in

100 წლის დაძველების შამპანურის კოლექცია აუქციონზე $10 მილიონად გაიყიდება!

კოლექციას უდიდესი ღვინის აუქციონის სახლი Acker წარადგენს

veon
veon

ის, ვის გემოვნებაშიც 100 წლის დაძველების ცქრიალა ღვინო ჯდება და შესაბამისი თანხაც მოეპოვება, შესაძლოა, იღბლიანი აღმოჩნდეს. ოთხშაბათს და ხუთშაბათს მსოფლიოში უდიდესმა ღვინის აუქციონის სახლმა Acker  877 ბოთლი შამპანური და ბურგუნდიული ღვინო წარადგინა, რომლებიც 1911 და 1943 წლებით თარიღდება.

სავარაუდოდ, აღნიშნული კოლექცია 10 მილიონ დოლარად გაიყიდება. თუმცა ფასის ზრდაც მოსალოდნელია. როგორც აუქციონისტები აღნიშნავენ, ასეთი მასშტაბის შეთავაზება, რომელიც სალონის, კრუგის, ბოლინგერის, ლუი როდერერის, პოლ როჯერისა და პომერის შამპანურებს მოიცავს, იშვიათი პრივილეგიაა…

საგულისხმოა, რომ 100 წლიანი ცქრიალა ღვინის კოლექციის შემოწმების მიზნით მნიშვნელოვანი ძალისხმევაა გაწეული – ყოველი ბოთლი, რომელიც არაოპტიმალური ფერის იყო ან არასწორ პირობებში ინახებოდა, ამოღებულია.

შეიქმნა კვანტური მიკროსკოპი, რომელიც აქამდე უხილავ მიკროსკოპულ სტრუქტურებს ხედავს

დაგველოდე, სადაც არ უნდა იყო – Mymarket-ის ახალი დაპირება