5
Feb
2019

თამაში, რომელიც ასი წლისაა

5 Feb 2019



ამერიკის ეროვნული საფეხბურთო ლიგა NFL ასი წლისაა. ამ მოვლენასთან დაკავშირებით, Super Bowl 2019-ზე აჩვენეს ვიდეორგოლი, რომელიც თამაშის საიუბილეო თარიღს ეძღვნება. ორწუთიანი რეკლამა სპორტულ ჟინს უკავშირდება, რაც მოთამაშეებს საყვარელი საქმის მიმართ აქვთ. არ აქვს მნიშვნელობა, სტადიონზე არიან თუ საბანკეტო დარბაზში, ბურთის დანახვას ერთნაირი რეაქცია მოყვება. ამგვარად, სადღესასწაულო საღამოც კი, შესაძლოა, საფეხბურთო მოედნად გადაიქცეს, NFL-ის 44 ახლანდელი და ვეტერანი ფეხბურთელი კი, ერთი დიდი აურზაურის მონაწილე გახდეს.

 

 

განხილვა