in

სმარტფონი 10x ოპტიკური ზუმით

ელექტროტექნიკის მწარმოებელმა ჩინურმა კომპანიამ Oppo ჰიბრიდული 10x ოპტიკური ზუმის მქონე სმარტფონი დააანონსა. ამის შესახებ Mashable.com წერს. Oppo სმარტფონის წარდგენას 16 იანვარს დაგეგმილ ღონისძიებაზე აპირებს. გასულ წელს, კომპანიამ 5x ოპტიკური ზუმის მქონე სმარტფონი წარადგინა. 5x ზუმის შექმნა ჰორიზონტალური ლინზებისა და ოპტიკური, სტაბილიზატორი ტექნოლოგიის საშუალებით შეძლეს. თუმცა, წარმოებაში 5x ტექნოლოგია მაინც ვერ მოხვდა. ამასობაში, გამოვიდა iPhone X – 2x ზუმით, Huawei P20 Pro – 3x ოპტიკური ზუმით, 5x-მა კი მომხმარებლამდე ჯერაც ვერ მიაღწია. რა ბედი ელის 10x-ს, 16 იანვარს გახდება ცნობილი.

„კოკა – კოლა“ ფასიან ქაღალდებს გამოუშვებს 

საერთაშორისო გაყიდვების ინსტიტუტი „გაყიდვების მენეჯმენტის” კურსს იწყებს