6
Aug
2019

2 კითხვა, რომელიც აღარასდროს უნდა დასვათ

6 Aug 2019

დროა, თქვენი ლექსიკონებიდან ამოიღოთ ისეთი წინადადებები, როგორიცაა: „რას შვრები?“ და „სად ცხოვრობ?“ – სამუდამოდ!

pasha-statiebi
pasha-statiebi

ოდესმე ნეთვორქინგ ღონისძიებაზე ან კოქტეილის წვეულებაზე ვინმესთან ზედაპირული დიალოგი გქონიათ? – მცირეხნიანი, მომაბეზრებელი საუბარი – კომუნიკაცია კომუნიკაციისთვის, რომლის დროსაც ვერაფერ სასარგებლოს ვერ იღებ.

კითხვები, როგორიცაა: „რას შვრები?“ და „სად ცხოვრობ?“ პროგნოზირებადი და დამღლელია… კომენტარი ამინდზე ხომ საერთოდ, კლასიკაა…

კომუნიკაციის დაწყების ამ ყველასთვის ნაცნობ ფრაზებს რომ კარგად ჩავუღრმავდეთ, ძალიან საინტერესოს აღმოვაჩენთ. მეცნიერები არიზონისა და ვაშინგტონის უნივერსიტეტებიდან, ამბობენ, რომ რეალურად, სხვებთან დიალოგი აღწერს თქვენს პიროვნულ მდგომარეობას. უფრო მეტიც, სპეციალისტებმა ბედნიერი და უბედური ადამიანების კლასიფიკაცია ამის მიხედვით შეძლეს.

79 მონაწილე ხმის ჩამწერ მოწყობილობას 4 დღის განმავლობაში თან ატარებდა. 20 000-ზე მეტი ჩანაწერიდან, მკვლევარებმა საუბრები გაცვეთილ, მოკლე საუბრებად ან რეალურ დისკუსიებად დაყვეს. როგორც ფსიქოლოგიურმა მეცნიერებამ გამოაქვეყნა, ბედნიერი ადამიანები ორჯერ უფრო მეტ გულწრფელ და საინტერესო დიალოგში ერთვებოდნენ, ვიდრე კვლევის არც ისე ბედნიერი მონაწილეები.

რომ შევაჯამოთ, კვლევის მიხედვით, ბედნიერი ადამიანის ცხოვრება სოციალურად უფრო გახსნილია და ბევრად ღრმა და საინტერესო ინფორმაციის გაცვლისა და მიღების ინიციატორი ხდება იმ დროს, როცა ნაკლებად ბედნიერი ან უბედური ადამიანები ზედაპირული საუბრებით, ან სულაც იზოლაციით კმაყოფილდებიან.

შეიძლება ყველამ ვიცით, თუმცა პრაქტიკაში ნაკლებად ვიყენებთ: ზედაპირული საუბრებით ურთიერთობება ვერ შედგება.

ახალი ტრენდი: არაფრის მომცემი საუბრები აკრძალულია
ირაციონალური ლაბორატორიის დამფუძნებლებმა: კრისტენ ბერმანმა და დენ არილმა არამოგებიანი ბიჰევიორისტული საკონსულტაციო კომპანია ცნობილი და წარმატებული მას შემდეგ გახადეს, რაც სტუმრების სადილზე მოპატიჟება და გამასპინძლება ასე დაიწყეს: „მოკლე საუბრები აკრძალულია! ნებადართულია, მხოლოდ აზრიანი დიალოგი“. სტარტისთვის მასპინძლები ეხმარებოდნენ, რომ ესაუბრათ, მაგალითად, სუიციდის პრევენციის თეორიებზე, ან „დომინანტი ქალის ხელოვნებაზე“. და თუ დამფუძნებლებს დავუჯერებთ, ყველა ბედნიერად გრძნობდა თავს იმ მცირე, არაფრის მომცემი საუბრის ვალდებულებისგან რომ გათავისუფლებული იყო.

ეს შესაძლებლობა ანტრეპრენუარმა კაროლინა გავრონცკმა გამოიყენა და წამოიწყო ბიზნესი – No Small Talk გასულ წელს, ჰონგ-კონგში.

ახალგაზრდა ასაკიდან სულ მაწუხებდა ეს კითხვა: „რატომ საუბრობს ხალხი ამაზე? რა არის მიზანი?“, – კაროლინა გავრონცკი.

იდეა მალე მთელი მსოფლიოს ქალაქებში სწრაფად გავრცელდა და თანდათან უფრო და უფრო პოპულარული ხდება. წესები კი მარტივია: შეხვედრაზე ტელეფონები და მოკლე საუბრები აკრძალულია. სტუმრები ბარათებს იღებენ, სადაც საინტერესო დიალოგის დაწყების არაერთი შესაძლებლობაა წარმოდგენილი.

რამდენიმე, უფრო ზუსტად, 13 კითხვა ბარათებიდან, დიალოგის დასაწყებად:

1. შენზე მომიყევი…
2. შეგიძლია, მითხრა ყველაზე ძვირფასი რამ, რაც კი ოდესმე მოგიპარავს?
3. რით არის შენი გონება ბოლო დროს დაკავებული?
4. ამჟამად, რა აღგაფრთოვანებს?
5. რომელმა წიგნმა მოახდინა შენზე ყველაზე დიდი ზეგავლენა?
6. რამის გაკეთება რომ შეგეძლოს ამ ღამით, რას გააკეთებდი და რატომ?
7. შესაძლებლობა რომ გქონდეს, შეხვდე ადამიანს, რომელიც აქამდე არასდროს გინახავს… ვის აირჩევდი, რატომ და რას ჰკითხავდი?
8. რა არის ყველაზე მნიშვნელოვანი რამ, რაც შენ შესახებ გინდა, სხვებმა იცოდნენ?
9. რა უფრო ღირებულია შენთვის, განათლება თუ ინტელექტი?
10. რომელია შენი საყვარელი ფილმი, რატომ?
11. კუნძულზე მხოლოდ სამი რამის წაღება რომ შეგეძლოს, რას გაიყოლებდი თან?
12. შენს ცხოვრებაში როდის და სად იყავი ყველაზე ბედნიერი?
13. როგორ ფიქრობ, რა არის შენი მამოძრავებელი ძალა?
წყარო: inc


განხილვა