in

12 ახალი ტერმინი, რომელიც სამყაროსა და მის მომავალს ცვლის

ტექნოლოგიურ პროგრესს თან სდევს ლინგვისტური ცვლილებებიც – ყოველდღიურ სამეტყველო თუ სალიტერატურო ენაში ახალი სიტყვების, ტერმინების გაჩენა. წარმოგიდგენთ 12 ახალ, ტექნოლოგიურ ტერმინს, რომელიც სამყაროსა და მის მომავალს ცვლის:

pasha-statiebi
pasha-statiebi

 

AUTONOMOUS ARCHITECTURE
ავტონომიური არქიტექტურის ფარგლებში, სპეციალური 3D მოწყობილობები პრინტავენ შენობებს. ტექნოლოგიის ავტორები მასაჩუსეტსის ინსტიტუტიდან ირწმუნებიან, რომ ის შეცვლის მშენებლობის ინდუსტრიას და მინიმალურამდე დაიყვანს ამ პროცესში ადამიანის ჩარევის საჭიროებას.

LI-FI
ყველასთვის ცნობილია თვითმფრინავით მგზავრობისას Airplane mode-ის ჩართვის საჭიროების შესახებ. სინათლეზე დაფუძნებული ტექნოლოგია – LI-FI შესაძლებელს ხდის ინტერნეტით სარგებლობას, თვითმფრინავის დაშვებისა თუ აფრენის რეჟიმშიც კი. LED ნათურებს, რომლებიც ირთვებიან მილიონჯერ ერთი წამის განმავლობაში, ანუ იმდენად სწრაფად, რომ ადამიანის თვალი ამ ცვლილებას ვერ აფიქსირებს, შუძლიათ გაგზავნონ ინფორმაცია 100-ჯერ სწრაფად, ვიდრე ტრადიციულ wi-fi-ს. Airbus-ს დაწყებული აქვს მუშაობა Li-Fi-ს თვითმფრინავებში ინსტალაციის კუთხით. დღეისათვის, Li-Fi-სთან დაკავშირება ითხოვს სპეციალურ გასაღებს – Li-Fi-თი სარგებლობა შეუძლიათ Apple-ს უახლესი iOS სისტემის მქონეებს. დროთა განმავლობაში კი, ტექნოლოგია ხელმისაწვდომი იქნება სხვა მოწყობილობებისთვისაც.

BRAINJACKING
სამედიცინო, უკაბელო იმპლანტების გამოყენება სულ უფრო ხშირდება. ისინი შეიძლება იყვნენ დაპროგრამებულები, გაკონტროლებულები და გადატვირთულები კაბელის, ან ქირურგიული ჩარევის გარეშე. რამდენადაც მოსახერხებელია ეს უკაბელო სამედიცინო მოწყობილობები, იმდენად, არ არის უსაფრთხო მათი გამოყენება. მაგალითად, აშშ-ს ვიცე პრეზიდენტს – Dick Cheney-ს კარდიოსტიმულატორი გამოირთო უცხო ძალების ჩარევის შედეგად, მისი მკვლელობის მიზნით. ამჟამად, ციფრული თავდაცვის საჭიროება უფრო აქტუალური ხდება, რადგან მსგავსი თავდასხმები შესაძლოა გახდეს უფრო ხშირი შემთხვევა, იმ პირობებში, როცა პაციენტები დაიწყებენ მსგავსი იმპლანტების გამოყენებას მათი ტვინისთვის. ტვინის ღრმა სტიმულაციისთვის (Deep Brain Stimulation) განკუთვნილი მოწყობილობები ელექტრონულ იმპულსებს აწვდიან ნეირონებს და ეფექტურები არიან ისეთი დაავადებების შედეგებთან გასამკლავებლად, როგორიცაა პარკინსონი, ტურეტის სინდრომი, ქრონიკული ტკივილი, დეპრესია, ანორექსია, განწყობითი აშლილობა, ან ობსესიურ-კომპულსიური, ანუ განმეორებითი მოქმედებებისკენ მიდრეკილი დარღვევები. ოქსფორდის უნივერსიტეტის მკვლევარები მუშაობენ ტვინის იმპლანტის, BRAINJACKING-ის თავდაცვის სისტემებზე.

PLATOONING  
ნახევრად ავტონომიური მანქანები გზებზე უკვე გამოჩნდნენ. სენსორები შესაძლებელს ხდიან ტრანსპორტთა ჯგუფის ერთიან გადაადგილებას, რომელსაც წინ უძღვის მძღოლიანი სატვირთო, რაც ამცირებს საწვავის ხარჯს 10%-ით.

MACHINE BIAS
სწავლის უნარის მქონე ალგორითმები ითვლიან ჩვენს საკრედიტო ქულებს, გვეხმარებიან დაზღვევასთან დაკავშირებულ საკითხებში, გვაძლევენ მუსიკის რეკომენდაციებს, გვაძლევენ რჩევებს ინვესტირების რისკებიდან თუ შესაძლებლობიდან გამომდინარე და მეტიც, გვეხმარებიან სიმსივნის დიაგნოსტირებაშიც. ხელოვნური ინტელექტი გამოიყენება ასევე ფინანსური თაღლითობის დასაფიქსირებლად, აშშ-ში ის გამოიყენება სასამართლო სტრუქტურაში, სასჯელისა თუ გირაოს შესახებ გადაწყვეტილებების გასაცნობად. თუმცა, რამდენადაც ამ სისტემებს შეუძლიათ მოგვცენ ზუსტი შედეგები, ტესტირების მიმდინარეობისას, ისინი შეიძლება ჩაფლავდნენ კიდეც, რადგან არიან იმდენად კარგები, რამდენადაც ამის საშუალებას აძლევს მათ მონაცემთა ბაზა, რომლის მიხედვითაც მოქმედებენ. ეს შეიძლება იყოს იმ ადამიანების დამოკიდებულება და წინარწმენის გამოვლინება, რომლებმაც სისტემა შექმნეს.

CROWDTURFING
როდესაც ვყიდულობთ ამა თუ იმ პროდუქტს, ჩვენი უმეტესობა გადადის ონლაინ რევიუების კითხვაზე. ეს თითქოს გვეხმარება გადაწყვეტილების მიღებაში. თუმცა, ზოგიერთი არაკეთილსინდისიერი კომპანია უხდის ადამიანებს ფულს იმისათვის, რომ დაწერონ პოზიტიური რევიუები, მეტიც, კომპანიები ნეგატიური კომენტარებისთვისაც იხდიან.

ეს ცნობილია როგორც Crowdturfing – როცა დიდი რაოდენობით ადამიანი იჩენს მხარდაჭერას კომპანიის მიმართ და ეს ტერმინი გამოყენებულია ყალბი, უსაფუძვლო მხარდაჭერის აღსანიშნავად. ყალბი რევიუების წერის ღირებულება მოქმედებს მათ რაოდენობაზე. მკვლევარები ამბობენ, რომ ხელოვნურ ინტელექტს ამის შეცვლა შეუძლია. ჩიკაგოს უნივერსიტეტის მეცნიერებმა აჩვენეს, რომ შესაძლებელია ხელოვნური ინტელექტის ნერვული ქსელის მომზადება, რომ გენერირდეს და დაიპოსტოს რევიუები ისეთ საიტებზე, როგორებიცაა Yelp და Tripadvisor. ავტომატიზებულ Crowdturfing-ის ალგორითმებს შეუძლიათ შექმნან დიდი რაოდენობით ფეიკ რევიუები.

„ჩვენ უკვე ვნახეთ Fake News-ის შესაძლებლობები, როგორც ინსტრუმენტის, რომელიც გავლენას ახდენს საზოგადოებრივ აზრზე არჩევნების პროცესშიც კი. თუ მსგავსი საკითხებით დაინტერესებული ჯგუფები შეძლებენ AI-ს გამოყენებას დიდი რაოდენობით რევიუს დასაწერად, რომელიც რეალური კონტენტის მსგავსი იქნება, ძალიან ძნელი იქნება რეალურის განსხვავება არარეალურისგან“, – ამბობს Ben Zhao, კომპიუტერული მეცნიერებების მკვლევარი.

AI CYBER-ATTACKS
რამდენიმე დიდი კომპანია ინახავს მომხმარებელთა პერსონალურ ინფორმაციას, კომერციულ მონაცემთა ბაზას, რომელიც ხშირად ხდება ჰაკერების თავდასხმის ობიექტი. WannaCry-ს ციფრულმა თავდასხმებმა შეძლეს სხვადასხვა საავადმყოფოში შეღწევა თუ საარჩევნო ოპერაციებში ჩარევა გასულ წელს, დიდ ბრიტანეთში. თუმცა, ბრძოლა ჰაკერებსა და მათ ობიექტ – სენსიტიურ კომპიუტერულ სისტემებს შორის ესკალაციის ეტაპზეა. ექსპერტები წინასწარმეტყველებენ, რომ ჭკვიანი მანქანები შეძლებენ აღმოაჩინონ ახალი ხარვეზები. თავდამსხმელები იყენებენ დახვეწილ ჩათბოტებს, სპეციალური ინფორმაციის მისაღებად, ხელოვნური ინტელექტი კი შეძლებს ციფრული თავდაცვის უზრუნველყოფას. შეძლებს პრობლემის წინასწარ იდენტიფიცირებას მანამ, სანამ ის გამოვლინდება.

COMPUTER HALLUCINATIONS
მსოფლიოს მასშტაბით, ბევრი ადამიანი იყენებს კამერასა თუ ობიექტების ამომცნობ სისტემებს პარკინგის კონტროლისთვის. რაც უფრო ავტონომიურები ხდებიან მანქანები, სულ უფრო ლოგიკური ხდება კომპიუტერული ჰალუცინაციებით გამოწვეული რისკები. მიუხედავად იმისა, რომ კომპიუტერულმა მოწყობილობებმა დაამტკიცეს სიზუსტე ობიექტების აღმოჩენის საკითხში, მათი მოტყუება მაინც შესაძლებელია. ვაშინგტონის უნივერსიტეტის კვლევამ ცხადყო, რომ გაჩერების ნიშნის გამოსახულების რამდენიმე სტიკერის სტრატეგიულ ადგილას განთავსებამ შეიძლება შეაცდინოს მძღოლის ჩარევის გარეშე მოქმედი ალგორითმი. სხვა კვლევამ აჩვენა, რომ შესაძლებელია „ჰალუცინაციის“ გამოწვევა კომპიუტერული ხედვის სისტემებისთვის, სხვადასხვა ობიექტისთვის ტექსტურის შეცვლის გზით. ადამიანის თვალისთვის, ფორმა და ფერი შესაძლოა ჩვეულებრივად იყოს აღქმული, მოწყობილობას კი ჯერჯერობით, ეს არ შეუძლია.

THE ‘INTERNET OF EARS’
ტექნიკური ანალიტკოსის – J Walter Thompson-ის მიხედვით, Alexa-სა თუ Google Home-ის მსგავსად, ჩვენი სარკეები, მანქანები, საშხაპეები, მიკროტალღური ღუმელები და ტუალეტებიც კი, უახლოეს მომავალში მართული იქნება ხმოვანი ბრძანებების საფუძველზე.

mHEALTH
თან სატარებელი ტექნოლოგიური მოწყობილობები, როგორიცაა FitBit ან Apple Watch აგროვებენ დიდი მოცულობის ინფორმაციას თქვენი აქტივობისა თუ ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ. თუმცა, ისინი გვპირდებიან მეტს, ვიდრე ფიტნეს საკითხებში დახმარების გაწევაა. ინფორმაციას, რომელსაც მსგავსი მოწყობილობები, მთელი დღის განმავლობაში აგროვებენ, შეუძლია იქცეს პაციენტის ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ ჩანაწერებად ექიმებისთვის. აღარ იქნება საჭირო თქვენი სიმპტომების ბუნდოვანი აღწერა, ექიმთან ვიზიტისას. თქვენს პირად ექიმს შეუძლია ჰქონდეს თქვენგან დაშვებული წვდომა, თქვენ ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ მონაცემებზე. ასე, შესაძლებელია ამა თუ იმ ქრონიკული დაავადების მიმდინარეობის კონტროლიც.

PLASTIC OCEAN BARRIERS
Ocean Cleanup Foundation-მა დაიწყო პლასტიკურ დამაბინძურებლებთან ბრძოლა წყნარ ოკეანეში. წელს ისინი იყენებენ მოტივტივე მილებს, ოკეანის პლასტიკურ ბარიეირებს, რომლებიც აგროვებენ ნარჩენებს და გამოაქვთ სანაპიროზე.

Qi
წლებია, რაც მოწყობილობების უკაბელო დატენვის ტექნიკა გამოიყენება, მაგალითად, ელექტრო კბილის ჯაგრისების შემთხვევაში. იმ მოწყობილობების რიცხვი, რომლებიც კაბელის გარეშე დაიტენება, გაიზრდება მიმდინარე წელს. Apple მზადაა გამოუშვას თავისი AirPower პადი, რომლის გამოყენება უკანასკნელი iPhone-ისა და საათების მოდელებისთვის იქნება შესაძლებელი. სხვადასხვა მწარმოებლებმა, მათ შორის, Samsung-მა და Apple-მა, დანერგეს Qi უსადენო დატენვის სტანდარტები, რომელიც იყენებს ელექტრომაგნიტურ ველს, რათა გამოიწვიოს მოწყობილობის ელემენტის დატენვა. McDonald’s-მა დაამონტაჟა „დამტენი სადგურები“ (Qi charging stations) 1000-ზე მეტ ლოკაციაზე, გაერთიანებულ სამეფოში, 2018 წელს. გარდა ამისა, მანქანის ბრენდები, BMW, Ford, Toyota და Volkswagen ამბობენ, რომ გამოიყენებენ უკაბელოდ დატენვად პადებს მათ მანქანებში.



EchoWaves 2018 დასრულდა. რას გეგმავენ ორგანიზატორები მომავალი წლისთვის?!

Avon-ის 10 წლის იუბილე საქართველოში