in

12 მეთოდი წარმატებული ბრენდის შესაქმნელად

თუ 2023 წელს ბრენდის შექმნას აპირებთ, გასულ წლის მოვლენებიდან გამომდინარე იმ 12 საკითხს გაგიზიარებთ, რომელიც უნდა გააკეთოთ და, რომელიც თავიდან უნდა აირიდოთ:

1. შეისწავლეთ ის ბიზნესი, რომელშიც მოღვაწეობთ

იყავით კონკრეტული. მაგალითად, თქვენ არ ხართ რესტორნების ბიზნესში, არ ხართ სწრაფი კვების ან ბურგერების ბიზნესში… ეს ზოგადი კატეგორიებია და არა, ბაზრები, რომლებიც კონკრეტულ ჯგუფს წარმოადგენენ იმ ადამიანებისა, რომელთაც კონკრეტულ კონტექსტში კონკრეტული საჭიროება აქვთ. თქვენ ხართ ბიზნესში, რომლითაც მომხმარებლებს დროთა განმავლობაში გამორჩეულ, რელევანტურ და განსხვავებულ კვების გამოცდილებას აწვდით. ბრენდი ხომ სწორედ რელევანტურად განსხვავებული გამოცდილების დაპირებაა.

2. შექმენით ბრენდის დაპირება

ბრენდის დაპირების გაჟღერება იმას ნიშნავს, რომ თქვენ იცნობთ იმ ბრენდის გამოცდილებას, რომლის მიწოდებასაც ისახავთ მიზნად. დაპირება აჯამებს კონკრეტულ კონტრაქტებს, რომლებიც არსებობს ბრენდსა და მომხმარებლებს შორის. იგი აღწერს, თუ რას წარმოადგენს ბრენდი კონკრეტული ადამიანების გონებაში. 

3. თავი დაანებეთ პრაქტიკას, რომელიც სასურველ შედეგებს არ გაძლევთ

უბრალოდ იმის გამო, რომ რაღაც წლების მანძილზე კარგად მუშაობდა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ასე სამუდამოდ გაგრძელდება… ამასთან, ტექნოლოგიები სწრაფად ვითარდება, რაც მიგვანიშნებს, რომ მოძველებული დანადგარებით კრიზისს ჩვენი ბრენდი ვერ გადაურჩება.

4. გააუმჯობესეთ ბრენდის ძალა

ძლიერი ბრენდები ბევრ ფულს გამოიმუშავებენ. მიზანი ისეთი იდენტობის შექმნაა, რომელიც ძალიან ნაცნობია, მაღალი ხარისხი და სანდოობა აქვს და ამასთან, განსხვავებულ გამოცდილებასაც გვპირდება. მაგალითად, Apple ამას ყოველთვის წარმატებით ახერხებს. 

5. ფოკუსირდით მომხმარებელთა პრობლემებზე

ჰკითხეთ მომხმარებლებს, რა პრობლემები აქვთ თქვენს პროდუქტსა თუ მომსახურებასთან დაკავშირებით, რადგან მომხმარებლებისთვის იმის კითხვა, თუ რა სურთ, არ არის პროდუქტიული. ასე, შესაძლოა, ძალიან ზოგადი პასუხები მიიღოთ. მაშინ კი, როცა ადამიანებს რაღაცაზე წუწუნის საშუალებას აძლევთ, შემდეგ კი გამოსავალს პოულობთ, ეს ინოვაციებისთვის საუკეთესო გზა ხდება.

6. შექმენით და დანერგეთ ბრენდის არქიტექტურა თქვენი ბრენდის პორტფოლიოსთვის

ბრენდის არქიტექტურა გვეუბნება, როგორ ურთიერთობენ ბრენდები თქვენს პორტფოლიოში. ამის გარეშე ისინი შიდა კონკურენციაში ებმებიან და არა, გარეში. კონკრეტულად კი ბრენდის არქიტექტურის 5 ტიპი არსებობს: Hallmark, Solo, Extended, Family და Combination.

რა არ უნდა გააკეთოთ:

7. არ უარყოთ თქვენი მემკვიდრეობა

თქვენი ბიზნესი აიგო იმაზე, რასაც კრიტიკული მნიშვნელობა ენიჭება. შეგიძლიათ იყოთ თანამედროვე, მაგრამ კვლავ გქონდეთ კავშირი თქვენს წარსულთან. ძველი ახლად შეგიძლიათ აქციოთ, რასაც დღეს Chanel, Gucci, Louis Vuitton და Tag Heuer წარმატებით ახერხებენ…

8. ნუ იქნებით ზოგადი

მსგავსად, თქვენს ბრენდს არ ექნება რელევანტური განმასხვავებელი რამ — როცა ყველაფერ ზოგადს ეჭიდებით, არაფერ განსაკუთრებულზე მუშაობთ. Patagonia გარე ტანსაცმელს კი არ აწარმოებს, არამედ სურს, იყოს ბრენდ-ბიზნესი, რომელიც გარემოში არსებული კრიზისის გადასაჭრელად ინოვაციური გადაწყვეტილებების შთაგონება ხდება. 

9. არ ფოკუსირდეთ მხოლოდ ფასის კომუნიკაციაზე

იმის ნაცვლად, რომ თქვათ დიდი ფასი, თქვით დიდი ბრენდი დიდ ფასად, რადგან ბრენდის გაყიდვის ნაცვლად, გარიგების გაყიდვა, ბრენდს აიაფებს…

10. არ დაეყრდნოთ მონაცემებს ისე, რომ თქვენ მაგივრად მიიღოს გადაწყვეტილებები

მონაცემები ვერაფერს გადაწყვეტს, იგი არ ლაპარაკობს, რასაც ვერ ვიტყვით ადამიანებზე. ამიტომ, გამოიყენეთ ისინი, რათა გაიაზროთ და პრიორიტეტი მიანიჭოთ გადაწყვეტილებებს, რომლის მიღებაც საჭიროა, თუმცა არ დაიკარგოთ მასში…

11. არ მოიქცეთ არათანმიმდევრულად

მომხმარებლებს თანმიმდევრულობა სურთ, რადგან საპირისპირო ქმედება ნდობისგან დაცლილია. არარეგულარული ქმედებები და ცვალებადი ღირებულებები აბნევს მომხმარებლებს მაშინ, როცა ნაცნობი რაღაცები კომფორტს ქმნის. სწორედ ამიტომ, პანდემიის დროსაც კი, განვითარება სწორედ ცნობილმა ბრენდებმა მოახერხეს. 

12. ნუ იქნებით თვითკმაყოფილი

ეს იდეების გაჟღერებასა და ინოვაციურობაში შეგიშლით ხელს, მსგავსად, ვერც მომხმარებელთა მოთხოვნებს დაეწევით. მიზეზი კი, ის არის, რომ თვითკმაყოფილება უმოქმედობისკენ გიბიძგებთ, იგი ცნობისმოყვარეობასა და შემოქმედებითობას ზღუდავს, მსგავსად, ბაზრის წილიც მცირდება, ბრენდები კი არარელევანტურნი ხდებიან…

ისიც მართალია, რომ ჩვენ მომავლის წინასწარმეტყველება არ შეგვიძლია და ზუსტად ვერ ვიტყვით, რას მოუტანს ეს წელი მარკეტინგს… მაგრამ თუ ზემოთ მოცემულ 12 წესს გაითვალისწინებთ, მომავლის გამოწვევებს მომზადებული ნამდვილად დახვდებით. 

Cuğu — ზეითუნის ზეთის თურქული სიმბოლიკით შთაგონებული დიზაინი

„AVON საქართველო“ 15 წლის იუბილეს აღნიშნავს