in

რა უნარებია საჭირო წარმატებული პიარ მენეჯერისთვის და 10 ნაბიჯი,რომელიც არ უნდა გადადგათ!

პიარი უბრალოდ დარწმუნების ხელოვნებაა. დღეს ამ ფრაზას ხშირად გაიგებთ.  პიარი გრძელვადიან თანამშრომლობასა და ურთიერთობას მოიცავს.

PRამ “ხელოვნებას” რომ თავი წარმატებით გავართვათ არ უნდა დაგვავიწყდეს პიარის ფუნქციები : კრიზისისა და რეპუტაციის მართვა, სოციალური პასუხისმგებლობა, შიდა ურთიერთობები, მომწოდებლებთან კავშირი, ინვესტორებთან ურთიერთობა, ღონისძიებები, სპონსორობა, კორპორაციული საკითხები, შიდა გამოცემები და ა. შ.

pasha-statiebi
pasha-statiebi

წარმატებული მუშაობისთვის ამ ყველაფრის განხორციელებაა საჭირო. საამისოდ კი არსებობს პიარ ინსტრუმენტები : სპეციალური ღონისძიებები, კორპორაციული სტრუქტურა, საზეიმო ღონისძიებები, კვლევები, სემინარები , პრეს-რელიზები, ბროშურები და ა.შ

სპეციალისტები თვლიან, რომ მზა ფორმულების ცოდნის მიუხედავად, სპეციალური თვისებები და უნარებია საჭირო. პიარ სპეციალისტს უნდა ახასიათბეს :

ლოგიკური აზროვნება, ძლიერი ხასიათი, კრეატიულობა , ანალიტიკური აზროვნება, ადვილად ადაპტირებისა და რამდენიმე პრობლემასთან ერთდროულად გამკლავების უნარი. აუცილებელია სოციალური მეცნიერებების ცოდნა, მოქნილობა, იუმორი და დამოუკიდებელი შემოქმედებითი მუშაობის უნარი.

მთლიანობაში, პიარის ფუნქციების ცოდნასა და მისი ინსტრუმენტების სწორად გამოყენებას მოაქვს წარმატება.
სხვის შეცდომებზე სწავლა საუკეთესო გამოსავალია. სწორედ ამიტომ გთავაზობთ 10 ყველაზე საბედისწერო შეცდომას , რომელიც გამოცემა “All Business”-მა გამოაქვეყნა.  გამოცემის აზრით ეს არის 10 ნაბიჯი, რომელიც პიარ სპეციალისტმა არ უნდა გადადგას :

1. დროის არასწორად გადანაწილება – ამ სფეროში, ხშირად დროის ეფექტურად გადანაწილებაა ყველაზე დიდი პრობლემაა.

2. ცუდი სასაუბრო ენა – ჟარგონებით ან სპეციფიური ტერმინებით შთაბეჭდილებების მოხდენა შეუძლებელია. გამოიყენეთ მარტივი სასაუბრო ენა.

3. ცუდად დაწერილი პრეს-რელიზი – იგულისხმება წერისას დაშვებული შეცდომები, გაუმართავი წინადადებები და სტრუქტურა.

4. მოვლენებზე თვალყურის “ცუდად” დევნება – თუ გსურთ თქვენი კარგად გაიგონ, მზად იყავით დამატებითი შეკითხვებისთვისაც

5. ზომაზე მეტი რეკლამა და დისკუსია – გინდა, რომ იყო პოზიტიური, მაგრამ გადაჭარბებული სარეკლამო ინფორმაცია აღძრავს ეჭვს და უბრალოდ გამაღიზიანებელია.

6. პრეს-რელიზი ყოველგვარი მიზნის გარეშე – ეს დაახლოებით ბიჭისა და მგლის ისტორიას გავს, რომელიც მგლისგან ხსნას ითხოვდა და მართლა რომ მოვიდა მგელი, ყურადღება აღარავინ მიაქცია. თუ რელიზში მითითებული არ იქნება მთავარი მიზანი და ყოველ ჯერზე ასეთი სახით გააგზავნით, საბოლოოდ მას აღარავინ წაიკითხავს.

7. როცა თავად არ ეცნობი ადგილობრივ და საერთაშორისო ჟურნალ-გაზეთებს – პრესისთვის მუდმივად თვალყურის დევნებით ყოველთვის ინფორმირებული ხარ რა ხდება. ეს ორმაგ სარგებელს მოგიტანს. პირველი, შეგიძლია როგორც ადგილობრივი, ისე მსოფლიო მოვლენები შენს ღონისძიებას დაუკავშირო და მეორე, თავი არიდო დროში ცუდად გათვლილ მედია რელიზებს.

8. გეგმის ნაკლებობა – საზოგადოებასთან ურთიერთობა რთულია ყოველგვარი გეგმის გარეშე, როცა არ იცი რა იქნება შემდეგი ნაბიჯი. ყველაფერი უნდა განსაზღვრო სად, როდის და როგორ გააგრძელებ მოქმედებას. აასევე უნდა იყო მოქნილი და გქონდეს სათადარიგო გეგმა, იმ შემთხვევითვის თუ რომელიმე არ იმუშავებს.

9. არავითარი დახმარება! – ბევრი კომპანია უმარავ ფულს ხარჯავს ძვირადღირებული პიარ სააგენტოების დაქირავებაზე, რომელიც უბრალდო არ სჭირდებათ. თუმცა, ზოგი მხოლოდ საკუთარი ძალებით ცდილობს ყველაფრის გაკეთებას, ეს მეორე უკიდურესობაა და საჭიროა “ოქროს შუალედის” მოძებნა.

10. ერთ სივრცეში დარჩენა – ხშირად ბიზნესის წარმომადგელნები მხოლოდ ერთსა და იმავე მედია საშუალებებს ირჩევენ საკუთაირი თავის წარმოსაჩენად . არა და არსებობს ბევრი “სივრცე”, სადაც შეიძლება რომ ყურადრება მიიპყრო.



“თბილისელებს ტორტის ჭამა მე დავაწყებინე” – ბელა ქაძანაია

გერმანულ-ქართული საკონდიტრო ,,დიფენბახი”