15
Jan
2019

1400 ძაღლი “სამოთხიდან”…

15 Jan 2019



2018 წლის ნოემბერში, კალიფორნიის ხანძრის დროს, კურორტი პერედაისი ცეცხლმა და პანიკამ მოიცვა. ადამიანები ცდილობდნენ მაქსიმალურად გადაერჩინათ პირადი ნივთები. ხანძარმა “სამოთხედ” წოდებული ულამაზესი ქალაქი ნაცრად აქცია. მოქალაქეების ევაკუაციის პარალელურად, ცხოველთა დამცველმა ორგანიზაციამ NVADG ცხოველთა გამოყვანა დაიწყო და 1,400 მათგანის გადარჩენა შეძლო. ცხოველების პატრონებთან შესახვედრად, ორგანიზაციამ კომპანია Lincoln-თან და ფოტოგრაფ ელაიას ფრიდმანთან დაიწყო თანამშრომლობა. ელაიას ფრიდმანი ძაღლების ფოტოგრაფიით არის გატაცებული და “ინსტაგრამზე” 3.4 მილიონიანი აუდიტორია ჰყავს. ამ ფოტოპროექტით, ორგანიზატორები იმედოვნებენ, რომ ძაღლებსა და პატრონებს ერთმანეთის პოვნაში დაეხმარებიან. რამდენიმეწუთიანი ვიდეორგოლი, რომელზეც სააგენტომ Hudson Rouge იმუშავა, სწორედ ამ კამპანიაზე მოგვითხრობს.

 

განხილვა