in

„1001 მიზეზი, რატომ იცხოვრო დიდხანს“ – როგორ შეიქმნა „ევექსის“ განახლებული ბრენდი და კამპანია

თუ დაუკვირდებით, ათასნაირი მიზეზი არსებობს, რაც ჯანმრთელობაზე ზრუნვისკენ გვიბიძგებს ხოლმე. ეს არის მოტივაცია, რაც გვაძლევს ძალასა და დაუოკებელ სურვილს, ვიყოთ მხნედ და თავს მოვუაროთ. სწორედ ამ პატარ-პატარა თუ დიდ-დიდი მიზეზების ერთობლიობამ ჩამოაყალიბა „ევექსის“ განახლებული კონცეფცია. ბრენდი განვითარების ახალ ეტაპზე გადავიდა. მასშტაბური რებრენდინგის ფარგლებში შეიქმნა ახალი სტრატეგია, განისაზღვრა ფუნდამენტური ღირებულებები და „ევექსი“ ჯანმრთელობაზე ზრუნვის პარტნიორად პოზიციონირდა. ცვლილებები აისახა ვიზუალურ იდენტობაზეც – ბრენდის ნაცნობ მწვანე ფერს დაემატა თბილი პასტელური ფერების გამა, ხოლო ინტერიერში აქტიურად შემოვიდა ხისა და ბუნების ელემენტები. მასშტაბური ცვლილებები განხორციელდა სერვისების მიმართულებითაც – ასიათასობით მომხმარებლისთვის ხელმისაწვდომი გახდა ახალი პროდუქტი Health Coach – ბრიტანული და საერთაშორისო სტანდარტების 7-თვიანი პროგრამით გადამზადებული ოჯახის ექიმების მომსახურება, რომელიც კონცენტრირდება ჯანმრთელობაზე ზრუნვის ჰოლისტურ მიდგომაზე, შეიქმნა ნეიროგანვითარების ცენტრი „კარავი“ და დაიხვეწა დისტანციური სამედიცინო მომსახურება.

„ევექსი“ ახალ ისტორიას წერს. მთავარი გზავნილით „1001 მიზეზი, რატომ იცხოვრო დიდხანს“, ბრენდმა წამოიწყო საკომუნიკაციო კამპანია, რომელზეც შემოქმედებითმა სააგენტო Holy Motors-მა იმუშავა. შეიქმნა ციფრული პლატფორმა 1001mizezi.evex.ge, ასევე, ფროდაქშენ სააგენტო ADvan-თან ერთად, ვიდეორგოლიც გამოუშვეს. სტრატეგიულ ბრენდის პლატფორმასა და ვიზუალურ იდენტობაზე იმუშავა იტალიურმა სააგენტო Dinn!-მა, ხოლო ვიზუალური იდენტობის ქართულ ადაპტაციაზე – Leavingstone-მა.

„ევექსის“ განახლებული სტრატეგია

„ევექსი“ ქვეყანაში ჯანმრთელობის კულტურის ტრანსფორმაციას ისახავს მიზნად. ახალი სტრატეგიის ფუნდამენტია ცოდნა, ხელმისაწვდომობა, ემპათია და პასუხისმგებლობა, რაც რეალიზდა ყველა მიმართულებით – როგორც კომუნიკაციაში, ასევე ბიზნეს პროცესებსა და სტრატეგიულ პროექტებში.

სტრატეგიის განუყოფელი ნაწილია ციფრული ტრანსფორმაცია. „ექიმო“ დისტანციური სამედიცინო სერვისია, რომელიც ჯანმრთელობაზე ზრუნვის პროცესს მნიშვნელოვნად ამარტივებს.

მნიშვნელოვანია პარადიგმის ცვლილება – ფიზიკური ჯანმრთელობიდან მენტალური კეთილდღეობისკენ. სწორედ ამ მიზნით გაიხსნა ნეიროგანვითარების ცენტრი „კარავი“, რომელიც 400 ბავშვზეა გათვალისწინებული. „ევექსი“ ზრდასრულების ფსიქიკურ ჯანმრთელობაზეც ზრუნავს და მათთვის შესაბამის სერვისებს ქმნის.

გვანცა ხაბალაშვილი, „ევექსის“ ბრენდის განყოფილების უფროსი: „ევექსის სტრატეგიულად მნიშვნელოვანი ინოვაციაა ახალი პროდუქტი Health Coach. დიდი ბრიტანეთისა და საერთაშორისო Health Coaching ასოციაციის (UKICHA) სერტიფიცირება შვიდთვიანი სასწავლო პროგრამის წარმატებით დასრულების შემდეგ, ჩვენმა თხუთმეტმა ოჯახის ექიმმა მიიღო. ახლებური მიდგომით, ისინი პაციენტების  ნამდვილი პარტნიორები ხდებიან ჯანმრთელობაზე ზრუნვაში და მათ ჯანსაღი ცხოვრებისეული ცვლილებების დანერგვაში ეხმარებიან.

Health Coach-ს სერვისი განსაკუთრებით ეფექტურია ქრონიკული დაავადებების მქონე პაციენტების შემთხვევაში, რადგან Health Coach ინდივიდუალური მიდგომით უზრუნველვყოფს ჯანმრთელობის სრულ კონტროლს და ქმნის პროგრესზე ორიენტირებულ გეგმას, რომლის მთავარი მონაწილე თავად პაციენტია“.

როგორ შეიცვალა ვიზუალური იდენტობა

ვიზუალური იდენტობის შექმნისას მთავარი გამოწვევა იყო ბალანსის დაცვა –  ერთი მხრივ, შეენარჩუნებინათ ბრენდის ძლიერი ცნობადობა, მეორე მხრივ კი, შემოეტანათ ახალი ელემენტები, რომლებიც კომპანიის განახლებულ ფილოსოფიას ასახავდა.

შენარჩუნდა „ევექსისთვის“ დამახასიათებელი მწვანე ფერი – ბრენდის ერთ-ერთი მთავარი საიდენტიფიკაციო ნიშანი, რომელიც წლების განმავლობაში ქართველი მომხმარებლის ცნობიერებაში მყარად დამკვიდრდა. თუმცა, ვიზუალური პალიტრა გამდიდრდა პასტელური ფერების სპექტრით, რომლის მიზანია შეამციროს სამედიცინო დაწესებულებასთან ასოცირებული მღელვარების განცდა. ახალი ვიზუალური ფილოსოფია „ევექსის“ ორი ცენტრალური ფილიალის (ვაჟა-ფშაველას გამზირი N40 და სულხან ცინცაძის ქუჩა N24ა) განახლებულ დიზაინში აისახა – პასტელური ფერებით, ხის ელემენტებითა და მცენარეებით.

ასევე, მნიშვნელოვანი ასპექტია საკომუნიკაციო მასალების ვიზუალური ენის ცვლილება, რომელიც ემპათიისა  და ემოციურ კავშირს აძლიერებს.

პატერნი, ლოგოტიპთან ერთად, ადამიანების გაერთიანებისა და საზოგადოებრივი კეთილდღეობის სიმბოლურ დატვირთვას ატარებს.

პლატფორმა „1001 მიზეზი“

„ჩვენთვის მნიშვნელოვანი იყო შეგვექმნა ისეთი ვიზუალური გამოხატულება, რომელიც მომხმარებლებისთვის ჩვენი გზავნილის ძლიერი შემახსენებელი გახდებოდა. სწორედ ამიტომ დავგეგმეთ იმერსიული გამოცდილება, სადაც „1001 მიზეზის“ სტილიზებული წარწერა ავტომატურად იქმნება უნიკალური ბარათებისგან.

ჩვენ შევიმუშავეთ თემატურად განსხვავებული მიზეზები და ისინი ერთიან კონცეფციაში მოვაქციეთ. მაგალითად, „რომ კიდევ ბევრჯერ ჩაგეძინოს ბუხრის წინ“ ან „კიდევ უფრო მეტად შეგიყვარდეს“. პროექტზე მუშაობისას, მიზეზების კითხვისას, მეც ვხუჭავდი თვალებს, წარმოვიდგენდი და ამ მიზეზის გათავისებით ვგრძნობდი ამ სითბოს,“ – გვიამბო გვანცა ხაბალაშვილმა.

პლატფორმა 1001mizezi.evex.ge წარმოადგენს ერთგვარ ციფრულ ბიბლიოთეკას, სადაც მომხმარებელი ემოციურ მოგზაურობაში ერთვება. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო მომხმარებლის გამოცდილებას – პლატფორმაზე გატარებული დრო უნდა ყოფილიყო სასიამოვნო და არა დამღლელი. ამიტომაც შეიქმნა არასტანდარტული ინტერაქციის მექანიზმები, რომლებიც კამპანიის სხვა ელემენტებისგან განსხვავდება და კომუნიკაციის განსაკუთრებულ ნაბიჯად იქცა. შეიძლება ითქვას, რომ ეს პლატფორმა მთელი კამპანიის გულს, მის ცენტრალურ ღერძს წარმოადგენს.

1001 მიზეზის შეგროვება გახლდათ ხანგრძლივი და შრომატევადი პროცესი, რომელშიც მრავალი ადამიანი იყო ჩართული. პროექტის მთავარი გამოწვევა და ამავდროულად მისი უნიკალურობაც ის იყო, რომ თითოეულ მიზეზს ჰქონოდა შესაბამისი ვიზუალური რეპრეზენტაცია და ყველა ერთად ორგანულად უნდა შერწყმოდა ერთიან პლატფორმას.

„თავს მოუარე“ – კამპანია და მთავარი ვიდეორგოლი

კამპანიის საკვანძო იდეად ემპათიისა და ადამიანებზე ზრუნვის გამოხატვა იქცა. „1001 მიზეზის“ ინიციატივას გუნდი ხედავს გრძელვადიანი მოძრაობის დასაწყისად, რომელიც საკუთარ თავზე ზრუნვის გარშემო ადამიანების გაერთიანებას ისახავს მიზნად.

კამპანიის მთავარ ვიდეორგოლში წარმოდგენილია „1001 მიზეზიდან“ შერჩეული ისეთი მომენტები, რომლებიც ერთობლიობაში ცხოვრების მრავალფეროვან დინამიკას ქმნიან. ვიდეოს კონცეფცია ეფუძნება იდეას, რომ ამ მიზეზების ცალ-ცალკე არსებობის მიუხედავად, ადამიანის სიცოცხლის მანძილზე გვხვდება განსაკუთრებული გამოცდილებები, რომლებიც კონკრეტულ ასაკობრივ ეტაპებზე ჩნდება. ვიდეორგოლში წარმოდგენილია სხვადასხვა ასაკის ადამიანები, რომელთაგან თითოეულს სიცოცხლის განსხვავებული მიზეზები აქვს შერჩეული. სიუჟეტი გვახსენებს, რომ ცხოვრება შედგება მთელ სიცოცხლეზე გაწერილი მოვლენებისგან, რომლებიც მაღალი ალბათობით გვხვდება გზად და სწორედ ამ გამოცდილებებისგან სიამოვნების მიღებაა მნიშვნელოვანი.

ჯანმრთელობის კულტურის ტრანსფორმაცია – გეგმები და მოლოდინები

„ევექსის“ სტრატეგიული ხედვა ორიენტირებულია საზოგადოებრივ ცვლილებაზე, სადაც ბრენდი მზრუნველი პარტნიორია.

გვანცა ხაბალაშვილი: „ჩვენი მთავარი ამოცანაა მომხმარებლის ცნობიერებაში ვიყოთ ბრენდი, რომელიც ნამდვილად ზრუნავს. ჩვენი მიზანია თავად ადამიანებში გაჩნდეს შინაგანი მოტივაცია და შეიცვალოს ჯანმრთელობისადმი დამოკიდებულება.“

კამპანია განახლებული ბრენდის ახალი ეტაპის მხოლოდ დასაწყისია. არსებული სერვისების განვითარების პარალელურად, „ევექსი“ არაერთი ახალი პროდუქტების შექმნას გეგმავს.

გვანცა ხაბალაშვილი: „ჩვენი მიზანია ვიყოთ ადამიანის ჯანმრთელობის პარტნიორი ყველა სიტუაციაში. ამიტომ მომხმარებელს ბევრ ინოვაციურ პროდუქტსა და განსხვავებულ გამოცდილებას ვპირდებით.“

[R]

სელფი მობაილის კომერციული დირექტორი, მარიამ კოპაძე MWC Barcelona-ს სპიკერია

მალე Google კოდირებისთვის უფასო AI ასისტენტს გამოუშვებს