in

10 ჭეშმარიტება ემოციების შესახებ, რაც ყველა ჩვენგანმა უნდა იცოდეს

pasha-statiebi
pasha-statiebi

ჩააყენეთ ემოციები თქვენს სამსახურში. ნუ მომართავთ მათ თქვენს წინააღმდეგ.

ათწლეულების წინ პირველი წარდგინების შემდეგ, ემოციური ინტელექტის კონცეფციას უამრავი ადამიანი წარმატების საიდუმლო, არამატერიალურ პირობად მიიჩნევს. მაგრამ პოპულარობის ზრდასთან ერთად ეს კონცეფცია ფართო გაუგებრობის საგნადაც იქცა.

ასე რომ, კონკრეტულად რას გულისხმობს ემოციური ინტელექტი?

ემოციური ინტელექტი ადამიანის მიერ როგორც საკუთარი, აგრეთვე სხვისი ემოციების იდენტიფიცირების, ამ ემოციების მძლავრი გავლენის გაცნობიერების და ამ ინფორმაციის შესაბამისად ქცევის ფორმირების უნარია. ემოციური ინტელექტის გავარჯიშება თქვენი მიზნების მიღწევასა და მეტ დამაჯერებლობაში დაგეხმარებათ.

წარმოგიდგენთ 10 ჭეშმარიტებას ემოციების შესახებ, რაც თქვენი ემოციური კოეფიციენტის ამაღლებაში დაგეხმარებათ:

  1. ემოციური ინტელექტი სწორი კითხვების დასმასთან ერთად ვითარდება

სწორი კითხვების დასმა ყოველდღიურ ცხოვრებაში ემოციების როლის ინსაიტში დაგეხმარებათ.

მაგალითისთვის, თუ სამსახურში იმედგაცრუებას განიცდით, შეგიძლიათ იკითხოთ:

  • რა არის პრობლემის ძირითადი მიზეზი? დავალება? კოლეგა, თუ სიტუაცია?
  • შემიძლია თუ არა მისი გაკონტროლება? რა შემიძლია შევცვალო და რა არა?
  1. თქვენი გრძნობების გაკონტროლება შეუძლებელია. მაგრამ თქვენ შეგიძლიათ გააკონტროლოთ თქვენი რეაქციები თქვენივე გრძნობებზე

რამდენადაც ემოციები თქვენი ბუნებრივი, ინსტიქტური გრძნობების გამოვლინებაა და მათზე პასუხისმგებელი ტვინში მიმდინარე ქიმიური პროცესებია, თქვენი გრძობების გაკონტროლება ყოველთვის არ ძალგიძთ.

სამაგიეროდ, შეგიძლიათ ამ გრძნობებზე თქვენი რეაქციები თქვენს კონტროლს დაუქვემდებაროთ.

მაგალითისთვის, ვთქვათ, ბრაზის მართვის პრობლემა გაქვთ. პირველი, რაც შეგიძლიათ გააკეთოთ, ბრაზის თქვენზე გავლენის განსაზღვრაა. შემდეგ, ამ გრძნობის საპასუხო შესაბამისი მეთოდის შემუშავებაა თქვენს ფიქრებსა და მოქმედებებზე კონცეტრირების გზით.

ამ ყველაფრის შემდეგ თქვენი ბრაზი ნამდვილად არ აორთქლდება, თუმცა, იმ ნაბიჯების გადადგმას ისწავლით, რაც თქვენთვის და თქვენი გარშემომყოფთათვის მავნე ქმედებებს აგარიდებთ თავიდან.

  1. სხვები თქვენ განსხვავებულად აღგიქვამენ

ეს არ გულისხმობს, თქვენზე სწორი ან არასწორი წარმოდგენის ჩამოყალიბებას; უბრალოდ, უნდა გვახსოვდეს, რომ აღქმა განსხვავდება და შედეგებიც შესაბამისია. თუმცა ბევრისთვის ეს შეუმჩნეველი რჩება. ჩვენი მეგობრებისგან, თანამშრომლებისგან, ან ახლობლებისგან ჩვენი მათთან და სხვებთან ინტერაქციის მათეული აღქმის გარკვევა, საკუთარ თავს მათი პერსპექტივიდან დაგვანახებს.

  1. ემპათია თქვენი სამუშაოს ღირებულების გაზრდაში დაგეხმარებათ

სხვა ადამიანის გრძნობებთან თავის გაიგივების უნარი კარგი ურთიერთობების ჩამოყალიბების და განვითარების საწყისია.

მაგრამ საკითხის სხვა ადამიანის თვალით აღქმა ისეთ მყისიერ, ყოველდღიურ სარგებელს გაძლევთ, როგორიც თქვენი უკეთეს წარმდგენად, მენეჯერად, მწვრთნელად თუ მწერლად ჩამოყალიბებაა.

  1. კრიტიკა საჩუქარია

ყოველთვის მართალი არავინაა; ამიტომაც კრიტიკა ზრდაში გვეხმარება. სამწუხაროდ, ხშირად ემოციები უარყოფითი უკუკავშირის მიღებას ხელს უშლის. კრიტიკის შეფასებისთვის საჭირო დროის და ენერგიის ფლანგვის ნაცვლად, თქვენს თავს უბრალოდ ჰკითხეთ:

  • როგორ დამეხმარება ეს კრიტიკა ჩემი ან ჩემი გუნდის გაუმჯობესებაში?
  • ჩემს გრძნობებს რომ ყურადღება არ მივაქციო, რა შემიძლია ვისწავლო ამ ალტერნატიული ხედვიდან?

მაშინაც კი, როცა ნეგატიური კრიტიკა უსაფუძვლოა, შესაძლებლობას გაძლევთ საკუთარ თავს სხვისი თვალით შეხედოთ.

  1. უარყოფითი შეფასების მიცემამდე, მოიპოვეთ ნდობა

ყველა ადამიანს ერთნაირი ემოციური მოთხოვნილება აქვს. ასეთია აღიარების და შექების სურვილი. ამ ფაქტის გათვალისწინებით, კარგი ლიდერები თავდაპირველად გუნდის პოზიტივსა და პოტენციალზე აკეთებენ აქცენტს. თქვენი გუნდის გაცნობა, მათ გამოწვევების და სამუშაოს მიმართულების ცოდნა, არა მარტო იმის შესაძლებლობას მოგცემთ, რომ გარემო მათი თვალით დაინახოთ, არამედ მათ ნდობასაც მოგაპოვებინებთ.

ნეგატიური შეფასება რთული მისაღებია. მაგრამ თუ თქვენი გუნდი დარწმუნებულია, რომ თქვენ მათ მხარეზე ხართ, მათი განვითარებისთვის თქვენს ძალისხმევას აუცილებლად დააფასებენ.

  1. გახსოვდეთ, რომ ნეგატიური ემოციები ისეთივე სასარგებლოა, როგორც პოზიტიური

როცა თავს ბედნიერად გრძნობთ, ყავას უკეთესი გემო აქვს, ჩიტებიც საამურად ჭიკჭიკებენ… არც რამე გამოწვევის მიღება გიჭირთ.

თუმცა ნეგატიურ ემოციას (როგორიცაა ბრაზი, შიში ან სევდა) საკუთარი თავის მეტად შეცნობისთვის, საკითხის ჩაღრმავებისთვის და ზოგადად გაუმჯობესების სტრატეგიის შემუშავებისთვის სტიმულის მოცემა შეუძლია.

  1. ემოციური კოეფიციენტის გაზრდა გართობა არ არის… თუმცა, ზოგჯერ შეიძლება იყოს კიდეც

კვლევებმა დაადასტურა, რომ ზოგიერთ ჩვენს საყვარელ გასართობ აქტივობას ემოციური ინტელექტის განვითარება შეუძლია. მაგალითისთვის, ფილმების ყურება, მუსიკის მოსმენა და კითხვა ემპათიის არსს გაცნობთ და მის გავარჯიშებაში გეხმარებათ.

  1. ემოციური კოეფიციენტი და ემოციური ინტელექტი ერთი და იგივე არ არის

ემოციურ კოეფივიენტს და ემოციურ ინტელექტს ხშირად ერთი მნიშვნელობით იხმარება, რაც შეცდომაა.

ემოციური კოეფიციენტი გულისხმობს ადამიანის მიერ ემოციების და მათი მუშაობის პრინციპების ცოდნას. უფრო იოლად რომ გავიგოთ, პიროვნების ემოციური კოეფიციენტის ალუზია შეიძლება იყოს ის, როცა ვამბობთ, რომ სპორტმენტს, კალათბურთში ან ფეხბურთში მაღალი ინტელექტის კოეფიციენტი აქვს.

ემოციური ინტელექტი კი პრაქტიკული უნარია. შესაძლოა ადამიანისთვის რეალურ ცხოვრებაში ემოციების მუშაობს პრინციპები გასაგები იყოს, მაგრამ ამ პრინციპების გათვალისწინება ცალკე საკითხია.

  1. ემოციური ინტელექტი თქვენს წინააღმდეგაც შეიძლება გამოიყენონ

აუცილებლად უნდა გვახსოვდეს, რომ ემოციური ინტელექტი, როგორც უნარი შესაძლოა როგორც ეთიკური, ასევე არაეთიკური მიზნებით გამოიყენონ. პოლიტიკოსები, კოლეგები და ჩვენი მეგობრებიც კი, ყოველდღიურად მანიპულირებენ ემოციების ხარჯზე.

თავდაცვა კიდევ ერთ-ერთი მიზეზია იმის, თუ რატომ უნდა ვიმუშავოთ ჩვენი ემოციური ინტელექტის განვითარებაზე, რადგანაც სწორედ ის უნდა დაგვეხმაროს ემოციებმა ჩვენთვის და არა ჩვენს წინააღმდეგ იმუშაონ.

წყარო: Inc



მიზანდასახულობას სჭირდება შესაძლებლობა – McDonald’s–ის დამოკიდებულება პერსონალის მიმართ

მასტერკლასი შეერთებული შტატების საზღვაო ქვეითებისგან: როგორ ჩამოვიყალიბოთ ნებისყოფა და ფსიქოლოგიური სიმტკიცე?