პროექტი “100 სკამი ცის ქვეშ” ვაკის პარკის ღია კინოთეატრში “Club 33a” ამ კვირაში სამ საინტერესო სპექტაკლს გვთავაზობს. აი, ისინიც:
მთვრალი ალუბალი _ მარჯანიშვილის თეატრი _ Club33a
პროექტი “100 სკამი ცის ქვეშ“ ვაკის პარკში, ღია კინოთეატრ „კლუბ 33ა“-ში წარმოგიდგენთ მარჯანიშვილის თეატრის სპექტაკლს _ “მთვრალი ალუბალი”
21 ივლისი 22:00
ტექსტის ავტორი და რეჟისორი: ლევან წულაძე, ალექსანდრე ელოშვილი
მხატვარი – ნინო სურგულაძე
სცენოგრაფი – ლევან წულაძე
ქორეოგრაფი – გია მარღანია
მუსიკალური გამფორმებელი – ზურაბ გაგლოშვილი
რეჟისორის თანაშემწე – ნინო კალანდაძე
მონაწილეობენ: ეკა ჩხეიძე, ზაზა იაქაშვილი / დავით ხახიძე, მანანა კოზაკოვა, ბარბარე დვალიშვილი, ზაზა გოგუაძე, დათო ხურცილავა, ქეთი ცხაკაია, ონისე ონიანი, ნოდარ დოღონაძე, ზურა ბერიკაშვილი, პაატა ინაური, რატი გოგუაძე, ნინო გაჩეჩილაძე, ნინო წულაძე, ზაზა სალია
მათი ყოველდღიური შეხვედრის ადგილი კაფე – ბარი „მთვრალი ალუბალია“
აქ ადამიანებს ტკბილეულით უმასპინძლდებიან. ერთმანეთს ხან ეფერებიან, ხან ეჩხუბებიან, რაღაცის ეშინიათ და დაუსრულებელ მოლოდინში იმყოფებიან.
ეს სპექტაკლი კი არა – ცხოვრებაა. ოღონდ ლამაზად მოთხრობილი ცხოვრება, ადამიანების პრობლემებით და ტრაგედიებით, უფრო ხშირად სულელური და უცნაური, ზოგჯერ შემზარავი, მაგრამ გულწრფელი და ნამდვილი. ისინი ხშირად იბრძვიან მხოლოდ იმიტომ, რომ ბრძოლას მიეჩვივნენ.
ასეთი შეხვედრა ცხოვრებაში ერთხელაა, ერთხელ , განსაკუთრებულად და სამუდამოდ. და აი… „მთვრალ ალუბალში“ შეხვდნენ.. ორი მარტოსული… ასეთი განსხვავებული და ასეთი ერთნაირი..
ბილეთების შესაძენად ეწვიეთ ბმულს.
რიჩარდ მესამე _ ილიაუნის თეატრი _ Club 33a
პროექტი “100 სკამი ცის ქვეშ“ ვაკის პარკში, ღია კინოთეატრ „კლუბ 33ა“-ში წარმოგიდგენთ, ილიაუნის თეატრის სპექტაკლს _ “რიჩარდ მესამე”
22 ივლისი 22:00
მიმოდრამა 1 მოქმედებად
რეჟისორი და მუსიკალური გამფორმებელი: კახაბერ შარტავა
დამდგმელი ქორეოგრაფი: თიკო ქოიავა
ტექნიკური რეჟისორი: ელენე გაბისონია
უილიამ შექსპირის ქრონიკების ცნობილ და ტრაგიკულ გმირს, „უგვანოს“, უშნოს, კუზიანსა და კოჭლ არსებას, ინგლისის ისტორიის ერთ-ერთ ყველაზე არაერთგვაროვან მმართველს, ილიაუნის თეატრი პირველად უთმობს საკუთარ სცენას. ახალგაზრდა მსახიობები პლასტიკის ენით ჰყვებიან რიჩარდ გლოსტერის მეფობის იმ სისხლიან ამბავს, რომელიც საუკუნეების შემდეგაც კვლავინდებურად შემზარავია.
მონაწილეობენ: თამთა გაბუნია, ბექაკულიჯანაშვილი,
ნანუკა კუპატაძე, თინათინ მოსულიშვილი, ანა ნიკოლაშვილი, ნუცა სულაბერიძე, რეზი ქაროსანიძე, ნინი ქარჩავა, გაგი შენგელია.
სპექტაკლი სხანგრძლივობა – 55 წუთი
ბილეთების შესაძენად ეწვიეთ ბმულს.
საქართველო _ თოჯინების თეატრი _ Club33a
პროექტი “100 სკამი ცის ქვეშ“ ვაკის პარკში, ღია კინოთეატრ „კლუბ 33ა“-ში წარმოგიდგენთ, თოჯინების თეატრის სპექტაკლს _ “საქართველო”
რეჟისორი: ნიკოლოზ საბაშვილი
მსახიობები: თეა კიწმარიშვილი, მალხაზ გაბუნია, რომან ქერქაძე, მაია მალხაზიშვილი,, გიორგი ღონღაძე, თამთა ბაქრაძე, 7. ნათია შეშაბერიძე, ნათია ხმიადაშვილი.
ბილეთების შესაძენად ეწვიეთ ბმულს.