in

14 ივნისს სასტუმრო „ტელეგრაფი“ Spotlight X-ს უმასპინძლებს

საქართველოს ბანკის წარდგენით, Spotlight X წელს, 14 ივნისს, სასტუმრო „ტელეგრაფში“ ჩატარდება. Spotlight 2013 წლიდან აერთიანებს მარკეტინგის, ბიზნესის, შემოქმედებითი და ტექნოლოგიების სფეროს წარმომადგენლებს — ადამიანებსა და ბრენდებს, რომლებსაც აინტერესებთ იდეები, ცვლილებები და ის პროცესები, რომლებიც თანამედროვე პროფესიულ გარემოს განსაზღვრავს. 

წლების განმავლობაში Spotlight ჩამოყალიბდა სივრცედ, სადაც თავს იყრის გამოცდილება, ინდუსტრიის ხედვები და რეალური ისტორიები წარმატებაზე, მარცხზე, ექსპერიმენტებსა და იმ გზებზე, რომლებიც მუდმივად იცვლება. სტუმრებისთვის კი ეს არის დაუვიწყარი დღე შთაგონებისა და ახალი კავშირებისთვის. 

წლევანდელი Spotlight X ახალ სივრცეში, სასტუმრო „ტელეგრაფში“ გაიმართება, სადაც მთელი დღის განმავლობაში შესაძლებელი იქნება ინსპირაციულ გამოსვლებსა და პანელ-დისკუსიებზე დასწრება.

სცენაზე წარდგებიან სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები, რომლებიც საკუთარ გამოცდილებაზე დაყრდნობით ისაუბრებენ გადაწყვეტილებებზე, ცვლილებებთან ადაპტაციაზე, პროფესიულ გამოწვევებსა და იმ პროცესებზე, რომლებიც ხშირად კულისებში რჩება. 

ტრადიციულად, Spotlight-ის მნიშვნელოვანი ნაწილი კვლავ ნეთვორქინგი და მასტერკლასების სივრცე იქნება — ეს არის შესაძლებლობა, შეხვდე კოლეგებს, გაიცნო ახალი ადამიანები და იდეები არაფორმალურ გარემოში გაცვალო.

31 მაისს ცნობილი გახდება სპიკერების სრული სია, ბილეთების შეძენას კი 1 ივნისიდან შეძლებთ ვებგვერდზე: biletebi.ge. საქართველოს ბანკის ნებისმიერი Visa ბარათებით შეძენისას იმოქმედებს 15%-იანი ფასდაკლება. 

კორპორაციული შესყიდვებისთვის დაუკავშირდით ელფოსტაზე: [email protected] — მიუთითეთ თქვენი კომპანიის რეკვიზიტები და სასურველი ბილეთების რაოდენობა.


ღონისძიების მასპინძელია The Telegraph Hotel

Spotlight X-ის წარმდგენია საქართველოს ბანკი

გენერალური პარტნიორი: Betsson

პლატინის სპონსორები: Visa, Tegeta

ოქროს სპონსორები: Smartsoft, თეთრი კვადრატი

პარტნიორები:Coinmania, Aversi, Upgaming, Self.HR, Jacobs, Silknet, BDO Digital, Redbull, საქართველოს უნივერსიტეტი, Silk Rewards, Signall.ge, National Geographic, Render Group, Ton, biletebi.ge, METI Protein Bar, CC Agency

Meta-მ შექმნა ახალი აპლიკაცია Forum, რომლითაც საკუთარ ხელოვნურ ინტელექტს გამოკვებავს

მომავალი არ ჩერდება, მომავალი მოდის – ნახეთ საქართველოს ბანკის დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ვიდეო