in ,

14 ცუდი რჩევა რეკლამის დამკვეთებს

BOG
BOG

14 ცუდი რჩევა რეკლამის დამკვეთებს, რომლებმაც არ იციან რა სურთ და ხშირ შემთხვევაში მხოლოდ ფესტივალებზე და ბიუჯეტზე ფიქრობენ.

1. გააკეთეთ რეკლამა მხოლოდ მაშინ როდესაც გაყიდვები იზრდება.

რეკლამის გაკეთბა მაშინ როდესაც გაყიდვები დაბლა იწევს – საკუთარი ხელით საფლავის გამოთხრას ნიშნავს. როგორც ცნობილია თუ გაყიდვები იზრდება ე.ი. სარეკლამო ნაწილი კარგად მუშაობს, თუ პირიქით, შესაბამისად რეკლამა ვერ ართმევს თავს დაკისრებულ მოვალეობას.

2. არ ეძებოთ ახალი გზები.

რატომ უნდა დახარჯოთ ზედმეტი ფული კრეატივზე, როდესაც ყველაფერი უკვე გამოგონილია და ათასჯერ გადაღეჭილი. აიღეთ უკვე გამოყენებული და გამართლებული რომელიმე სარეკლამო რგოლი და ის თქვენ საქმიანობას მოარგეთ.

3. მაქსიმალურად გააფართოვეთ თქვენი მიზნობრივი აუდიტორია.

თქვენი პროდუქტი სულ უფრო და უფრო მეტმა ადამიანმა უნდა შეიძინოს. კითხვაზე ვინ არის თქვენი კლიენტი? მხოლოდ ერთი პასუხი უნდა არსებობდეს ”ყველა!”

მამაკაცები 25-დან 50 წლამდე, ქალები, ბავშვები, მოზარდები, აბსოლუტურად ყველა.

4. არ დაფიქრდეთ ”Brief-ზე”

დაწერეთ  ”Brief” რაც შეიძლევა უცნაურად. სარეკლამო სააგენტოს ვალდებულებაა თვითონ გაშიფროს ნაწერი, თუნდაც ის იეროგლიფებით იყოს დაწერილი. თქვენ ამაში ფულს იხდით.

5. გააკეთეთ ყველაფერი ბოლო მომენტებში!

სარეკლამო სააგენტოები მიჩვეულები არიან ”ფორს-მაჯორულ” რეჟიმში მუშაობას, ეს მათ  უფრო მეტ სიმხნევეს ჰმატებს.. შიში ხომ ყველაზე კარგი დოპინგია. კვირაში ერთხელ შეცვალეთ მიზანი და პროექტის ჩაბარების დრო.

6. არაფერი არ მოუყვეთ რეკლამის შემსრულებლებს.

ყველა კითხვაზე ბუნდოვნად და ”გასაიდუმლოებულად” უპასუხეთ. მათ უნდა წარმოგიდგინონ 20 ვარიანტზე მეტი , ამ ვარიანტებს კი გააკეთებენ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ არ ეცოდინებათ კონკრეტულად რა გინდათ. შემდეგ დღეს კი უკვე კარგად ნაცნობი და გამოცდილი მეთოდით შეგიძლიათ ამ 20 პროექტიდან ერთ ერთი აარჩიოთ, კითხოთ რომელი უფრო უკეთესია ცოლს, მოადგილეს, დამლაგებელს, დარაჯს და ა.შ.

7. ჩაატარეთ მეტი შეკრება.

ნებისმიერმა იდეამ რამოდენიმე ჯგუფთან კონსულტაცია უნდა გაიაროს. როგორც იტყვიან ”ასჯერ გაზომე და ერთხელ გაჭერი”-ო. ბოლო ეტაპზე სავალდებულოა ჯგუფის ყველა წევრის აზრი ახალ პროექტთან დაკავშირებით.

8. რეკლამის სპეციალისტის ამოცანაა მოიფიქროს პრობლემა და მისი გადაჭრის გზები.

ამას ”წერტილში გარტყმას” ეძახიან. მაგალითად, რეკლამების დახმარებით მსოფლიოში ბევრი ადამიანს გაუჩნდა მიკრობებთან ბრძოლის პრობლემა, რომელიც შემდეგ კოსმეტიკის და დეზინფექციის ათასობით საშუალებამ გადაჭრა.

9. მაქსიმუმ ინფორმაცია.

მოითხოვეთ რომ რეკლამაში, ან  სარეკლამო ბუკლეტში მითითებული იყოს ყველა საკონტაქტო ნომერი და ყველა მისამართი. აგრეთვე თქვენი პროდუქტის ყველა ასორტიმენტი. თქვენ ხომ რეკლამაში ფული გაქვთ გადახდილი და შესაბამისად მან მაქსიმუმი სარგებელი უნდა მოიტანოს.

10. პროექტის სამუშაო ვერსიაზე დათანხმება  – ცუდი ჩვევაა.

დიზაინერებმა ზუსტად უნდა გამოიმუშაონ ის თანხა რომელსაც თქვენ უხდით. ჯერ ლოგოს დაპატარავება, შემდეგ ისევ გაზრდა მოთხოვეთ, ცოტა ჯიუტად მოიქეცით. შეაცვლევინეთ შრიფტი, ფონი, სცადონ რამოდეონიმე ვარიანტი და ამ ცდებში თქვენ საუკეთესო შედეგს მიიღებთ.

11. ნუ გააკეთებთ სწრაფ ფიდბექს

მოითხოვეთ რომ რეკლამა დროზე გააკეთონ, უგზავნეთ წერილიები, არ მოასვენოთ სარეკლამო ჯგუფი და არ მისცეთ მოდუნების საშუალება. ხოლო როდესაც მიიღებთ  იდეას, ან რეკლამის ნიმუშს ორი დღე ხმა არ ამოიღოთ, მიეცით მიზეზი ცოტა ინერვიულონ.

12. განათავსეთ რეკლამა მხოლოდ გამოსაჩენ ადგილებში.

რეიტინგი და რეკლალამის ხილვადობა უფრო მნიშვნელოვანია ვიდრე აუდიტორიაში მოხვედრა. … არ აქვს მნიშვნელობა თუ რეკლამამ არ იმუშავა, დრო და ფული დაიხარჯა რეკლამის და კრეატიული გადაწყვეტილების მოფიქრებაში.  მთავარია უფროსი როდესაც სამსახურში მიდის გზაზე თავისი ფირმის რეკლემის ბანერი დაინახოს.

13. კრეატიულობა არ ყიდის

არ დაუთმოთ როდესაც სარეკლამო სააგენტოები კრეატიულ გადაწყვეტილებას გთავაზობენ, მომხმარებელს რეკლამაში თქვენი პროდუქტი აინტერესებს, კრეატივი კი მხოლოდ მტვერსასრუტის როლს ასრულებს.

14. მოექეცით მომხმარებელს როგორც ბავშვს.

უმეტეს შემთხვევებში მომხმარებელმა არ იცის საერთოდ რა სურს და არ დაგავიწყდეთ ყოველთვის შეახსენოთ, რომ თქვენნაირად მის პრობლემებს არავინ მოაგვარებს. განაგრძეთ მისი დარწმუნება იმაში, რომ თვქვენი პროდუქტი მას რეალურად, მართლა ძალიან ესაჭიროება.

 

PS. იმედია ჩვენზე არ გაბრაზდებით და ყველაფერს გაგებით მოეკიდებით 🙂

 

საწოლი, რომელიც თავისით ალაგებს საკუთარ თავს

კოკა კოლის ახალი რეკლამა