27
Feb
2019

ტოპ 15 ბრენდის რეიტინგი 2000 წლიდან დღემდე

27 Feb 2019

როგორ იცვლებოდა მსოფლიო წამყვანი ბრენდების სტატისტიკა ბოლო 18 წლის განმავლობაში? The Rankings-მა ტოპ 15 ბრენდის სტატისტიკის ჩვენება ვიდეორგოლით გადაწყვიტა. ვიდეოში ჩანს, როგორ იცვლებოდა ბრენდების ღირებულება 2000-2018 წლებში. თავდაპირველად, რეიტინგში პირველ ადგილს Coca-Cola იკავებდა, მეორე ადგილზე იყო Microsoft, მესამეზე კი – IBM. 2009 წლიდან IBM-მა მეორე ადგილზე გადაინაცვლა. საუკეთესო თხუთმეტეულში Google 2008 წლიდან გამოჩნდა და 2012 წელს უკვე მესამე ადგილსაც იკავებდა. 2012 წელს, Microsoft-ს მესამე ადგილი Apple-მა ჩამოართვა, 2013-ში კი კოკა-კოლაც უკან მოიტოვა და პირველი ადგილი დაიკავა. 2018 წლის ბოლოსთვის მონაცემები ასეთი იყო: პირველი ადგილი – Apple, მეორე – Google, მესამე – Amazon.

 

განხილვა