Sotheby – მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი აუქციონის სახლი, ერთ NFT-ში განთავსებულ CryptoPunk-ის კოლექციის გაყიდვას, 20-დან 30 მილიონმდე აშშ დოლარად გეგმავს.
CryptoPunks ერთ-ერთი ყველაზე ძველი, პოპულარული და ძვირფასი ციფრული საკუთრებაა, რომელიც 2017 წელს გამოვიდა. ეს გახლავთ 8 სხვადასხვა მახასიათებლისგან, კომპიუტერული ალგორითმით შექმნილი 10000 პერსონაჟი. მიუხედავად საერთო მახასიათებლებისა, თითოეული მათგანი უნიკალურია და არც ერთი CyptoPunk სხვას არ იმეორებს. Punk-ებმა შექმნის დღიდან დაახლოებით 2 მილიარდი აშშ დოლარი გამოიმუშავეს.
NFT, რომელზეც CryptoPunks-ის 1 პროცენტზე მეტი, 104 პერსონაჟია გამოსახული, ანონიმური კოლექციონერის, 0x650d-ის საკუთრებაშია. კოლექციის შეძენა შესაძლებელი იქნება ვალუტებში: Ether, Bitcoin, USD Coin ან fiat. აუქციონი 23 თებერვალს გაიმართება.













