in

რჩევები ექსტრემალურ პირობებთან გასამკლავებლად

ზამთარს ხშირად თან ახლავს დიდთოვლობა, ქარბუქი, ყინვა თუ წვიმა… ექსტრემალური ამინდის პირობების გამო ბევრი კარგავს ელექტროენერგიას, შესაბამისად, გათბობასაც, რამაც, შესაძლოა, ისეთ სამედიცინო მდგომარეობებამდე მიგვიყვანოს, როგორებიცაა მოყინვა და ჰიპოთერმია. ამიტომ, მოდით, ახლა გავიგოთ, როგორ დავიცვათ თავი სიცივისგან:

M2
M2

1. შეინარჩუნეთ სხეულის სითბო ყველა შესაძლო საშუალებით

თუ სახლში სითბო არ გაქვთ, შეაგროვეთ ყველა გადასაფარებელი, ქურთუკი თუ საძილე ტომარა, მოკლედ, ყველაფერი, რაც სხეულის ტემპერატურის შენარჩუნების საშუალებას მოგცემთ და გაეხვიეთ მასში. თუ, მაგალითად, მანქანა ავტოფარეხში გყავთ და კარს ვერ აღებთ, არ ჩართოთ მანქანაში გათბობა და არ დატენოთ მოწყობილობები.

2. იყავით ფრთხილად სანთლების გამოყენებისას

თუ შეძლებთ, სინათლის წყაროდ ფარანი გამოიყენეთ, რადგან სანთლების მოხმარებისას ხანძრის გაჩენის საფრთხეა. 

3. შეინარჩუნეთ ტემპერატურა შენობაში

თუ გათბობა არ გაქვთ, გააკეთეთ ყველაფერი შენობაში ტემპერატურის შესანარჩუნებლად. National Institute on Aging ფანჯრებზე ფარდებისა და ჟალუზების ჩამოფარებას გირჩევთ, კარის ქვეშ დახვეული პირსახოცის მოთავსებას, კარების დაკეტვას იმ ოთახებში, რომელთაც არ იყენებთ, რადგან ეს ტემპერატურის შენარჩუნებაში დაგეხმარებათ. ამასთან, მოერიდეთ გარეთ გასასვლელი კარის გაღებას, თუ ეს აუცილებელი არ არის. 

4. თავი აარიდეთ ყინვის დროს გარეთ გასვლას 

მოლიპულ ზედაპირზე დაცემის შანსები იზრდება, თუმცა, თუ გარეთ გასვლის აუცილებელი საჭიროება გაქვთ, ჩაიცვით ფეხსაცმელები მოცურების საწინააღმდეგო ძირებით, ხელში არაფერი გქონდეთ და არც ჯიბეში ჩაიდოთ, რათა ბალანსი შეძლოთ. თუ რაღაცების წაღება გჭირდებათ, მაქსიმალურად შეზღუდეთ ნივთების რაოდენობა. სიარულისას არ ჩაიხედოთ ტელეფონში. 

5. ფრთხილად გამოიყენეთ ელექტრო გამათბობლები და გენერატორები

გამოყენებამდე დარწმუნდით, რომ მოწყობილობა დაზიანებული არ არის და სათანადოდ მუშაობს, არ მოათავსოთ ფარდებთან და საწოლთან ახლოს, არასდროს გამოიყენოთ გაზის გამათბობლები შიდა სივრცეში, რადგან ეს მოწამვლის საფრთხის წინაშე გაყენებთ ნახშირბადის მონოქსიდით, უფერო და უსუნო პროდუქტით. 

6. არ მიიღოთ ალკოჰოლი

მართალია, უფრო თბილად გაგრძნობინებთ თავს, მაგრამ რეალურად სხეულის ტემპერატურას ამცირებს, რადგან სისხლძარღვებს აფართოებს და სისხლის ნაკადს კიდურებისკენ მიმართავს. ამასთან, ალკოჰოლი თქვენი განსჯის უნარს შეაფერხებს, ეს კი ექსტრემალური ამინდის პირობებში ყველაზე ნაკლებად გჭირდებათ. 

7. არ დალიოთ გამდნარი თოვლისგან მიღებული წყალი

ამას მხოლოდ უკიდურეს შემთხვევაში მიმართეთ, მაქსიმალურად ეცადეთ, თავი აარიდოთ გამდნარი თოვლის წყლის დალევას, რადგან სავსეა მინარევებით…

8. ჩაიცვით ამინდის შესაბამისად

ერთი სქელი ტანსაცმლის ჩაცმას, რამდენიმე თხელი ქსოვილის ფენა სჯობს. Centers for Disease Control and Prevention გირჩევთ პირველ ფენად შალის, აბრეშუმის ან პოლიპროპილენის ქსოვილი გამოიყენოთ და არა, ბამბა. ხოლო, თუ ძალიან დაგცხებათ, ტანსაცმლის ერთი ფენა მანამ მოიშორეთ, სანამ ოფლიანობას დაიწყებთ. 

9. იყავით ფრთხილად თოვლის გასუფთავებისას

სხეულის ექსტრემალურმა დატვირთვამ, მაგალითად, ნიჩბების აქტიურად გამოყენებამ, შესაძლოა, გულის შეტევამდე მიგიყვანოთ: ადამიანებმა, რომლებიც ჩვეულებრივ შეჩვეულნი არ არიან მსგავს ინტენსიურ ვარჯიშებს, არ უნდა გამოიყენონ ნიჩბები, თუ მათ ექიმისგან ჯანმრთელობის 100%-იანი ცნობა არ აქვთ.

10. იპოვეთ თავშესაფარი 

თუ სახლში ვერ თბებით ან სახლიდან ძალიან შორს ხართ, ეცადეთ, იპოვოთ თავშესაფარი, თბილი სივრცე, რომელიც ახლოს იქნება და რომელთანაც უსაფრთხოდ მისვლას შეძლებთ. 

11. არ გადაადგილდეთ მანქანით, თუ არ არის ამის გადაუდებელი საჭიროება

თუ მანქანით გარეთ გასვლას გადაწყვეტთ, ძალიან ნელა იარეთ, მიმართეთ არა მთავარ, არამედ მეორეხარისხოვან გზებს, რადგან აქ ნაკლები მოძრაობა იქნება, შესაბამისად, სამანქანო ავარიებს აირიდებთ თავიდან. დარწმუნდით, რომ ფანჯრები გაწმენდილია და კარგი ხედვა გაქვთ. არც მანქანის სახურავის გადათოვლა დაგავიწყდეთ, რადგან, შესაძლოა, მან თქვენ უკან მდგომს შეუქმნას საფრთხე. 

12. გადაიყვანეთ შინაური ცხოველები უსაფრთხო ადგილზე

შეძლებისდაგვარად, ცხოველებიც შიდა სივრცეში უნდა გყავდეთ და გახსოვდეთ, რომ ისინიც არიან გაციების საფრთხის წინაშე, ჰიპოთერმიისა და მოყინვის რისკებიც მაღალია. შეამშრალეთ და გაათბეთ, შეგიძლიათ ცხელი წყლით სავსე ბოთლებიც გამოიყენოთ. თუ ძაღლს გარეთ გაასეირნებთ, ეცადეთ, არ გაიაროთ იმ ადგილებში, რომლებშიც მარილი დაიყარა, რადგან ეს მათ მოწამვლის საფრთხის წინაშე აყენებს. 

13. შეამოწმეთ საკვების ვარგისიანობა 

თუ ელექტროენერგია არ გაქვთ, საჭმელიც გაფუჭდება, რომლის მირთმევა ცუდია თქვენი ჯანმრთელობისთვის… არ დაგავიწყდეთ, რომ ელექტროენერგიის წყვეტის შემთხვევაში მაცივარი ვეღარ უნარჩუნებს საკვებს ვარგისიანობას.

14. გაიგეთ, როგორ არიან სხვები

ექსტრემალური ტემპერატურის პირობებში უფრო მოწყვლადი ოჯახის წევრები და მეზობლები მოიკითხეთ. სახლშიც რომ იყვნენ, ეს მათ რისკებისგან ბოლომდე ვერ აზღვევს… ეცადეთ, გაიგოთ, რა სჭირდებათ და დაეხმარეთ — ძალა ერთობაშია!

როგორ შექმნა გივი შანავამ „შერეკილების“, „ჭრიჭინასა“ და სხვა ქართული ფილმების ანიმაციური „რექაფები“

„კორპორაციული მდგრადობის ჯილდო – ბიზნესი მდგრადი განვითარებისთვის“ მეშვიდე ცერემონია გაიმართა