ძვირადღირებულ და ასევე, ეკოლოგიისთვის საზიანო ლითიუმ-იონურ ბატარეებს, რომლებიც დაწყებული სმარტფონებიდან, დამთავრებული ელექტრომანქანებით, ყველაფერში გამოიყენება, მეცნიერებმა ალტერნატივა 140 წლის „ჟანგიანი“ ბატარეებით მოუძებნეს.
რკინისა და ჰაერის ბატარეები პირველად 1878 წელს გამოიგონეს, რომელთაც ლითიუმ-იონურ ბატარეებთან შედარებით, გაცილებით მაღალი ენერგიის სიმკვრივე აქვთ. თუმცა, ჟანგის გამო, ისინი დამუხტვისთვის არაპრაქტიკული იყო. ახლა კი მასაჩუსეტსის ტექნოლოგიური ინსტიტუტის გუნდი ამტკიცებს, რომ მათ ამ პროცესთან გამკლავება შეძლეს.
„შესაძლოა, რკინისა და ჰაერის ბატარეები კომერციულად მეტად ხელმისაწვდომი გახდეს და, დროთა განმავლობაში, ეკოლოგიური პირობების გაუმჯობესებაშიც დაგვეხმაროს“, — ამბობს იეტ-მინგ ჩიანგი, MIT-ის ელექტროქიმიის პროფესორი.
ახალი მეთოდი ბატარეას საშუალებას აძლევს, 100 საათის ელექტროენერგია საათში 20 კილოვატით მიაწოდოს, განსხვავებით ლითიუმ-იონური ბატარეებისგან, რომელთაც საათში 200 კილოვატი სჭირდება. ეს ლითონისა და ჰაერის ბატარეებიდან ერთ-ერთია, რომელიც ატმოსფერულ ჟანგბადს კათოდად და ლითონს — ანოდად იყენებს. კომერციულად მათი გამოყენება კი გასულ საუკუნეში დაიწყეს, მათ შორის სმენის აპარატებსა და ნასას კოსმოსურ სისტემებში. თუმცა, როგორც ამბობენ, იგი დიდწილად არაპრაქტიკული აღმოჩნდა. მაგრამ დღეს მიაჩნიათ, რომ ეს, შესაძლოა, ენერგიის შესანახად, ფართომასშტაბიანი განახლებადი ოპერაციებისთვის, რევოლუციურიც კი იყოს. სწორედ ამიტომ, ტექნოლოგიების განვითარებისა და კომერციალიზაციის მიზნით, პროფესორმა ჩიანგმა სტარტაპი — Form Energy-ც დააარსა.











