2024 წლის სექტემბერში წიგნი, „1001 Movie Posters: Designs of the Times from Reel Art Press” გამოდის, რომელსაც უწინასწარმეტყველებენ, რომ მოთხოვნადი მასალა იქნება დიზაინერებისა და კრეატიული სტუდიებისთვის. ეს ჩვეულებრივი წიგნი არაა. ის აერთიანებს ყველა დროის ფილმების პოსტერებს.
640-გვერდიანი წიგნის ავტორი ტონი ნურმანდია. Blade Runner, Star Wars, The Exorcist, The Silence of the Lambs, Barbie, Moonlight, 12 Years a Slave, Scarface, The Godfather – არ აქვს მნიშვნელობა რა ჟანრს ან ეპოქას ანიჭებთ უპირატესობას, თუ ფილმს ჰქონდა კარგი პოსტერი, ტონიმ და მისმა გუნდმა ის შეიტანეს წიგნში.
არ იფიქროთ, რომ ეს წიგნი მხოლოდ ვიზუალური იქნება. ის გვაწვდის ინფორმაციას დიზაინერების, ფოტოგრაფებისა და ილუსტრატორების შესახებ, რომლებიც მუშაობდნენ ამ ფილმების პოსტერებზე. ჯამში, წიგნი აერთიანებს 150-ზე მეტი სამხატვრო ხელმძღვანელსა და ილუსტრატორს 20-ზე მეტი ქვეყნიდან.
ეს კრებული მკითხველს ასევე საშუალებას აძლევს, შეადაროს სხვადასხვა ჟანრის, ქვეყნისა და არტისტის მიერ შესრულებული ჩანაფიქრი და მისი გრაფიკული გამოსახულება. მაგალითად, მომხმარებლებს შეუძლიათ, ნახონ პოპულარული ამერიკული სტილის პოსტერები და შეადარონ ისინი პოლონურ სტილს, რომლის შემოქმედიც ანდრეი კრაევსკია. ბევრი ასეთი შედარების გაკეთება შეიძლება.
ტონის არ დავიწყებია პირველი პოსტერიც, რომელიც მარსელინ აუზოლიმ 1896 წელს შეასრულა. ამით მან კინემატოგრაფიის ისტორიისადმი გამოხატა პატივისცემა.