in

13 წიგნი მარკეტინგის შესახებ, რომლებიც უნდა წაიკითხოთ

მარკეტერებისთვის მარკეტინგული წიგნების წაკითხვა პროფესიული თუ პიროვნული პრესტიჟის საკითხია. რა თქმა უნდა, ამ დარგში არაერთ კარგ ლიტერატურას უკვე იცნობთ, მაგრამ პერიოდულად, ეს სიები ახლდება და ახალ-ახალი რეკომენდაციები ჩნდება, რომლებიც შეიძლება გამოგადგეთ. 

Lean Startup: როგორ იყენებენ დღევანდელი მეწარმეები უწყვეტ ინოვაციებს წარმატებული ბიზნესის შესაქმნელად

ეს არის წიგნი, რომელიც სწრაფ უკუკავშირებსა და გადაწყვეტილებებზეა დაფუძნებული, გასწავლით, როგორ აქციოთ მცირე ექსპერიმენტები წარმატებულ კამპანიებად.

ეს არ არის ტიპური წიგნი მარკეტინგზე, მაგრამ დაგეხმარებათ სხვადასხვა პროცესის წარმართვაში.

Hidden Potential – მეცნიერება, თუ როგორ მიაღწიოთ დიდ მიზნებს

წიგნში „დაფარული პოტენციალი“, ადამ გრანტი ეჭვქვეშ აყენებს „ბუნებრივი ნიჭის“ იდეას. ის ამტკიცებს, რომ წარმატება მოდის ჩვევებიდან, უკუკავშირიდან და გარემოდან, რომელიც აფართოებს თქვენს შესაძლებლობებს. ეს არის გაკვეთილები, რომლებსაც ყველა მარკეტერი იყენებს შემოქმედებითი და პროფესიული ზრდისთვის.

SEO Book for Beginners

თანამედროვე SEO-ს საკითხები ხშირად რჩება კითხვის ნიშნის ქვეშ. ეს წიგნი არის სახელმძღვანელო დამწყებთათვის და მათთვისაც, ვინც უკვე რაღაც დონეზე იცის ეს მიმართულება. წიგნი მოიცავს საფუძვლებს, ბმულების შექმნასა და ტექნიკურ სტრატეგიებს, რაც SEO ოპტიმიზაციისთვისაა საჭირო.

Influence: The Psychology of Persuasion

ცოტა წიგნია, რომლებმაც ისე მოახდინეს გავლენა მარკეტერებზე, როგორც ამან. ეს არის ქვაკუთხედი იმის გასაგებად, თუ რატომ ამბობენ ადამიანები მომხმარებლები „კი”-ს თქვენს მომსახურებაზე. ის არა მხოლოდ მარკეტერებისთვის, არამედ PR სპეციალისტებისთვისაც სამაგიდო წიგნად გამოდგება.

Product-Led SEO: The Why Behind Building Your Organic Growth Strategy

SEO-ს კატეგორიაში კიდევ ერთი წიგნია, რომელიც მარკეტერებს მოსწონთ. ეს აუცილებლად წასაკითხი წიგნია იმ სპეციალისტებისთვის, რომლებსაც სურთ, გასცდნენ მხოლოდ რეიტინგებზე ფიქრს და ძიების შედეგები კომპანიის სტრატეგიასთან დააკავშირონ.

Leading Change

ჯონ კოტერის მენეჯმენტის კლასიკური ნაშრომი ტრანსფორმაციასა და ცვლილებების განსახორციელებლად საჭირო ფაქტორებზეა. მარკეტერებისთვის, რომლებიც გუნდებს ხელმძღვანელობენ ან ახალ პროცესებს ნერგავენ, ეს არის მარადიული სახელმძღვანელო იმპულსის შესაქმნელად და ადამიანების საერთო ხედვის გარშემო გაერთიანებისთვის.

Blue Ocean Strategy: How to Create Uncontested Market Space and Make the Competition Irrelevant

„ლურჯი ოკეანის სტრატეგია“, შეიძლება ითქვას, დიფერენციაციის მანიფესტია. ის საუბრობს შესაძლებლობების პოვნაზე იქ, სადაც მათ კონკურენტები ვერ პოულობენ და მოთხოვნის შექმნას – მის მისაღწევად ბრძოლის ნაცვლად.

მარკეტერების უმეტესობა ერთი და იმავე ტაქტიკით, არხებითა და სახელმძღვანელოებით ეკონკურენტება ერთმანეთს. ეს წიგნი კი გასწავლით, როგორ შექმნათ ახალი საბაზრო სივრცე.

Innovation and Entrepreneurship: Practice and Principles

პიტერ დრაკერის „ინოვაცია და მეწარმეობა“ შესაძლოა ათწლეულების წინანდელი წიგნი იყოს, მაგრამ მისი გაკვეთილები დღემდე აქტუალურია – ინოვაცია იღბალი არ არის, ეს პროცესია. დრაკერის აზროვნებამ მარკეტერების, მეწარმეებისა და ლიდერების თაობები ჩამოაყალიბა.

Double Double: How to Double Your Revenue and Profit in 3 Years or Less

კამერონ ჰეროლდის „ორმაგი დუბლი“ ერთდროულად სახელმძღვანელოცაა და გამხნევებაც. ის სავსეა ბიზნესის განვითარების პრაქტიკული და ქმედითი გზებით, ლიდერობის ჩვევების განხილვით დაწყებული, მარკეტინგული სტრატეგიით დამთავრებული.

The 80/20 Principle: The Secret to Achieving More with Less

ამ წიგნის ფილოსოფია ეფუძნება აზრს – შედეგების უმეტესობა მცირე რაოდენობის ქმედებებიდან მოდის. მარკეტერებისთვის ეს შეხსენებაა, რომ ენერგია იმ კამპანიებზე, არხებსა და იდეებზე დახარჯონ, რომლებიც ნამდვილად წინ წამოსწევს მოვლენებს.

მარკეტინგში ეს ნიშნავს იმ ინიციატივების 20%-ის იდენტიფიცირებას, რომლებიც შედეგების 80%-ს განაპირობებს, იქნება ეს ტაქტიკა, SEO, გუნდი თუ სხვა.

The Copywriter’s Handbook: A Step-By-Step Guide to Writing Copy That Sells

ქოფირაითინგი მხოლოდ წერა რომ არ არის, ამაზე დღეს უკვე ყველა გამოცდილი მარკეტერი თანხმდება. რობერტ ბლაის კლასიკური ნაწარმოები დღემდე ერთ-ერთი საუკეთესო შესავალია დამაჯერებელი წერის სფეროში. ის მარტივი ენითა და მაგალითებით ხსნის, რომელთა გამოყენებაც ნებისმიერი სახის მარკეტინგულ ტექსტში შეგიძლიათ.

Obviously Awesome: How to Nail Product Positioning So Customers Get It, Buy It, Love It

ეიპრილ დანფორდი პრაქტიკულად მიმოიხილავს პოზიციონირების საკითხებს და გვიჩვენებს იმ ჩარჩოებს, თუ როგორ უნდა წარმოადგინოთ თქვენი პროდუქტის ღირებულება ისე ნათლად, რომ მომხმარებლებმა მყისიერად გაიგონ, რატომ არის ის მნიშვნელოვანი. ეს აუცილებლად წასაკითხი წიგნია SaaS ან B2B მარკეტინგის სფეროში მომუშავე ხალხისთვის.

Where Good Ideas Come From: The Natural History of Innovation

ჯონსონი იკვლევს, საიდან მოდის სინამდვილეში კრეატიულობა და რატომ წარმოიქმნება საუკეთესო იდეები კომუნიკაციის დროს და არა იზოლაციაში ყოფნისას. ეს არის წიგნი იმ გარემოს შესახებ, რომელიც ინოვაციას შესაძლებელს ხდის და კრეატიულობის სისტემატიზაციას ახდენს.

სპეციალურად თინეიჯერებისთვის Instagram-მა აპლიკაციის 6 ახალი ვიზუალი გამოუშვა

„ცხელი ძაღლი” გრძელდება სახელით „ცივი ძაღლი” – გადაღებები რომში დაიწყო