იმისთვის, რომ კარანტინში/თვითიზოლაციაში ყოფნა ერთფეროვანი არ გახდეს, საამისოდ ინტერნეტი ძალიან ბევრ გამოსავალს გვთავაზობს. ელექტრონული წიგნები, თამაშები, ფილმები, გასართობი გადაცემები, სტატიები და ა.შ საშუალებას გვაძლევს, არ მოვიწყინოთ და დრო ნაყოფიერად და მხიარულად გავატაროთ. ამ სტატიაში კი ერთ-ერთ ყველაზე საინტერესო და შემეცნებით გზაზე უნდა მოგიყვეთ, რომელსაც მუზეუმის ვირტუალური ტური ჰქვია. Google Arts & Culture-ის დამსახურებაა, რომ დღესდღეობით მსოფლიოს სახელგანთქმულ მუზეუმებში ვირტუალურადაც შეგვიძლია, ტური მოვიწყოთ. აი, აი ისინიც:
“British Museum”, ლონდონი
ლონდონის გულში მდებარე ეს სახელგანთქმული მუზეუმი საშუალებას აძლევს ვირტუალურ ვიზიტორებს, დაათვალიერონ უძველესი არტეფაქტები, მაგალითად: უძველესი როზეტას სტელა და ეგვიპტური მუმიები. მუზეუმის ვირტუალური ტურის განმავლობაში ასევე შეგიძლიათ ნახოთ ასობით ექსპონატი. მუზეუმის ვირტუალურად დასათვალიერებლად ეწვიეთ ბმულს.
“Guggenheim Museum”, ნიუ-იორკი
გუგლი ასევე საშუალებას გვაძლევს, დავათვალიეროთ ნიუ-იორკში არსებული, ცნობილი გუგენჰეიმის მუზეუმი. თქვენ აქ აღმოაჩენთ იმპრესიონისტების, პოსტ-იმპრესიონისტების, მოდერნისა და თანამედროვე ხელოვნების ნიმუშებს.
“National Gallery of Art”, ვაშინგტონი
ამ ცნობილ ამერიკულ მუზეუმში ორი ონლაინ-გამოფენის ნახვა შეგიძლიათ. პირველი არის ამერიკული მოდის გამოფენა, 1740-დან 1895 წლამდე, გამოფენა მოიცავს კოლონიური და რევოლუციური ხანისთვის დამახასიათებელ სამოსს. მეორე გამოფენაზე კი თქვენ ნახავთ ნიდერლანდელი მხატვრის, იან ვერმეერის ნამუშევრებს.
“Musée d’Orsay”, პარიზი
ამ გალერეაში თქვენ შეგიძლიათ, დაათვალიეროთ უამრავი ფრანგი ფერმწერის ნამუშევრები. ეს მხატვრები ცხოვრობდნენ და მოღვაწეობდნენ 1848-1914 წლების პერიოდში. მათში შედიან მონე, სეზანი, გოგენი და სხვ.
“National Museum of Modern and Contemporary Art”, სეული
აღნიშნული მუზეუმი კორეის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული მუზეუმია, რომელიც თანამედროვე შემოქმედებით სავსე 6 სართულს აერთიანებს.
“Pergamon Museum”, ბერლინი
პერგამონის მუზეუმი ბერლინის ერთ-ერთი ყველაზე დიდი მუზეუმია, რომელიც მნახველს ძალიან ბევრ დასათვალიერებელს სთავაზობს, მიუხედავად იმისა, თქვენ იქ ფიზიკურად იმყოფებით, თუ არა. ეს მუზეუმი ერთგვარად ანტიკური არტეფაქტების სახლია.
“Rijksmuseum”, ამსტერდამი
ამ მუზეუმში შეგიძლიათ, დაათვალიეროთ ნიდერლანდების ოქროს ხანის ნამუშევრები, რომლებიც რემბრანდტისა და ვერმეერის შემოქმედებასაც მოიცავს.
“Van Gogh Museum”, ამსტერდამი
ყველას, ვისაც ტრაგიზმი უყვარს, მაშინ ამ მუზეუმს უნდა ეწვიოს და ვან გოგის ნამუშევრები ახლოდან ნახოს. მუზეუმი სწორედ ვან გოგის ყველაზე დიდ კოლექციას აერთიანებს – 200 ნახატი, 500 ჩანახატი და 750 პერსონალური წერილი.
“The J. Paul Getty Museum”, ლოს ანჯელესი
ლოს ანჯელესში მდებარე ეს მუზეუმი აერთიანებს ევროპულ ხელოვნების ნიმუშებს, რომელთა ნაწილი მერვე საუკუნითაც კი თარიღდება. ეწვიეთ მას ვირტუალურად და დაათვალიერეთ ნახატების, ჩანახატების, სკულპტურების, მანუსკრიპტებისა და ფოტოების დიდი სელექცია.
“Uffizi Gallery”, ფლორენცია
ეს ყველასთვის ცნობილი გალერეა, იტალიის სახელგანთქმულ ოჯახს – მედიჩებს ეკუთვნით. გალერეის შენობის დიზაინი 1560 წელს ჯორჯო ვაზარიმ შექმნა. დაათვალიერეთ ის აღნიშნულ ბმულზე.
“MASP”, სან პაულუ
სან პაულუს ეს მუზეუმი ბრაზილიაში მდებარე პირველი თანამედროვე მუზეუმია და მრავალ მნიშვნელოვან, ორიგინალურ ნამუშევარს აერთიანებს. მის სანახავად ეწვიეთ ბმულს.
“National Museum of Anthropology”, მექსიკა
1964 წელს აშენებული ანთროპოლოგიის ეროვნული მუზეუმი აერთიანებს მექსიკის პრე-ესპანურ არქეოლოგიურ მემკვიდრეობას. აქ არის 23 საგამოფენო ოთახი, რომლებიც სავსეა ანტიკური არტეფაქტებით, მათ შორის, მაიას ცივილიზაციის ნიმუშებით.