in

გაფილტრე და იბატონე! – ანუ 11 ქართული ბრენდი, რომელსაც instagram-ზე უნდა აედევნო

ინსტაგრამი ონლაინ მაღაზიას ჰგავს. შედიხარ და ყიდულობ ზუსტად იმ კონტენტს, რომელიც მოგწონს. და გთავაზობენ ისეთ პროდუქტებს, რომლებიც, დიდი ალბათობით, შენთვის შესაფერისი იქნება. გამოდის, რომ ამ სოციალურ ქსელში, ასე თუ ისე, იმის ფუფუნება გაქვს, მიიღო ზუსტად ის, რაც გინდა. მოკლედ, გაფილტრო და იბატონო შენს იდეალურ სამყაროში, სადაც პოსტებს Clarendon-ის (Canva-ს კვლევით, საქართველოში ყველაზე პოპულარული ინსტაგრამ ფილტრის) ელფერი დაჰკრავს, ან თუნდაც, Amaro-სა თუ Juno-სი.

BOG
BOG

მოდა, თავის მოვლა, მოგზაურობა, კულინარია, ფიტნესი, ინტერიერი, ხელოვნება… „გუგლს“ თუ დავუჯერებთ, ეს იმ თემების ჩამონათვალია, რომლებიც „ინსტაგრამზე“ ადამიანებს ყველაზე მეტად აინტერესებთ. და სანამ ჭიქა კაპუჩინოს, გარუჯული წვივის, ბრჭყვიალა ზედის, გამოკვეთილი, მე-6 კუბიკისა თუ შენი #კულინარიული #შედევრების ფოტოებს აქვეყნებ, ბრენდები გაკვირდებიან, შენთან საკომუნიკაციო ენას სწავლობენ და ძალისხმევას არ იშურებენ, რომ ერთხელ და სამუდამოდ, სწორედ მას აედევნო. ისე, რომ მისი გვერდის „ჩამოუსქროლველად“ ვეღარ ძლებდე.

თუ შენი ცერა თითი, სმარტფონში, Instagram-ის ღილაკს ხშირად აწვება და ამასთან, შენი ნიუს ფიდის განახლებაზე უარს არ იტყოდი, ნება მოგვეცი, გირჩიოთ, რომელ გვერდს და რატომ უნდა აედევნო:

  1. რომელს, თუ არა Buyers-ს? ხუთოსანი გვერდი, რომელიც ყოველთვის ორგანიზებულია. გარდა იმისა, რომ მისი ვიზუალური კონტენტის სქროლვა ძალიან სასიამოვნოა, პლატფორმა მოდის მსოფლიო ტრენდების გათვალისწინებით კვებავს პოტენციურ აუდიტორიას. გვერდზე, უფრო ხშირად, ქალებისთვის განკუთვნილ კონტენტს წააწყდები, თუმცა Buyers-ის პლატფორმაზე, მამაკაცებისთვისაც არაერთი პროდუქტი მოიძებნება.
  2. More is love-ის Instagram-გვერდი ორიგინალურობითა და ესთეტიკით ნამდვილად გამოირჩევა. შთაბეჭდილება გრჩება, რომ თითოეულ პოსტზე ბევრია ნაფიქრი. ფოტოები ისეა განაწილებული, რომ ჰორიზონტალური ხაზის სამეულში, ფერებსა და ტონებში, ბალანსი იყოს. ეს გვერდი, დიდი შანსია, შენი ჩაცმის სტილისა თუ ინსტაგრამის პირადი გვერდის გამრავალფეროვნების წყარო აღმოჩნდეს.
  3. They said Books – ახალი, კონცეპტუალური მაღაზიაა, სადაც განსაკუთრებული წიგნები და განსხვავებული ნივთები დაგხვდება. წიგნები კულინარიაზე, სასმელებზე, მანქანებზე, ასევე, სამოგზაურო გაიდები და ინდი ჟურნალები… თუმცა, გარდა წიგნებისა, იმის გათვალისწინებით, რომ ბრენდის კონცეფცია მაღაზიიდან მომდინარეობს, აქ ყავას, ჭიქას, სკამსა თუ უბრალოდ, ლამაზ ნივთებსაც შეიძენ.
  4. თავის მოვლის საშუალებებისა თუ ტანსაცმლის ბრენდები, ინტერიერისთვის საჭირო ნივთები, კინო, ბოულინგი, სწრაფი კვების ობიექტები, იაპონური, ბერძნული, ქართული ტრადიციული სამზარეულოს მცირე ნაწილი – აქ ყველაფერს ნახავ… „გალერია თბილისში“. ერთი გვერდის გამოწერით კი, უამრავი სხვა სფეროს დამატებით ინფორმაციაზე მარტივად წვდომის შესაძლებლობას იღებ. თანაც, ლამაზი ფოტო-ვიდეომასალით.
  5. თუ მუსიკალურ ფესტივალებსა და გამოფენებზე სიარული გიყვარს, ერთ დღეს, ამ გვერდზე, სრულიად შემთხვევით, საკუთარი თავიც კი შეიძლება აღმოაჩინო… როგორც არტისტმა, ან როგორც მსმენელ-დამკვირვებელმა. „თიბისი სტატუსი“ მრავალფეროვან, სხვადასხვა ფორმატის კონტენტს ქმნის. აქ გადააწყდები ვაიკლეფ ჯინის მუსიკალურ „გამარჯობას“, The Chemical Brothers-ის აპლოდისმენტებს, ვიდეოსიუჟეტს მერიკო გუბელაძის კულინარიულ შესაძლებლობებზე თუ მუსიკოს ნიკა მაჩაიძის კომენტარს, ქართველების განათლებაზე. მოკლედ, „მეტი დრო ცხოვრებისთვის“ თუ გაქვს, ამ გვერდისგან ბევრ საინტერესო ინფორმაციას მიიღებ.
  6. Studio +- არქიტექტურის, ინტერიერისა და ავეჯის დიზაინს ქმნის. მხოლოდ Pinterest-ზე რომ არ ეძებო სახლისა და ოფისის დიზაინის კრეატიული გადაწყვეტები, ვფიქრობთ, ქართველი არქიტექტორების, ელისაბედ ზაუტაშვილისა და ნატო ბაგრატიონის ნამუშევრებიც დაგეხმარება ამაში. 
  7. განხორციელებული ფლორისტული იდეები – ჯერ კიდევ 3 წლის წინ, როდესაც ადამიანები ყვავილებს ჭრაჭუნა პოლიეთილენის პარკებში ფუთავდნენ, სკოჩავდნენ და ხის ჯოხებზე ამაგრებდნენ, ჟან პიერ ჟენეს ფილმ „ამელიზე“ შეყვარებულმა მეგობრებმა ყვავილების მაღაზია – Amelie Flowers Shop გახსნეს. თუ ყვავილები გიყვარს, ან ის გიყვარს, ვისაც ყვავილები უყვარს, ეს გვერდი აუცილებლად უნდა გამოიწერო. 
  8. ქალისა და მამაკაცის თანასწორობის მატერიალიზება – ეს არის Zoma – უნისექსი და არამხოლოდ, სამოსით. ვისაც გენდერული საკითხები გაწუხებთ და ამასთანავე, სპორტულ-კლასიკური სტილის ნაზავი თქვენთვის ახლობელია, არჩევანი თქვენზეა!
  9. შეიძლება ითქვას, „ზომას“ სამოსში გამოწყობილი, Lolita-ს არაოფიციალურ დრესკოდს ნამდვილად მოერგები. ამიტომ, სადაც „ზომა“, იქაც – „ლოლიტა“. თან გასტრონომიულ სურვილებსაც აისრულებ, ვირტუალურად. 
  10. საუზმის რეცეპტები, სწორად შერჩეული სპორტული ტანსაცმელი თუ საკვები დანამატები, მზის მისალმების შემადგენელი პოზები, ვარჯიშით გამოწვეული დაზიანებების თავიდან არიდების გზები… ჩვეულებრივი მოკვდავებისა და არა – გამომწვევი ათლეტების, ვარჯიშთან დაკავშირებული პირადი ისტორიები – ფიტნესცენტრი „წრე“ ჯანსაღი, აქტიური ცხოვრების წესის მიმდევრებისთვის სასარგებლო კონტენტს ქმნის. „ჩვენი მისია მარტივია: ადამიანები იმ ენერგიით დავმუხტოთ, რომელსაც ისინი ყოველდღიურობაში, ცხოვრებისეული მიზნების მისაღწევად გამოიყენებენ“.
  11. ბოლოსთვის, სულ ახალი ბრენდი შემოვინახეთ. კაფე, რომელიც ორშაბათიდან გაიხსნება და მისი ვიზუალური კონტენტით თუ ვიმსჯელებთ, Daphna-მ იმედები არ უნდა გაგვიცრუოს. ეს შესაძლებლობაა, ინსტაგრამზე ერთ-ერთი პირველი იყო, რომელიც ძიების პროცესში, ყოველთვის რაღაც ახალსა და განსხვავებულს პოულობს და ჩვენი დახმარებით, „დაფნას“ დაუმეგობრდე.

#აბა, რომელს აედევნე?

რობოტი, რომელიც თქვენ არ ყოფნაში ძაღლს, ან კატას მოუვლის

TheArtGorgeous-ის 5 აუცილებლად სანახავ არტ-ბაზრობაში Tbilisi Art Fair მოხვდა