in

„100 ქალი მეწარმის ბაზარი“ – „კრისტალი“ და USAID ქალი მეწარმეების მხარდასაჭერად

100 ქალი მეწარმის ბაზარი“– ამ სახელწოდებით, დედაენის ბაღში, ქალი მეწარმეების ნამუშევრების გამოფენა-გაყიდვა გაიმართა. ადგილზე, დამთვალიერებლებს, მათი  პროდუქციის გაცნობისა და შეძენის შესაძლებლობა ჰქონდათ. ღონისძიებაში მონაწილეობდა 100 მეწარმე ქალი როგორც თბილისიდან, ისე – რეგიონებიდან. აღსანიშნავია, რომ ისინი ახალგაზრდა მეწარმეთა სკოლისა და  „ბაზ საქართველოს“ პროგრამის ბენეფიციარები არიან. გამოფენა – გაყიდვა USAID YES-Georgia-ს პროექტის ფარგლებში განხორციელდა.

ღონისძიების მიზანი მეწარმე ქალების პროფესიული ზრდის, საქმიანი ურთიერთობების გაღრმავების, საკუთარი ბიზნესისა და ნაწარმის ფართო საზოგადოებისთვის გაცნობა იყო. ამას გარდა, გამოფენა – გაყიდვა თავად USAID YES-Georgia პროგრამისა და მისი პარტნიორების შესახებ ფართო საზოგადოების ინფორმირებას ემსახურებოდა.

ღონისძიებას საქართველოში აშშ-ის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩი კელი დეგნანი დაესწრო.

USAID YES-Georgia პროგრამა ხორციელდება ამერიკელი ხალხისგან მიღებული ფინანსური დახმარებით, USAID-ის და ქალთა გლობალური განვითარების და კეთილდღეობის ინიციატივის (W-GDP) ფარგლებში. პროექტის განმახორციელებელი და თანადამფინანსებელი კი ფინანსური ჩართულობის ორგანიზაცია „კრისტალია“. ფინანსური რესურსების გარდა, „კრისტალის“ წვლილი მოიცავს მისი მენეჯმენტის და თანამშრომლების ჩართულობას, მომხმარებელზე მორგებულ ფინანსურ პროდუქტებსა და არაფინანსურ სერვისებს, მეთოდოლოგიურ მხარდაჭერას, რეგიონებში კომპანიის დისტრიბუციის ფართო ქსელს, რაც ქმნის სამეწარმეო განვითარების უნიკალურ შესაძლებლობას ახალგაზრდა და ქალი მეწარმეებისათვის.

„კომპანია „კრისტალსა“ და USAID-ს მრავალწლიანი თანამშრომლობა აკავშირებთ, რაც კერძო და საჯარო სექტორებს შორის თანამშრომლობის წარმატებული მაგალითია. სწორედ ამ  თანამშრომლობის კარგი ნიმუშია დღევანდელი ღონისძიება, რომელმაც ხელი უნდა შეუწყოს ქალი მეწარმეების გაძლიერებას როგორც პირადად მათი, ისე მათ მიერ წარმოებული პროდუქციის ფართო საზოგადოებისთვის გაცნობისა და პოპულარიზაციის გზით. ამას გარდა, ჩვენი მიზანია, პროგრამის მონაწილეებს შორის საქმიანი კავშირებისა და ურთიერთობების ჩამოყალიბება, რაც მეწარმეობის განვითარების ერთ-ერთ მნიშვნელოვან ფაქტორს წარმოადგენს“, – ამბობს „კრისტალის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე არჩილ ბაკურაძე. 

USAID-ის პროგრამა – „ახალგაზრდების და ქალთა მეწარმეობის მხარდაჭერა საქართველოში“ (USAID YES-Georgia) ინოვაციების წახალისებით, მეწარმეობის ხელშეწყობით და თვითდასაქმების დონის ამაღლებით მხარს უჭერს ქალთა ეკონომიკურ გაძლიერებას. ამასთან, სამეწარმეო უნარ-ჩვევების განვითარების, ბიზნეს ტრენინგების, მენტორობის და ფინანსებზე წვდომის გაუმჯობესების გზით, პროგრამა ეხმარება დამწყებ და უკვე გამოცდილ მეწარმე ქალებსა და ახალგაზრდებს.

2024 წლისთვის, პროგრამის ფარგლებში, 2500-ზე მეტ ქალ მეწარმეს ექნება უკეთესი წვდომა ცოდნაზე, ფინანსებსა და ბიზნეს სერვისებზე, რაც მათ შესაძლებლობას მისცემს თავიანთი ბიზნესები უფრო მაღალშემოსავლიან საწარმოებად გადააქციონ.

დეტალური ინფორმაცია, პროგრამის შესახებ, იხილეთ ბმულზე.

 

[R]

Mao: „ბნელ ოთახში ხელების ცეცებით, თავად გავიკვლიეთ გზა“

Aston Martin-ის ახალი „სუპერქარი“ Valhalla!