in

ინგლისში 120 წლის წინ სანტასთვის გაგზავნილი წერილი აღმოაჩინეს

ოდესმე დაფიქრებულხართ, რა სურდათ ბავშვებს საშობაოდ 100 წელზე მეტი ხსნის წინ? ამაზე 120 წლის წინ სანტა კლაუსისთვის გაგზავნილი წერილი გვიამბობს, რომელიც ინგლისში იპოვეს — ის 1898-ის 2 დეკმბრითაა დათარიღებული და ხუთი წლის მარჯორის ეკუთვნის.

როგორც ჩანს, გოგონას საშობაო სურვილების სია მოიცავდა ლენტსა და ბურთს მისი კატის, კიტიკინისთვის; სათამაშო იხვებსა და ქათმებს; და ტილოს წინდას. წერილი საქველმოქმედო მაღაზიისთვის გადაცემულ წიგნში იპოვეს, ახლა კი კენტრბერის სათამაშოების მაღაზიაშია გამოფენილი.

„აი, როგორი უნდა იყოს შობა: პატარა საჩუქრები და ჯადოსნურობით გაჯერებული ნამდვილი რწმენა“, — ამბობს ლილი ბირჩალი, გამყიდველი, რომლის მამამაც აღმოაჩინა წერილი.

შეგახსენებთ, რომ სანტა კლაუსისთვის წერილების გაგზავნის ტრადიცია 1860 წლიდან დაიწყო, როცა კარიკატურისტმა თომა ნასტმა Harper’s Weekly-ისთვის სანტას თანამედროვე გამოსახულება შექმნა. მალე სულ უფრო და უფრო მეტმა ბავშვმა დაიწყო წერილების წერა წითელ კოსტიუმიანი კაცისთვის, რათა სანუკვარი სურვილები გაეზიარებინათ. მას შემდეგ კი მთელ მსოფლიოში ერთგვარი რიტუალის სახე შეიძინა. ეს არა მხოლოდ ერთი სასურველი ნივთის თხოვნას ეხება თეთრწვერიანი, წითლებში გამოწყობილი კაცისგან, არამედ მთელი წინაპირობები აქვს — ბავშვი წლის განმავლობაში კარგად უნდა იქცეოდეს, სანტას კი ნაძვის ხესთან რძე და ორცხობილა დაახვედროს.

და შენ უკვე მიწერე წერილი სანტას?

BMW-ს ახალ რეკლამაში საშობაო სიურპრიზი ცოტა სხვანაირად იყო დაგეგმილი

ასეთი იყო 2022 წელი „კლიპარტისთვის“