4
Feb
2019

11 კითხვა, რომელსაც საუბრის დაწყებისას, საინტერესო ადამიანები აუცილებლად სვამენ

4 Feb 2019

კომპანიის წვეულებაზე, ნეთვორქინგ შეხვედრაზე სავალდებულო, უხერხული სიჩუმისგან ასარიდებელი კითხვები ყველას დაგვისვამს და მოგვისმენია, ხომ: „რას აკეთებ“, „საიდან ხარ“ – არაფრის მომცემი დიალოგი, რომელიც ძალიან სწრაფად მთავრდება და მისი ავტორიც, მორიგი მსხვერპლის საძებნელად მიემართება. ზოგს ურჩევნია ასეთი საუბრები, ზოგიერთი კი, რაღაც უფრო საინტერესოს ეძებს და ცდილობს, ახლად გაცნობილი ადამიანისგან რაღაც ღირებული მოისმონოს.

statiebi-bog
statiebi-bog

მეცნიერებას თუ დავუჯერებთ, სოციალურ კავშირებს ცნობისმოყვარეობა ამყარებს. ჯორჯ მეისონის უნივერსიტეტის პროფესორმა, ტოდ კაშდანმა და მისმა კოლეგებმა აღმოაჩინეს, რომ ადამიანები მეტ სიახლოვეს გრძნობენ ინდივიდებთან, რომლებიც მათ მიმართ ცნობისმოყვარეობას ამჟღავნებენ. როცა სხვა ადამიანს შეკითხვებს უსვამ, რომ მის შესახებ მეტი გაიგო, ისინი უფრო და უფრო მეტს გიყვებიან და საპასუხოდ, შენც იმავეს გეკითხებიან.

ზოგიერთ კომპანიას, შიდა შეკრებებისთვის საკუთარი წესებიც კი აქვს, მაგალითად, ჰონგ-კონგის ერთ-ერთ სტარტაპს, ვახშმის დროს, აკრძალული აქვს ტელეფონები და არაფრისმთქმელი საუბრები. ადამიანებს თავიანთ თავზე საუბარი უყვართ. ამიტომ, თუ მათ რაიმე ღირებული აქვთ სათქმელი, ეს დამატებით ღირებულებას შესძენს დიალოგს. ინიციატივის გამოჩენა და კითხვების დასმა კი, შეკრებილ ადამიანებში ყველაზე საინტერესო ადამიანად წარმოგაჩენს.

თუმცა, სანამ საკუთარ თავზე აიღებ კითხვების დასმის პასუხისმგებლობას, უნდა იცოდე სოციალური ჩართულობის 4 წესი:
1.  დასვი თავისუფალი შეკითხვები, რომ თანამოსაუბრე არ შეიზღუდოს
– მაგალითად, ისეთი, მოგზაურობაზე რომ დაიწყოთ საუბარი, ან ვინმეს განსაკუთრებულ ნიჭზე და ა.შ.
2. შეარჩიე პოზიტიური კითხვები: პოლიტიკურ, რელიგიურ განცხადებებს, რომლებმაც შესაძლოა, არაერთგვაროვნება გამოიწვიოს, მოერიდე. ადამიანს შესაძლებლობა მიეცი, გესაუბროს იმაზე, რაც მას აღაფრთოვანებს;
3. დარწმუნდი, რომ შენი კითხვებით თანამოსაუბრეს თავს მნიშვნელოვნად აგრძნობინებ: რას აკეთებს, როგორ და რატომ? ასეთი კითხვებით, შენი პირველივე შთაბეჭდილება პოზიტიური იქნება;
4. შეარჩიე აიტუაციის შესაფერისი კითხვები: როგორი განწყობა აქვს თანამოსაუბრეს, რას ფიქრობს იქ არსებულ სიტუაციაზე, მოამზადე ნიადაგი საინტერესო დიალოგისთვის.

რაც შეეხება 11 კითხვას, რომელიც დიალოგს ჩვეულებრივი, მომაბეზრებელი საუბრისგან განსხვავებულად წარმართავს: 

1. მომიყევი შენ შესახებ;

2. როგორია შენი ბიზნესისტორია?

3. ამ მომენტში რა აღგაფრთოვანებს?

4.  რა არის ის ყველაზე მნიშვნელოვანი რამ, რაც ფიქრობ, რომ შენ შესახებ უნდა ვიცოდე?

5. ამჟამად, რას კითხულობ?

6. რა არის მამოძრავებელი ძალა შენს ცხოვრებაში?

7. შეგიძლია, გაიხსენო საუკეთესო რამ, რაც ამ წელს, თვესა თუ კვირაში შეგემთხვა?

8. შეხვედრის შესაძლებლობა რომ გქონდეს მასთან, ვისაც აქამდე არასდროს შეხვედრილხარ, ვინ იქნებოდა, რატომ და რას ეტყოდი?

9. შენი ცხოვრების განმავლობაში, როდის და სად იყავი ყველაზე ბედნიერი?

10. აბსოლუტური ჭეშმარიტების, სრული სიმართლის გაგება რომ შეგეძლოს ერთი შეკითხვით, რას იკითხავდი?

11. შემიძლია, ახლა რამით დაგეხმარო? (რეალური დახმარების შეთავაზება, რომელიც ორმხრივად სასარგებლო და საინტერესო იქნება).



განხილვა