- 2017 წლის გაზაფხულზე, კრეატიული სააგენტო „მარშალის“ მიერ „სანტე ლოკო-მოკოს“ ბრენდისთვის განხორციელებული კამპანია და კომუნიკაციის წამყვანი პროექტი„მოკოლენდი“ ახალი სეზონით დაუბრუნდა მომხმარებელს. წარმოგიდგენთ სააგენტოს კრეატიული დირექტორის თეონა ლატალისა და პროექტის „ქოფირაითერის“ თინა ჯელიას შეფასებებს:
პირველი სეზონის შეჯამება
„ვფიქრობთ, მეორე სეზონის ჩაშვება, თავის თავშივე გულისხმობს პირველი სეზონის წარმატებას. იმ შედეგებზე დაყრდნობით კი, რაც მივიღეთ, შეიძლება თამამად ითქვას, რომ პროექტი შედგა. მხოლოდ ინტერნეტ სივრცეში პირველმა სეზონმა 15 000 000-ზე მეტი ნახვა დააგროვა, სატელევიზიო განთავსების შედეგებზე რომ აღარაფერი ვთქვათ. დამკვეთის მიერ ჩატარებული კვლევის თანახმად, ბრენდი გახდა კატეგორიის ბაზრის წილის ლიდერი, ხოლო ბავშვები და მშობლები ყოველი ახალი სერიის გამოსვლას სულმოუთქმელად ელიან, რაც, ცხადია, ჩვენთვის მამოტივირებელია“, – თეონა ლატალი.
მოლოდინები მეორე სეზონისადმი
„მოკოლენდის ახალ მოსახლეზე მოგიყვებით. ზღარბუნა ცნობისმოყვარე და ქარიზმატული მოგზაურია, რომელიც მოკოლენდში დაიდებს ბინას. პატარა მაყურებელი მისგან ბევრ საინტერესო ამბავს შეიტყობს. სერიები იქნება მეტად დინამიკური და აქცენტი გაკეთდება თითოეული გმირის განსხვავებულ ხასიათზე. წინ კიდევ ბევრი თავგადასავალი გველის“, – თინა ჯელია.
მოლოდინები საგენტოსადმი
„გრაფიკულ ანიმაციებს და, ზოგადად, CGI-ს ხშირად მივმართავთ კამპანიების განსახორციელებლად, თუმცა ეს ყოველივე, ცხადია, დამოკიდებულია კომუნიკაციის სამიზნე აუდიტორიაზე. უახლოეს მომავალში იგეგმება რამდენიმე შემოქმედებითი კამპანიის ჩაშვებადა ვიმედოვნებთ, რომ მომხმარებლისგან ისეთივე დადებითი გამოხმაურება მოჰყვება, როგორიც – სანტე ლოკო-მოკოს კომუნიკაციას“, – თეონა ლატალი.
Credits:
Project: “Mokoland”
Client Brand: Sante Loko Moko
Agency: Marshall
Creative Director: Teona Latali
Copywriters: Tina Jelia (1,2 Episodes)
Screen Writer: Salome Benidze, Lika Keshelava, Tina Jelia
Account Manager: Robi Gvelukashvili
Director: Konstantine Bakhtadze
Graphic Design: Jim Meskhi
Illustrator: Fox Art
Voice Director: Misha Khutsishvili
Actors :
LokoMoko – NiccoKankia
Chido- Nicco Kankia
Baka&Babi – Meri & Mari Sologashvili
Anita – DJ Gogo
Pablo-Nicco Kankia
Zgharbuna – Meri Sologhashvili
Music: Irakli ManchxaSvili, Mebo Nutsubidze
Lyrics: Mebo Nutsubidze
Lead Singer: Giorgi Doijashvili
Backing Vocalists: Elene Komakhidze, Kato Zangurashvili, Mariam Abesadze (Betkho Lab)
Producer: Vano Kurtanidze
LineProducer: Nata Dekanosidze
CGI & Animation: Konstantine Bakhtadze
პარტნიორის კონტენტი