in

11 წლიანი მოღვაწეობა ქართულ და არამარტო ქართულ ბაზარზე!

ბრენდი, რომელიც არავის ავიწყდება  – Myvideo.ge დღეს 11 წლის გახდა! 2006 წლიდან დღემდე ვიდეო პორტალი ლიდერის პოზიციაზეა. 2006 წლიდან myvideo.ge-ს სერვისების ჩამონათვალი მკვეთრად გაიზარდა ,  დაემატა ისეთი ფუნქციები როგორიცაა: მუსიკა, ვიდეოს მოჭრისა და  გადმოწერის ფუნქცია,  LIVE სტრიმინგი (2012 წელს), ბრენდირებული არხები და პარტნიორული სისტემა – რომელიც მომხმარებელს აძლევს საშუალებას  მიიღოს შემოსავალი მისი ვიდეორგოლების გავრცელებით.

bog
bog-mob

პარტნიორული სისტემის საშუალებით თანხის გაცემა პირველად  2013 წელს მოხდა. myvideo.ge-ს ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით დამზადდა მობილური აპლიკაცია myvideo mobile TV, როგორც  IOS-ის,  ასევე Android-ის ოპერაციული სისტემებისთვის.  აპლიკაციის მეშვეობით მომხმარებელს საშუალება აქვს მობილური ტელეფონიდანაც უყუროს  myvideo.ge-ზე განთავსებულ  სხვადასხვა  ქართულ ტელეარხებს. myvideo.ge არა მხოლოდ სამომხმარებლო, არამედ სარეკლამო ბაზარზეც ინარჩუნებს ლიდერის პოზიციას ინტერნეტ სივრცეში.

დღევანდელი მონაცემებით პორტალს ჰყავს 1 422 849 მეტი რეგისტრირებული მომხმარებელი, 800-ზე მეტი რეკლამის დამკვეთი და პარტნიორი ორგანიზაცია, რომლებიც სტაბილურად თანამშრომლობენ წლების მანძილზე.

Myvideo.ge მუდმივად ზრუნავს, როგორც პროფესიულ, ასევე ტექნოლოგიურ განვითარებაზე,  ყოველთვის ვითარდება და გამოცდილებას იძენს საკუთარ მომხმარებელთან ურთიერთობის პროცესში.

„ჩვენ ვიცით როგორი იქნება ინტერნეტი წლების შემდეგ და ჩვენ აუცილებლად ვიქნებით იქ“

[R]

რას სთავაზობს „რეგუსის“ თბილისის ფილიალი მომხმარებლებს ?!

#დაზოგეწყალი! სტრიტ არტი თბილისში!