in

“ძვირფასო, ეს ის არ არის, რაც შენ გგონია!” – 1000 დოლარიანი ქურქის ისტორია

რა შეიძლება იყოს ცოლ–ქმრის დაშორებისთვის ღალატზე უფრო სერიოზული მიზეზი?! აღმოჩნდა, რომ ეს ისეთი ფინანსური საკითხებია, როგორიც, მაგალითად, ძვირადღირებული ქურქის ყიდვაა. ამ თემასთან დაკავშირებით, არგენტინულმა ეკონომიკურმა ჟურნალმა iEco სახალისო ვიდეორგოლი შემოგვთავაზა.

“ძვირფასო, ეს ის არ არის, რაც შენ გგონია!”, თუმცა, აქ პრობლემა უფრო სერიოზულია. სახლში დაბრუნებული გამწარებული ქმრისთვის ცოლის კარადაში ნახევრადშიშველი უცნობი მამაკაცის პოვნაზე უარესი საკრედიტო ბარათის ათასდოლარიანი დავალიანება აღმოჩნდა.

აბა, წარმოიდგინეთ, როგორია როცა მოულოდნელად ბანკიდან იღებთ შეტყობინებას, რომ თქვენი საკრედიტო ბარათიდან 1000 დოლარი მოიხსნა. ჯერ ფიქრობთ, რაში შეიძლება თქვენ დაგეხარჯათ ეს თანხა, შემდეგ მიდიხართ სახლში, აღებთ ცოლის კარადას და იქ უცნობ მამაკაცთან ერთად, გხვდებათ ქურქი 1000 დოლარიანი ეტიკეტით. ეს ხომ გაუგონარი ამბავია! როგორ შეიძლება ამის შემდეგ ცოლს ან თქვენი საკრედიტო ბარათი ანდოთ, ან მისი ერთი სიტყვა მაინც დაიჯეროთ?! ეს ხომ თქვენს ურთიერთობაში გაჩენილი უშველებელი ბზარის მთავარი მიზეზია. ასეთ დროს ვიღას ახსოვს უცნობი ნახევრადშიშველი მამაკაცი?! მთავარია სახლიდან რომ გავა კარების მიხურვა არ დაავიწყდეს…

 

მანქანის საბარგულის გასაღებად სულაც არ არის საჭირო იყო გრაფი დრაკულა – Volkswagen

PROFIX.GE – დამსაქმებლისა და დასაქმებულის დამაკავშირებელი ინოვაციური ინტერნეტ პლატფორმა