in

13- 15 მაისს სტუდენტური ჰაკათონი გაიმართება ‪#‎HackSpring2016Tbilisi‬

hackhaton

13-დან 15 მაისის ჩათვლით კახა ბენდუქიძის საუნივერსიტეტო კამპუსში ეუჰაკის ორგანიზებით სტუდენტური ჰაკათონი გაიმართება. კონკურსში 150 სტუდენტი და სკოლის მოსწავლე მიიღებს მონაწილეობას. პროექტის მიზანია ინჟინერიით, პროგრამირებით, დიზაინით ახალგაზრდების დაინტერესება. ასევე, ინოვაციური და კრეატიული პროდუქტების შექმნა.

წლევანდელი ჰაკათონის სპონსორი რამდენიმე კერძო კომპანიაა. როგორც თავად ამბობენ,  ძალიან მნიშვნელოვანია კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში განხორციელებულ ეს აქტივობა, ახალგაზრდების წახალისება და მხარდაჭერა.  

EUhhackჰაკათონს არც ისე დიდი ხნის ისტორია აქვს. საქართველოში პირველი ჰაკათონი 2013 წელს ჩატარდა. წელს,  13-14-15 მაისს კახა ბენდუქიძის საუნივერსიტეტო კამპუსში გრანდიოზულ ჰაკათონს ჩაატარებს სტუდენტური გაერთიანება ეუჰაკი. მონაწილეობას მიიღებს 150 ადამიანი (სტუდენტები და სკოლის მოსწავლეები). თავისუფალ თემასთან ერთად, იქნება საკმაოდ საინტერესო მიმართულებები. ერთ-ერთია კომპანიისთვის პროგრამის დაწერა, სადაც გარკვეული მოთხოვნების დაკმაყოფილება მოუწევთ მონაწილეებს. ვგეგმავთ სხვადასხვა აქტივობებს და მინი კონკურსებს.

სიახლე ისაა,რომ ახლა კონკრეტული დავალების შესრულება მოუწევს მათ, ვინც აირჩევს არა თავისუფალ თემას არამედ სხვა მიმართულებას.

კონკურსანტების ნამუშევრებს ამ სფეროში მოღვაწე გამოცდილი და ბევრისთვის ნაცნობი ადამიანები შეაფასებენ.  პროექტის მიზანია ახალგაზრდები დააინტერესოს ინჟინერიით, პროგრამირებით, დიზაინით და ა.შ. მისცეს მათ მუხტი იმისა, რომ თვითონაც შეძლონ ინოვაციური და კრეატიული პროდუქტების შექმნა, რაც საბოლოოდ დადებითად აისახება ქვეყნისა და მათ პირად განვითარებაზე.  – დავით ხასია  [ჰაკათონის ორგანიზატორი]

nuca kiriaკომპანია „ედრესი“  პროექტს მხარს უჭერს საკუთარი კორპორაციული პასუხისმგებლობის (CSR)  ფარგლებში. ჩვენ პრიორიტეტად ავირჩიეთ განათლების სფერო.  ჩვენ სოციალური პასუხისმგებლობის კუთხით გვაქვს  გრძელვადიანი გეგმა და ამ დიდი გეგმის ერთ-ერთი ნაწილია ჰაკათონი. ინოვაციური იდეების მქონე ახალგაზრდებისათვის „ედრესის“ კარი ყოველთვის ღიაა.

კონკურსში, ძირითადად, სტუდენტები მონაწილეობენ და 48 საათის განმავლობაში მუშაობენ ინოვაციური პროდუქტის შექმნაზე. მოხარულები ვართ, რომ  ახალგაზრდების განვითარებას და წინსვლას ვუწყობთ ხელს. მინდა აღვნიშნო, რომ  გარდა სტანდარტული სპონსორობისა, გვინდოდა, უფრო აქტიურად ჩავრთულიყავით ჰაკათონში. ამიტომ, როდესაც ორგანიზატორებმა გაგვაცნეს პროექტი და დაამატეს, რომ წინა ორი ჰაკათონისგან განსხვავებით, წელს მონაწილეებს წინასწარ შეეძლოთ თემატიკის შერჩევა, თუ რაზე იმუშავებდნენ, გადავწყვიტეთ რომ მიგვეცა დავალება  –  კომპანია „ედრესის“ მობილური აპლიკაციის შექმნა. როგორც ვიცი, რამოდენიმე გუნდი უკვე დაკომპლექტებულია, რომელიც ჩვენ აპლიკაციაზე იმუშავებს. რაც შეეხება ჩვენს პირობებს, გამარჯვებული გუნდი შეფასდება  წინასწარ შემუშავებული კრიტერიუმებით და კომპანია „ედრესი“ გაუფორმებს კონტრაქტს იმ ვადით, რაც საჭირო იქნება აპლიკაციის სრულად დასრულებამდე. ასე რომ, ჩვენთან ერთან, ჩვენი მაღაზიათა ქსელის მომხმარებელიც შეაფასებს ჰაკათონის მონაწილეთა ნამუშევარს.

პირადად მე 2013 წლიდან თვალს ვადევნებ ამ პროექტს და ყოველთვის ვგულშემატკივრობდი. მომწონს, როდესაც ახალგაზრდები არიან აქტიურები და დამოუკიდებლად ცდილობენ ისეთი აქტივობების განხორციელებას, რაც მათ მისცემთ წინსვლისა და განვითარების საშუალებას.   ჩვენი კომპანია კი ყოველთვის იქნება  იქ,  სადაც განსხვავებული აზრი და ინოვაციაა. ” – აცხადებს ნუცა ქირია, ედრესის მარკეტინგის მენეჯერი

“Topishare” – თბილისიდან მართული სოციალური ქსელი ფორუმის ელემენტებით

კრედიფპლატფორმა – “ჩვენ ვაპირებთ იპოთეკური სესხების ბაზრის განვითარებას”