in

100 Reasons To Rise — კამპანია დილის რუტინის მნიშვნელობაზე

ყოველდღიური ცხოვრების აურზაურში დილის სიმშვიდეს განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს. ეს არის ახალი დასაწყისის, იმედისა და მომავლის ეტაპი. Quaker, საკულტო ბრენდი, რომელიც ჯანსაღი საუზმის სინონიმია, სწორედ დილის რუტინის მარტივ მშვენიერებას უსვამს ხაზს თავის ახალ კამპანიაში. პროექტი შავ-თეთრი ფოტოების კოლექციას წარმოადგენს — თითოეული მათგანი კი მისან ჰარიმანის მიერაა გადაღებული. ეს უკანასკნელი კი სოციალური მოძრაობების დოკუმენტირებითაა ცნობილი, მათ შორისაა Black Lives Matter პროტესტი.

BOG

ჰარიმანის ობიექტივმა ოსტატურად ასახა 100 გმირის ყოველდღიური დილა — დაწყებული ერთი წლით, დასრულებული 100 წლის ასაკით. იქნება ეს ერთი წლის ბიჭი თუ 61 წლის მამაკაცი, რომელიც მოუთმენლად ელის შვილიშვილთან პირველად შეხვედრას, სურათები გვიჩვენებს უნივერსალურ სიმართლეს იმის შესახებ, თუ როგორ მოქმედებს დილის დაწყება მთელ დღეზე. ასევე, ფოტოებს თან ახლავს აუდიო ინტერვიუ, რამაც სუბიექტებს საშუალება მისცა, საკუთარი აზრები და გრძნობები გამოეხატათ.

საგულისხმოა, რომ „100 Reasons To Rise“ კამპანიის ფარგლებში ბრენდმა კვლევაც ჩაატარა: როგორც აღმოჩნდა, მთელ მსოფლიოში ადამიანთა 40%-ს დილა ყველაზე იმედისმომცემ მონაკვეთად მიაჩნია.

„ეს პროექტი ინდივიდუალურ ისტორიებს აერთიანებს იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ ვიწყებთ დღეს; ასევე, აჩვენებს, რომ მიუხედავად გამოწვევებისა, ყოველ ჯერზე ახალი იმედითა და სიმტკიცით ვივსებით. ეს ყველაფერი კი ავთენტურ განწყობას სძენს ბრენდს, რაც ასე მნიშვნელოვანია მომხმარებლებისთვის“, — აღნიშნავს ჰარიმანი.

15 მაისს თბილისში საქველმოქმედო ღონისძიება გაიმართება — ბრძოლა ლეიკემიის წინააღმდეგ

12 თვე, 12 ავტორი – #გამომყევიევროპაში მწერალთან ერთად