in

112-ის გადასახადი უქმდება 

საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებით, 112-ის საკომისიო მოსაკრებელი უქმდება. აქამდე მოქმედი წესის მიხედვით, ფიზიკური პირი, ვინც თვის განმავლობაში მობილურ ტელეფონზე 5 ლარზე მეტ თანხას ხარჯავდა, სახელმწიფო, ბალანსიდან, 112-ის საკომისიოს სახით, 20 თეთრს, იურიდიულ პირსა და ორგანიზაციას კი 50 თეთრს აჭრიდა.

photo credit: 112 საქართველო

მოსარჩელე მხარის, „საქართველოს ადვოკატთა ჯგუფის“ არგუმენტებით: აბონენტს 112-ის მომსახურების საფასური ეკისრებოდა მისი ნების მიუხედავად, რაც არღვევდა საკუთრების უფლებას. გარდა ამისა,  საკუთრების უფლებაში ჩარევა ხორციელდებოდა არა კანონის, არამედ მთავრობის დადგენილების საფუძველზე, რაც ფორმალურად ეწინააღმდეგებოდა კონსტიტუციის მოთხოვნებს. ამასთან, ფიზიკურ და იურიდიულ პირებს შორის ტარიფის სხვაობას არ გააჩნდა ობიექტური საფუძველი და შესაბამისად, იყო დისკრიმინაციული. სწორედ ამიტომ, სასამართლომ, აბონენტებისთვის 112-ის მომსახურების საფასურის გადახდა არაკონსტიტუციურად ცნო.

მიღებული გადაწყვეტილების აღსრულება, სასამართლომ, 2019 წლის 31 დეკემბრამდე გადაავადა.

„სადავო ნორმების ძალადაკარგულად ცნობის შედეგად, 112 დაკარგავდა დაფინანსების ძირითად წყაროს, რასაც შესაძლოა, საფრთხე შეექმნა მნიშვნელოვანი საჯარო ინტერესებისთვის.  ამდენად, საკონსტიტუციო სასამართლომ 2019 წლის 31 დეკემბრამდე გადაავადა სადავო ნორმების ძალადაკარგულად გამოცხადება, რათა საქართველოს პარლამენტს და საქართველოს მთავრობას მიეცეთ გონივრული შესაძლებლობა, საქართველოს კონსტიტუციით დადგენილი სტანდარტების შესაბამისად მოაწესრიგონ აღნიშნული“.

ემოცია ყველასათვის გასაგებ ენაზე – Spitfire Media-ს ნამუშევარი

ჯორჯიან ეარვეისის კრიზისული მენეჯმენტის სტრატეგიული გადაწყვეტილება