in

McDonald’s-ის პრინტ კამპანია 1,100 LED ნათურის გამოყენებით

McDonald’s-ის 3 კერძის – ბიგმაკის, კარტოფილი ფრისა და ნაყინის ფორმის ფიგურები – პრინტი შეიქმნა, სააგენტო TBWA-ს დახმარებით და პრინტებს თან 1,100 LED ნათურა ახლავს. ფორმების აწყობაზე ფრანგმა სკულპტორმა, ოლივიერ ფავარატმა იმუშავა, ხოლო, რაც შეეხება ფოტოების გადაღებას, ისინი ხელოვან ჰელმუთ სტელცენბერგერს ეკუთვნის. პოსტერები bokeh ფორმატით არის დამუშავებული, რაც ძირითადი სივრცის „გაბლარვას“ გულისხმობს, სწორედ ამიტომ არის სურათები განსხვავებული. ახალი პრინტ კამპანია თავისი მომნუსხველი სხივებით კარგად გამოხატავს McDonald’s-ის მთავარ სათქმელს – კომპანიის რესტორნები ღამის საათებშიც ხელგაშლილი ელის მომხმარებელს და სთავაზობს თავის უგემრიელეს მენიუს.

BOG
BOG

რა მოხდება მაშინ, მშობლებს ბავშვებმა რომ შეურჩიონ სამოსი?! – #KidsRevenge ბავშვებისკენ

სემინარები, ვორქშოპი და ხმაურიანი წვეულება! ნახეთ, როგორი იყო Ad Black Sea 2017-ის მეორე დღე!