in

#თაობა – 11TH – საგანმანათლებლო სივრცე მუსიკით დაინტერესებული ადამიანებისთვის


თბილისში უკვე აქტიურად მიმდინარეობს ალტერნატიული საგანმანათლებლო სივრცეების ფორმირება. ადამიანები მუდმივად იაზრებენ რომ საჭირო ალტერნატივის შემთხვევაში, სადაც პრაქტიკულ გამოცდილებას საინტერესო პერსონებთან ერთად მიიღებ – დროს ეფექტურად გამოიყენებ და შესაბამისად საჭირო პროფესიასაც მონდომების შემთხვევაში ადვილად დაეუფლები. #თაობა წარმოგიდგენთ ინტერვიუს 11TH კომუნის ავტორებთან – Vodkast Records-ის დამფუძნებელთან – Zurkin  და BASSIANI-ის რეზიდენტთან NDRX-თან – რომლებიც სივრცის არსზე დეტალურად გვესაუბრებიან.

M: რა არის თქვენი სივრცის ძირითადი კონცეფცია?

11TH არტისტების მიერ დაარსებული კომუნაა, რომლის შექმნის იდეა და მოტივაცია გახლდათ ის, რომ მეგობრებს გვქონოდა თავისუფალი სამუშაო სივრცე, სადაც კომფორტულ გარემოში შევძლებდით ჩვენი იდეების დაუბრკოლებლად განხორციელებას. მნიშვნელოვანი იყო ასევე ერთობლიობა, ერთ სივრცეში, კარის მეზობლებად თავმოყრილი არტისტები უფრო მარტივად გავცვლიდით საინტერესო აზრებს, დავეხმარებოდით ერთმანეთს და შესაბამისად მეტად განვვითარდებოდით, რაც ყველასთვის სასარგებლო იქნებოდა და ამით, საბოლოოდ, საერთო საქმე გაკეთდებოდა.

M: არსებული მდგომარეობით, იდეა DJ სკოლასა და პოდკასტების სერიას აერთიანებს, გეგმავთ თუ არა დროთა განმავლობაში სხვა სახის შემსწავლელი კურსების დამატებას ან სივრცისთვის სხვა დატვირთვის შეძენას?

აქტიურად მიდის მუშაობა თეორიული ლექციების დამატებაზე. იმის გათვალისწინებით, რომ სწავლის პროცესი მეტწილად პრაქტიკული ხასიათისაა, ვფიქრობთ თეორიული ნაწილის მასთან კომბინირება ძალიან წაადგებათ მომავალ დიჯეებს. ასევე მუსიკის წარმოების კურსის (music production) დამატების იდეა გვაქვს, მაგრამ ეს კიდევ უფრო სამომავლოდ.

M: რას მოიცავს DJ სკოლის პროგრამა და ვინაიდან სავარაუდოდ ბევრი მსურველი იქნება, რამდენი ადამიანი შეეცდება საქმიანობის საფუძვლები ასწავლოს?

პროგრამა ორთვიანია და როგორც აბსოლუტურად დამწყებ, ასევე შედარებით გამოცდილ დიჯეებზეა მორგებული. ამჟამად კურსს სამი ადამიანი უდგას სათავეში – BASSIANI-ს რეზიდენტები Ndrx და Kancheli და Vodkast Records-ის დამფუძნებელი Zurkin. მაქსიმალურად ვცდილობთ ამ მოკლე დროში ყველა ის ძირითადი უნარ-ჩვევა გამოვუმუშაოთ მოსწავლეებს, რაც მათ მომავალში სწორი მიმართულებით განვითარებაში დაეხმარებათ.

 

M: როგორ ფიქრობთ თბილისის ამჟამინდელი სივრცეები რამდენად ქმნის იმის გარემოს, რომ მომავალში თქვენმა სკოლის მოსწავლეებმა თვითრეალიზაცია ადვილად მოახდინონ?

არსებული მდგომარეობით, ჩვენი სკოლის მოსწავლეების გარკვეული ნაწილი უკვე გამოჩნდა თბილისის სხვადასხვა კლუბებსა და სივრცეევში. მართალი გითხრათ, ამ შედეგის ასე სწრაფად დადგომას ჩვენც არ ველოდით და სასიამოვნოდ გაკვირვებულები ვართ.

M: არის თუ არა დაგეგმილი სკოლის კურსდამთავრებულების მიერ გარკვეული Showcase-ის მოწყობა უფრო ფართო აუდიტორიისთვის?

რადგანაც ჩვენი კურსის მიზანი მოსწავლეებისთვის საბაზისო განათლების მიცემაა და არა რომელიმე კლუბში მათი გამოჩენა, სულ ვცდილობთ რომ მათ არასწორი წარმოდგენა არ შეექმნათ დიჯეობაზე და ზოგადად ამ მოკლე კურსზე. ყველა მოსწავლესთან ვთანხმდებით, რომ დიჯეობისკენ მიმავალი მთავარი გზა ამ საწყისი განათლების მერე იწყება, რაც მათი მხრიდან თავდაუზოგავ შრომასა და მრავალწლიან პრაქტიკას მოითხოვს.


სახის გამწმენდი ნიღბები “ვარსკვლავური ომების” პერსონაჟების გამოსახულებებით

#პირველინამუშევარი – დიზაინერი თენგიზ ბეგოიძე (ბეგო)