29
Jan
2019

17-19 აპრილს საერთაშორისო სარეკლამო ფესტივალი White Square გაიმართება

29 Jan 2019

ბრიტანულმა ჟურნალმა The Independent მინსკი ევროპის იმ ქალაქებს შორის დაასახელა, რომელსაც 2019 წელს უნდა ეწვიონ ტურისტები. ამის მიზეზი, ერთი მხრივ, 2019 წლის ევროპული თამაშებია, რომელიც 21-30 ივნისს გაიმართება მინსკში. ამას ერთვის ოცდაათდღიანი უვიზო რეჟიმი, რომელიც ტურისტებს ქალაქის განახლებული ნაწილის დათვალიერების საშუალებას მისცემს. წლის უმნიშვნელოვანეს მოვლენებს შორისაა სარეკლამო ფესტივალი White Square, რომელიც 17-19 აპრილს გაიმართება. ფესტივალი უკვე მეთერთმეტედ ტარდება და აერთიანებს მონაწილეებს ოცდაათზე მეტი ქვეყნის გარშემო. ფესტივალის მიზანია გამოავლინოს გასული წლის საუკეთესო ნამუშევრები კრეატივის, ბრენდინგის, მარკეტინგისა და ციფრული მიმართულებით.

mBank QR
mBank QR

ფესტივალზე განაცხადების შეტანა უკვე დაწყებულია და 29 მარტამდე გაგრძელდება. განაცხადის გასაგზავნად ეწვიეთ ვებგვერდს ADFEST.BY.

განაცხადები მიიღება შვიდი ძირითადი მიმართულებით, რომელიც, თავის მხრივ, ოცდაერთ ნომინაციად არის დანაწილებული: Creativity, Branding, Marketing, Digital, Creative Effectiveness, Media, Social advertising.

ნამუშევრებს საერთაშორისო ჟიურის ექვსი გუნდი შეაფასებს. ჟიურის წევრები წარმოადგენენ ოცზე მეტი ქვეყნის საერთაშორისო კრეატიულ სააგენტოებს. ბევრ მათგანს საერთაშორისო ჯილდოც აქვს მოპოვებული, მათ შორის კანის ლომების ფესტივალზე.

ფესტივალზე საუკეთესო სოციალურ რეკლამას გადაეცემა გრან პრი. გრან პრის მფლობელს ჟიურის პრეზიდენტები აირჩევენ.

კონკურსის პარალელურად, ფესტივალზე სამდღიანი საგანმანათლებლო პროგრამა იქნება წარმოდგენილი, 70-ზე მეტი აქტივობის სახით. მათ შორის, მასტერკლასები, ვორკშოპები, პროფესიონალი სპიკერების ლექციები, გასართობი ღონისძიებები და ა.შ.

განხილვა