in

გზა ცისკენ, ფრენით შეპყრობილი ადამიანებისთვის! – საქართველოს ახალი აეროკლუბი 1*209, ბრენდინგი

1*209 (ერთი ორას ცხრა) ახალი ქართული აეროკლუბის სახელია, რომლის ბრენდინგზეც სააგენტო LIVE-მა იმუშავა და რომლის შესახებაც, სწორედ სააგენტოს მიერ გავრცელებული ინფორმაციიდან შევიტყვეთ და თქვენც გიზიარებთ:

„2020 წლის მარტში, როცა ჩვენ ყველა ჩაკეტილები ვიყავით, გაისმა ზარი. როგორც მოგვიანებით გაირკვა, ძალიან უშიშარი ადამიანი რეკავდა – მარტში, თანაც აეროკლუბის ბრენდინგის საკითხზე. ასე გვითხრა: ჩემი ბავშვობის ოცნებაა, უკან დახევას არ ვაპირებ, მეც დავიწყე ფრენის სწავლა, სხვებიც ავიყოლიე და მინდა, აეროკლუბი შევქმნა, მეც ვიფრინო, სხვებმაც და საქართველოს ცის სრული პოტენციალი ავითვისოთ საქართველოში მცირე ავიააციის შექმნითო. უარს როგორ ვეტყოდით?დავიწყეთ ბრენდის სტრატეგიაზე მუშაობა. აღმოვაჩინეთ, რომ აეროკლუბის იდეით ეს ადამიანები ძალიან დიდ საქმეს ეჭიდებიან. მცირე ავიაციის ინდუსტრიის შესწავლის შემდეგ გაირკვა, რომ მცირე ავიაციას შეუძლია, ქვეყანას შეჰმატოს: ავიატურიზმი, მცირე საჰაერო გადაზიდვები, გადაუდებელი დახმარების რეისების განხორციელება და რაც მთავარია, მომავალი პილოტებისთვის ხშირი ფრენის საშუალების მიცემა.ამ ყველაფერს კი დაუღალავი, შუპოვარი და დიდი შრომა სჭირდება – საჭიროა, განვითარდეს ყველაფერი – მფრინავებიდან სრული ინფრასტრუქტურის ჩათვლით – და საქართველოს აეროკლუბი სახელად 1*209 უშიშრად იწყებს საქართველოსთვის ამ ძალიან მნიშვნელოვან საქმეს.
ეს დიდი საქმე კი ბრენდის დიად იდეაში – სიკეთის ადრენალინი – იყრის თავს. და დღეიდან, აეროკლუბი 1*209 გააკეთებს ყველაფერს იმისთვის, რომ – ფრენით შეპრყრობილ ადამიანებს გზა გაუხსნას ცისკენ. პატარა თვითმფრინავებით დიდი სიკეთეს ემსახურონ!

ცალკე აღნიშვნის ღირსია აეროკლუბის სახელი. ძალიან გაბედული გადაწყვეტილება: 1*209 (ერთი ორას ცხრა) – ამ ციფრების უკან საქართველოს ფრენის ისტორია და მისი შემქმნელი, ბესარიონ ქებურია დგას. ის იყო პირველი ქართველი, რომელმაც დაიწყო ფრენა და როდესაც 1910 წლის აგვისტოში, პარიზში, მან ოფიციალურად მიიღო მფრინავის დიპლომი, ის მსოფლიოს 209-ე პილოტი გახდა. სწორედ ამ ისტორიას აღნიშნავს სახელი.

სტრატეგიის შემდეგ შეიქმნა ბრენდის ვიზუალური ნაწილი. სპეციალურად დაიხატა ციფრები და მათ გამაერთიანებელ ვარსკვლავში აისახა ბავშვობის ოცნება“.

სტრატეგიაზე ალექს ჩიქოვანმა და იდეის ავტორმა, ილია ინჯიამ იმუშავეს. ხოლო დიზაინი Rezo Melik-მა შექმნა.

Ford-ის ქარხანაში Boston Dynamics-ის რობოძაღლები მუშაობენ

სოციალური საღამოები წალკაში – სივრცე დიალოგისა და ინტეგრაციისთვის!