in

ჰაბლის ტელესკოპმა 11 მილიარდი წლის გალაქტიკა აღმოაჩინა

ასტრონომთა ჯგუფმა გადაწყვიტა, 11 მილიარდი სინათლის წლის გალაქტიკა მეტად რთული ტექნიკით აღმოეჩინა და ამაში ჰაბლის კოსმოსური ტელესკოპიც დაიხმარა. იმის ნაცვლად, რომ შუქს დაჰკვირვებოდნენ, რომელსაც იგი ასხივებს, პირიქით, შთანთქმის პროცესზე დაკვირვება გადაწყვიტეს. მარტივად რომ გითხრათ, ეს ჩვეულებრივ ნათურაზე დაკვირვების მსგავსია, ჩვენ მას სწორედ იმ სინათლით ვხედავთ, რომელსაც ასხივებს და ასე ხდება კოსმოსურ ობიექტებზე დაკვირვების დროსაც. თუმცა არა, ამ შემთხვევაში.

M2
M2

და რატომ? როცა იგივე სივრცეში სხვა სინათლის წყაროებიც არსებობს, გალაქტიკაზე დაკვირვებისთვის სხვა გზის პოვნა ხდება საჭირო. ამ საპირისპირო ტექნიკისთვის ერთ-ერთი გამოსადეგი წყარო კი კვაზარები შეიძლება იყოს, რომლებიც ძალიან კაშკაშაა და სუპერმასიური შავი ხვრელებით იკვებება…

შთამნთქმელი გალაქტიკები რომ ვიპოვოთ, უპირველესად, კვაზარებს ვეძებთ, რომლებიც წითელია. რადგანაც ვარსკვლავის მტვერი შეიწოვს ლურჯ სინათლეს და არა — წითელს, თუ სადმე მტვრიანი გალაქტიკა იქნება, კვაზარიც გაწითლდება, — განმარტავს ჯოან ფინბო, ასტრონომი. 

მეცნიერებმა ეს კი მოახერხეს, მაგრამ უფრო რთულმა ამოცანამ იჩინა თავი — იმ გალაქტიკის შუქზე ნადირობამ, რომელიც თავადვე შთანთქავს სინათლეს. მოკლედ, კვაზარები იმდენად კაშკაშაა, რომ ამან ჩვენთვის საინტერესო გალაქტიკების შუქზე დაკვირვება გაართულა. 

სამწუხაროდ, მეცნიერებმა ჯერ ვერ დაადგინეს ის შუქი, რომელიც ახლად აღმოჩენილი 11 მილიარდი სინათლის წლის შთამნთქმელი გალაქტიკიდან მოდის, მაგრამ ის შთანთქმის ნიმუშები, რომლებიც სწორედ ამ ობიექტმა გამოავლინა, ნამდვილად შთამბეჭდავია — იმაზე მეტ სინათლეს შთანთქავს, ვიდრე სხვა მსგავსი გზით აღმოჩენილი გალაქტიკები. ეს კი იმას ნიშნავს, რომ შესაძლოა, ის ჩვენი გალაქტიკის მსგავსი იყოს… 

მეტიც, მეცნიერები გვეუბნებიან, რომ მას ასეთივე ნათელი მეზობელი შეიძლება ჰყავდეს. თავად ეს გალაქტიკა კი ვარსკვლავების დაბადების ადგილი უნდა იყოს, რომელიც იმდენად ახლოსაა შთამნთქმელ გალაქტიკასთან, რომ შეიძლება აქ გრავიტაციული კავშირიც არსებობდეს… ამასთან, დიდი ალბათობაა იმისა, რომ ამ ორ გალაქტიკას ისეთი გალაქტიკების ჯგუფიც ჩამოეყალიბებინა, რომელიც ირმის ნახტომის სამეზობლოს მსგავსია. ამ ყველაფრის გასარკვევად კი მეცნიერები მომავალში ამ ადგილზე Nordic Optical Telescope-ით სტუმრობას აპირებენ.

„ინტერნეტში არავინ იცის, რომ ძაღლი ხარ“ — როგორ შეიქმნა ცნობილი ილუსტრაცია?

როგორ შევქმნათ ემოჯების კომბინაცია?