2
Jul
2019

13 სიმართლე ბედნიერებაზე – Inc.

2 Jul 2019

გიყვარდეს შენი ცხოვრება და სამსახური! – სათქმელად მარტივია, თუმცა შესასრულებლად, არც ისე.

statiebi-bog
statiebi-bog

ჩვენ საზოგადოებამ დაგვარწმუნა, რომ ბედნიერების საიდუმლოება სწორედ ის არის, რომ რაღაც მხოლოდ ჩვენთვის ხდება. ასევე, გვასწავლეს, რომ ბედნიერება ნიშნავს ბევრ მეგობარს, შესანიშნავ ადგილებში მოგზაურობასა და ფულით სავსე ჯიბეებს. მაგრამ ეს შეცდომაა. აბსოლუტურად არასწორია. როცა ჩვენს ბედნიერებას არასწორ, მხოლოდ მატერიალურ ნივთებზე ვამყარებთ, სწორედ ამაში ვცდებით. ჩვენ ნამდვილი, სრულყოფილი ბედნიერების 13 განსაზღვრებას შემოგთავაზებთ.

ბედნიერება არის:

  1. იმის აღიარება და დაფასება, ვინ ხარ. თავის მხრივ კი, ამაში ყოველდღიური ვარჯიშია საჭირო;
  2. საფუძვლიანი, ღრმა ურთიერთობების ქონა იმ ადამიანებთან, რომლებიც ისეთს გხედავენ, როგორიც სინამდვილეში ხარ;
  3. ისეთი სამსახურის ქონა, რომელიც ენერგიას გაძლევს და შეგრძნებას გიტოვებს, რომ შენი კონტრიბუციით ძალიან მნიშვნელოვანი საქმე კეთდება;
  4. როცა არ გაღელვებს, სხვები რას იფიქრებენ;
  5. შენს ღირებულებებს რომ სხვებისაზე დაყრდნობით არ ზომავ. უბრალოდ, შეგიძლია, ყველას უნიკალური ღირებულებები და პერსპექტივა მიიღო და დააფასო;
  6. გყავდეს მეგობრები, რომლებიც ყოველთვის, ყველა სიტუაციაში მხარს გიჭერენ. მხარდაჭერაში კი, რა თქმა უნდა, ყველაფერზე დათანხმება არ იგულისხმება;
  7. როცა ასხვავებ  წარსულ გამოცდილებასა და ამჟამინდელ მოცემულობას. დარწმუნდი, რომ ყოველთვის ბავშვობის ტრავმით, ძველი პროგრამით არ ხელმძღვანელობ და ისე აკეთე საქმე;
  8. ფსიქოლოგიური უსაფრთხოების განცდა სახლსა თუ სამსახურში. რაც ნიშნავს, რომ საკუთარი თავის, ემოციურ თუ ფიზიკურ დონეზე, თავისუფლად გამოხატვის შესაძლებლობა გაქვს;
  9. იმის ცოდნა, რომ თავს როგორ გრძნობ, ეგ უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე როგორ გამოიყურები;
  10. ოჯახის წევრებისთვის გქონდეს დრო;
  11. გრძნობდე, რომ მიუხედავად ყველაფრისა, საკუთარ ცხოვრებაში არაფერს შეცვლიდი;
  12. შეგეძლოს, ცოტა ხნით შეისვენო და დააკვირდე, სამსახურში როგორ ეპყრობი სხვა ადამიანებს. შემდეგ შეძლო, საკუთარ საქციელზე პასუხისმგებლობა პროაქტიურობით აიღო და არა – რეაქტიულობით.
  13. აღიარო, რომ ემოციური კავშირების ნაკლებობის ჟამს, მატერიალური ნივთები ვერ დაგეხმარება.

წყარო: inc



განხილვა