარ აღქმას ვარღვევთ“, — ამბობს კრეიგ სპენსი საერთაშორისო პარაოლიმპიური კომიტეტის ხელმძღვანელი.

GitHub – როგორ შეიქმნა მსოფლიო „კოდების საცავი” პლატფორმა

კრიტიკული დაავადებების დაზღვევა #შენთვის – თიბისი დაზღვევა