23
Apr
2019

10 სიტყვა/ფრაზა, რომელიც შვილის აღზრდაში დაგეხმარებათ

23 Apr 2019

Alta
Alta


თუ უკვე მშობელი ხართ, ან შვილის ყოლაზე ფიქრს ახლა იწყებთ, აუცილებლად მოგიწვთ ყოველდღიურობაში ისეთი პრაქტიკების დანერგვა, რომელიც ბავშვის აღზრდას უკავშირდება. ფსიქოლოგიაში აღიარებული დებულებაა ის, რომ ადამიანის გონებრივი შესაძლებლობები თუ ფსიქიკა მისი ფესვებიდან – ბავშვობიდან მომდინარეობს. ბავშვობიდან, როგორც ადამიანის ცხოვრების პირველი, საინტერესო გამოცდილებიდან. და თქვენ, როგორც მშობელი წყვეტთ ბავშვის ბედს არა მხოლოდ მისი მუცლად ყოფნისას… სხვადასხვა მშობელი, სხვადასხვა კულტურაში, სხვადასხვაგვარ აღზრდის სტილს მიმართავს. თუმცა, თანამედროვე განვითარებული სამყარო თანხმდება, რომ ბავშვზე სწორი აღზრდის მიზნით ძალადობა აღზრდის მოტივებს ამოფარებული დანაშაულია. დანაშაული, რომელიც თქვენ შემდეგაც, თქვენი შვილის სახით განაგრძობს არსებობას.

მშობლის ფსიქოლოგიის ექსპერტები პატრიკ ქოულმენი და დენიელ ვონგი ამბობენ, რომ ყველაფერი გაცილებით მარტივია და ბავშვის სწორი აღზრდა ჩვენს ყოველდღიურობაში მარტივი ფრაზებისა და სიტყვების შემოტანით შეგვიძლია. მაგალითად, სიტყვა „გენდობი“, „მიყვარხარ“ და „არ ვიცი“.

მიყვარხარ
არსებობს მოსაზრება რომ ხშირი გამოყენების გამო ეს სიტყვა მნიშვნელობას კარგავს, მაგრამ ეს ასე არ არის. ბავშვებს შეხსენება სჭირდებათ. შეახსენეთ თქვენი უპირობო სიყვარული.

გენდობი
უთხარით, რომ ენდობით და მეტად შეეცდებიან თქვენი იმედების გამართლებას. ეს მათ ავტონომიურობას განუმტკიცებს, რაც ძალიან მნიშვნელოვანია.

შრომა დაგიფასდება
გაეცით უკუკავშირი. მიახვედრეთ რომ შრომა უფასდებათ და წაახალისეთ მარტივი სიტყვებით – „ძალიან ჭკვიანი ხარ!“

მართალი ხარ
ამ ფრაზით ვაჩვენებთ, რომ ყველანი ვუშვებთ შეცდომებს. დროსთან ერთად, ურთიერთგაგება გაგიუმჯობესდებათ და სანაცვლოდაც იგივეს მიიღებთ.

მაპატიე
თავმდაბლობის და თანაგრძნობის ძველმოდური და კარგად გამოცდილი ხერხი. კენტის უნივერსიტეტის ფსიქოლოგების, ნიკოლა აბოტისა და ლინდსი კამერონის კვლევები გვაჩვენებს, რომ თანაგრძნობის განვითარება ბავშვებში ძალიან მნიშვნელოვანია. ისინი სიკეთის კეთებას და შეცდომებზე პასუხისგებას სწავლობენ.

არ ვიცი
არცოდნის ნუ შეგეშინდებათ. სრულყოფილი არავინაა და ყველაფერზე პასუხი ვერ გექნებათ. ადრე თუ გვიან, ბავშვები გაიზრდებიან და ამას თვითონაც მიხვდებიან… იყავით ბუნებრივები და გულწრფელები.

გისმენ
მოუსმინეთ თქვენს შვილებს. დრო დაუთმეთ და გულთან მიიტანეთ მათი აზრები. იყავით მეგობარი და თანამოაზრე. ეს კარგ უნარ-ჩვევებს გამოიმუშავებს მათში.

რას ფიქრობ?
ბავშვებს უყვართ, როდესაც მათ აზრს ვითვალისწინებთ. ხშირად დაეკითხეთ თანამედროვე ტრენდებზე. სხვათა შორის, ეს თქვენც მოგიტანთ სარგებელს და აზრების სწორად ფორმულირებაში დაეხმარებათ.

შენ ამას შეძლებ
ბევრი გზა არსებობს თქვენი შვილების თავდაჯერებულობლის ასამაღლებლად. ამგვარი სტრატეგიით ისინი თქვენს რწმენას იგრძნობენ, რაც მათ დამატებით მოტივაციას მისცემს.

შენ გადაწყვიტე
პასუხისმგებლობა, დამოუკიდებლობა და არჩევნის შესაძლებლობა ბევრი ახალგაზრდას სულიერი საზრდოა. ამ სიტყვებით თქვენ ნდობას და პატივისცემას გამოხატავთ. ამ სიტყვებით გამოხატავთ, რომ ბავშვი ცალკეული ინდივიდია, რომელსაც პატივს სცემთ.

განხილვა