14
Sep
2016

10 რამ, რისი ცოდნაც დამწყებ მეწარმეს წარმატების მიღწევაში დაეხმარება

14 Sep 2016

20160408164253-leadership-brain-games-play

pasha-statiebi
pasha-statiebi

Fortune 100-ის სიის კომპანიის ვიცე პრეზიდენტად მუშაობა და 48 000 საბოლოო მომხმარებლისთვის IT მომსახურების მიწოდება რთული სამუშაო იყო. ეს გრძელ სამუშაო საათებს, ბევრ ზეწოლას და რთულ მომხმარებლებს ნიშნავდა. მაგრამ ამ ყველაფრის მიუხედავად, ეს არაფერია იმ დროსთან შედარებით, როცა მეწარმეების რიგებს შევუერთდი და ჩემი საკუთარი ბიზნესი წამოვიწყე.

წარმოგიდგენთ 10 საკითხს, რომლის ცოდნასაც ვისურვებდი დღევანდელი გადმოსახედიდან ჩემი საქმიანობის დაწყებამდე და რაც ჩემი მეწარმისეული ცხოვრების პირველი წლების უკეთეს წარმართვაში დამეხმარებოდა.

  1. ნუ შექმნით ახალ პროდუქტს – გადაჭერით პრობლემა

ახალი პროდუქტების 42% კრახს განიცდის, რადგან ამ პროდუქტის საჭიროება არ არსებოს. დიახ, სწორედ 42% – რადგან ისინი არავის სჭირდება.

ასე რომ, ახალი და შესანიშნავი პროდუქტების შექმნის ნაცვლად პრობლემების გადაწყვეტაზე იფიქრეთ. თუ არსებობს პრობლემა, საჭიროებაც სახეზეა.

  1. დაივიწყეთ სწრაფი წარმატება

იმ კომპანიებსაც კი, რომლებიც ამაზონივით და იაჰუსავით სწრაფად ვითარდებიან, წარმატების მისაღწევად სულ ცოტა, სამი წელი სჭიდებათ, მათი უმრავლესობა კი ამ პროცესს 10 წლის განმავლობაში გადის. ასე რომ, თუ თქვენი მიზანი მილიარდიანი ბრუნვის სტარტ-აპის შექმნაა, გრძელი გზისთვის მოემზადეთ.

  1. თქვები სისუსტის ნაცვლად, თქვენს ძლიერ მხარეებზე ფოკუსირდით

თქვენი წარმატება დიდწილად არის დამოკიდებული თქვენს ძლიერ მხარეებზე. ამიტომაც, მეტი ყურადღება სწორედ აქეთკენ მიმართეთ. სისუსტეები ყველას გვაქვს, მაგრამ მათ შესავსებად ან გარე წყაროების გამოყენება შეგვიძლია, ან ისეთი სპეციალისტის დაქირავება, რომელიც ამ „სუსტ“ სფეროს ჩვენს მაგივრად მოუვლის. სისუსტეზე ფოკუსირებით იმ სფეროებს დაშორდებით, რაშიც ნამდვილად ძლიერი და საუკეთესო ხართ და შესაბამისად, დროს დაკარგავთ.

  1. შექმენით სწორი გუნდი

ყველაფერს ჩვენით ვერ აუვვალთ; დახმარება გვჭირდება, მაგრამ უნდა დავრწმუნდეთ, რომ ეს დახმარება, სწორედ ის არის, რაც გვჭიდება. წარუმატებელი სტარტ-აპების 29% სწორედ შეუსაბამო გუნდის გამო განიცდის კრახს. ასე რომ, თქვენი საჭიროებების შეფასებას და შემდეგ საჭირო ადამიანების დაქირავებას სათანადო დრო დაუთმეთ.

  1. თუ მარცხისთვის განწირული ხართ, დროს ნუ გაწელავთ

მარცხი პროცესის ის ნაწილია, რომელსაც არა მხოლოდ უნდა ელოდოთ, არამედ დაგეგმოთ კიდეც. საუკეთესო მიდგომა სწრაფი მარცხი, ადაპტირება და ხელახალი ცდაა. ყველაზე ცუდი, რაც კი შეგვიძლია გავაკეთოთ, ამ პროცესის გაწელვა და „საქმის შემობრუნების“ წერტილის იმედი და ლოდინია. სწრაფად უნდა მიხვდეთ, რა მუშაობს და რა პროექტის შეჩერებაა საჭირო.

  1. გაიაზრეთ თქვენი ღირებულებები

თუ თქვენი ღირებულებები თქვენ თვითონ არ გესმით, შეუძლებელია ადამიანებს თქვენგან რამე აყიდინოთ, რადგან ვერც კი მიხვდებიან თუ რას ყიდით.

რაც უფრო მარტივი და მკაფიო განაცხადი გექნებათ, მით ადვილი იქნება თქვენი კლიენტებისთვის თქვენი სერვისით სარგებლობის გადაწყვეტილების მიღება.

  1. კარგად გაიცანით თქვენი მომხმარებელი

საკუთარი იდეალური მომხმარებლის განსაზღვრას უამრავი მეწარმე ცდილობს. თუ ამ მარტივ კითხვაზე პასუხი არ გაქვთ, მარკეტინგზე ვერ იმუშავებთ. რაც უფრო ზუსტად განსაზღვრავთ თქვენს სამიზნე აუდიტორიას, მით მეტად მიზანმიმართული და წარმატებული იქნება თქვენი მარკეტინგი და შესაბამისად, მით უფრო დიდ გაყიდვებთანაც მიგიყვანთ.

  1. ყველა მომხმარებელი არ არის თქვენთვის

ყველას გაგვიგია გამოთქმა – „კლიენტი ყოველთვის სწორია“, რაც მუდამ უნდა გვახსოვდეს. მაგრამ ასევე უნდა გვახსოვდეს, რომ „ყველა კლიენტი არ არის სწორი კლიენტი“. არ უნდა შეგვეშინდეს იმ მომხმარებლებთან დამშვიდობება, რომლებთან გარიგებასაც მოგება არ მოაქვს, ან ის ძალისხმევა, რომელიც მასთან ურთიერთობას სჭირდება, აღემატება მისგან მიღებულ სარგებელს. კარგი და ცუდი პროდუქტების და კომპანიების მსგავსად, კარგი და ცუდი მომხმარებლების არსებობენ. უნდა გვახსოვდეს, რომ ეს ნორმალურია, დავივიწყოთ ისინი და მეტი აქცენტი ახალი, სწორი კლიენტების პოვნაზე გადავიტანოთ.

  1. ისწავლეთ სხვისი შეცდომებისგან

შეცდომა – სწავლის კარგი შესაძლებლობაა, მაგრამ სულაც არ არის აუცილებელი, ეს შეცდომა ჩვენვე დავუშვათ. სტარტ-აპების 80% წარუმეტებელია, ასე რომ, კარგად გაიაზრეთ მათი კრახის მიზეზები და დარწმუნდით, რომ მსგავსი ხაფანგების თავიდან არიდებისთვის ძალ-ღონეს არ დაიშურებთ.  ეს უმარავ დროს და ფულს დაგიზოგავთ და სტრესსაც შეგიმცირებთ.

  1. არ არის გაყიდვები – არ არის ბიზნესი

გაყიდვები ჟანგბადივითაა და მათი არ-არსებობის შემთხვევაში, ბიზნესიც არ არსებობს. პროდუქტის კარგი დიზაინი, მარკეტინგი, დაგეგმარება, დაქირავება, ბრენდინგი კარგია, მაგრამ მუდამ უნდა გახსოვდეთ, რომ ჩვენი მიზანი ფულადი ნაკადის შექმნაა და ამისთვის გაყიდვები გვჭირდება. ბიზნესი მხოლოდ კარგ იდეებს, პროდუქტების და სერვისს არ ნიშნავს.

დღეს ეს ყველაფერი კარგად ვიცი, მაგრამ როცა ვიწყებდი, სიბნელეში ხელის ცეცებით დავდიოდი.

კორპორაციულ გარემოში 25 წლიანი პრაქტიკამ ნამდვილად ვერ მომამზადა სამეწარმეო გზისთვის და ამ საკითხების გააზრებისთვის, რაც ჩემს დროს და ძალისხმევასაც დაზოგავდა და სწრაფ პროგრესშიც დამეხმარებოდა.

საინტერესოა, თქვენ რის ცოდნას ისურვებდით, როცა პირველად შედგით ფეხი სამეწარმეო პლატფორმაზე?

წყარო: Entrepreneur

web-rubrikis-sponsori-150dpi-01



განხილვა