17 ივლისს მსოფლიოში ემოჯის დღე აღინიშნება, რის პატივსაცემადაც Emojipedia დიზაინის ახალ ნიმუშებს გვთავაზობს — Emoji Version 15.1 108 ახალ პერსონაჟს მოიცავს.
თუმცა 108 ახალი ემოჯი სრულიად ახალ პერსონაჟებს არ გულისხმობს, მათი უმრავლესობა ვარიაციებს წარმოგვიდგენს, მაგალითად ადამიანი, რომელიც დარბის, სეირნობს, თეთრი ხელჯოხი უჭირავს, ჩვეულებრივი ან ელექტრო ეტლით მოსარგებლეა… იმასაც ვარაუდობენ, რომ Apple, Google და Microsoft საკუთარ Emoji დიზაინებს შექმნიან, რომლებიც განსხვავებული იქნება იმისგან, რაც ნიმუშებშია წარმოდგენილი…
Unicode Emoji Subcommittee-ის თანახმად, ეს ემოჯები მთლიანი სხეულის მქონე ადამიანებს წარმოადგენს, რომლებსაც Unicode-დან მკაფიოდ გამოხატული მიმართულება აქვთ. მანამდე კი Apple მარცხენა მხარეს მიმართულ ემოჯებს წარმოგვიდგენდა… აქვე შეხვდებით მოღიმარ სახეებს, რომლებიც თავს ჰორიზონტალურად და ვერტიკალურად აქნევენ, ფენიქსის ზღაპრულ ფრინველს, ლაიმს, ყავისფერ სოკოსა და გაწყვეტილ ჯაჭვს.
სიახლეებს ე. წ. სილუეტის ემოჯებშიც წარმოგვიდგენენ, Unicode არსებულ ვარიანტებს აუმჯობესებს და წარმოგვიდგენს ოჯახებს 2 ზრდასრულითა და ბავშვით, ზრდასრულითა და 2 ბავშვით, 2 ზრდასრულითა და 2 ბავშვით და ამ უკანასკნელს გამოკლებული თითო წევრით, ანუ ზრდასრულითა და ბავშვით.
Emoji 15.1-ის საბოლოო ვერსია კი სექტემბრისთვის გამოვა.