in

მინიატურული ქარის ტურბინა, რომელსაც ენერგიის გამოსამუშავებლად სიარულისას წარმოქმნილი ნიავიც ჰყოფნის

veon
veon

ჩინეთში, პეკინის ნანოენერგიისა და ნანოსისტემების ინსტიტუტის გუნდმა შექმნა მოწყობილობა, რომელსაც ენერგიის წარმოქმნა ნაზი ნიავის პირობებშიც შეუძლია. ეს არის მინიატურული ქარის ტურბინა, სახელად B-TENG, რომელსაც ტრიბოელექტრონული ნანოგენერატორი აქვს და მას 100 LED ნათურისა და ტემპერატურის სენსორების ელექტრომომარაგება შეუძლია. მოწყობილობას ორი პლასტმასის ფირფიტა აქვს, რომლის დაბოლოებებზეც 1.18 ინჩი 3.14 ინჩთან ზომის ვერცხლის ელექტროდებია მოთავსებული. შესაბამისი ნაშრომი Cell Reports Physical Science-ში გამოქვეყნდა.

ავტორთა თქმით, შესაძლებელია B-TENG-ის ადამიანის კიდურზე დამაგრება, სიარულის გზით, მოწყობილობისკენ მიმართული ჰაერის ნაკადი კი საკმარისია ენერგიის საწარმოებლად. პეკინის ნანოენერგიის და ნანოსისტემების ინსტიტუტის მკვლევართა გუნდის წევრის – ია იანგის თქმით, მოწყობილობის შექმნის გზით, ისინი ცდილობენ გადაჭრან ისეთი სიტუაციები, რომელთა გადაჭრაც ტრადიციული ქარის ტურბინებით ვერ ხერხდება.

NASA Space Apps Challenge 2020-ზე რეგისტრაცია დაიწყო

Rethink, ანუ „დაინახე ახლებურად“ – BDO-ს გლობალური მოდელი ბიზნესისთვის