in

12 AI ხელსაწყო, რომლებიც საქმის კეთებას გაგიმარტივებთ – გური სიჭინავას რჩეული პროდუქტები

AI ხელსაწყოებით განებივრებულები კი ვართ, თუმცა ვერ ვიტყვით, რომ ყველას ChatGPT-ის მსგავსად ვიცნობთ ან ვიყენებთ, არადა ყოველდღიურობის გამარტივებას და კარგ დამხმარე ასისტენტობას გვპირდება. ეს იმის ბრალია, რომ არ ვიცით, როგორ მუშაობს პრაქტიკაში და არც ბევრი გაგვიგია მათზე. თუმცა ახლა ამ ამბის გამოსწორებას Staff Product Designer-ი გური სიჭინავა აპირებს, იმ AI ხელსაწყოებზე გვიყვება, რომლებსაც თითქმის ყოველდღიურად თავადვე იყენებს:

1. Claude AI — თითქმის ყველაფრისთვის შეგიძლიათ გამოიყენოთ, იქნება ეს ტექსტების გენერირება, რედაქტირება, მათემატიკური თუ პროგრამული ამოცანები. შეგიძლიათ თქვენი პროექტის შესახებაც მოუყვეთ და მასთან ერთად ეძიოთ შემოქმედებითი იდეები.

2. Amie AI — ახლახან ახალი ფუნქციები დაემატა, მათ შორის Note-ების შექმნა და შეხვედრების ჩაწერა 10 ენაზე, რომლიდანაც შეგიძლიათ სხვა ხელსაწყოებიც მიაბათ და კონკრეტული ქმედებები შეასრულოთ. როგორც გური ამბობს, მას Linear-ში, შეხვედრის შემდეგ, ამოცანების დასამატებლად იყენებს.

3. ChatGPT, o1, o3 — კვლევისა და განვითარების ფაზისთვის გამოგადგებათ, თუმცა შეგიძლიათ, მას იდეებისთვის და რეპორტის შესაქმნელად მიმართოთ ხოლმე.

4. Granola AI — თუ გურის დავუჯერებთ, ყველაზე კარგი Video meeting note keeper გახლავთ, რომელსაც მთლიანობაში Amie ჯობს, თუმცა სიჭკვიანის დონეზე გრანოლა უკეთესია: ვიყენებ ყოველდღე, ყველა შეხვედრას ვიწერ და აანალიზებს.

5. V0 by Vercelჩემი Front-end უნარების ჩასანაცვლებლად ვიყენებ, როცა კოდის წერა მეზარება და მირჩევნია, რაღაც უფრო სწრაფმა ჩამინაცვლოს. თუმცა ჯერ პირად პროექტებზე გამოვცადე და ფართოდ არ გამიტესტავს.

6. Lovablev0-ს მირჩევნია, ბევრად ჭკვიანი და კარგია. ახლა ვცდილობ, კონკრეტულ სტარტაპზე მუშაობისას ამ ხელსაწყოთი მთლიანად ჩავანაცვლოთ front-end და შემდეგ ვნახოთ, რა გამოვა.

7. Krea AI — ხელოვნური ინტელექტის ამ მოდელით ფოტო მანიპულაციების გაკეთება შეგიძლიათ, თუ გსურთ Trained data-ც გექნებათ და ნებისმიერი ობიექტის ჩასმაც შეგეძლებათ არსებულ ფოტოში.

8. Runway — ვიდეოების შექმნაში შეგიძლიათ, დაიხმაროთ.

9. Sparkle AI — მოკლედ, ფოლდერების და ფაილების დასახარისხებლად იდეალური ხელსაწყოა, ყველაფერს ავტომატურად აკეთებს და როცა რაიმე ახალს ამატებთ, იმასაც ჩვეულებრივ, თქვენი ზედმეტი ძალისხმევის გარეშე, ინახავს. 

10. Grok AIროცა X-ზე სქროლვა მეზარება, მაშინ ვიყენებ შეჯამებისთვის ან მაშინ, როცა კონკრეტულ პირზე ან პოსტზე მჭირდება მეტი ინფორმაცია. საკმაოდ ეფექტურია, როცა ძებნა გეზარება.

11. Fullmoon.app — ღია რესურსია მათთვის, ვისაც სურს, LLM-ები ლოკალურად გაუშვას iOS-სა და Mac-ზე. თუმცა ჯერ სატესტო რეჟიმშია. 

12. Wispr Flow AI — ჩამონათვალში ბოლო ადგილს იკავებს, გური კი მას შემდეგნაირად აფასებს: წერა მეზარება და ეს ჩემთვის ტოპ ხელსაწყოა, რადგან voice to text-ს ყველა აპლიკაციაში გვთავაზობს, რომელსაც input field აქვს. თან პირდაპირ არ გადააქვს, თუ რამე გრამატიკულად შეგეშალა, გისწორებს“.

გამოდის, სწორად შერჩეული AI ხელსაწყოებით შეგვიძლია, მეტად პროდუქტიული გავხდეთ, გავაკეთოთ საქმე სწრაფად და მარტივად. თუმცა, როგორც გური ამბობს, შერჩეული ხელსაწყოების სწორად გამოყენებაც მნიშვნელოვანია, AI-ს ადამიანივით უნდა მივუდგეთ, გავაგებინოთ ჩვენი საქმისა თუ იდეის შესახებ, რადგან სწორედ ეს არის ამ პროგრამების შექმნის არსი…

 

ავტორი: მაკუნა ჯუღელი

როგორ შევიქმნათ პროფესიონალური იმიჯი სოციალურ მედიაში და მის გარეთაც

Dekalb-ის სიმინდის ჰიბრიდები, რომლებმაც კახეთში ყველაზე მეტად გაამართლა